საფესტივალო | 15-წლამდე ჩემპიონატი ‘აკადემიამ’ მოიგო

AutoSharing Option
საქართველოს 15-წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის ‘აკადემია’ გახდა, რომელმაც დაძაბულ ფინალში ‘ლელო’ ერთი გარდასახვით, 14:12 დაამარცხა.

საქართველოში სარაგბო ფესტივალები გაზაფხულსა და შემოდგომაზე ოთხ ასაკობრივ ჯგუფში იმართება. უმცროს საფესტივალო ასაკში 9, 11 და 13-წლამდე მორაგბეები რეგიონული პრინციპით თამაშობენ (აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გუნდები ცალ-ცალკე). უფროს საფესტივალო ასაკში, რომელიც 15-წლამდე მორაგბეებს მოიცავს, ფესტივალების გარდა გაზაფხულზე 15 და 7-კაცა რაგბიში ჩემპიონატები იმართება.

პირველ ეტაპზე შესარჩევი ტურნირები რეგიონული პრინციპით იმართება, რის შემდეგაც საქართველოს საუკეთესო გუნდები ჩემპიონობისთვის იბრძვიან. წელს 16-გუნდიან ჩემპიონატში 15-კაცა რაგბის დასკვნით ეტაპზე
გავიდნენ: ა ჯგუფი – ლელო, რაშები, სოხუმი, საჩხერე; ბ ჯგუფი – ბათუმი, ლომები, ყოჩები, ავჭალა; გ ჯგუფი – ხვამლი, ხარები, ქუთაისი, ჩოხატაური; დ ჯგუფი – აკადემია, აია, ლოკომოტივი, ვეფხვები.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, კვირას 8 მოწინავემ თასისთვის გააგრძელა ბრძოლა, დანარჩენები კი მე-9 პოზიციისთვის თამაშობდნენ. ნახევარფინალში ‘აკადემიამ’ ‘რაშები’ 19:0, ხოლო ‘ლელომ’ ‘ბათუმი’ 7:0 დაამარცხა. მე-3 ადგილი ბათუმელებმა დაიკავეს, რომლებმაც ‘რაშებს’ 14:0 მოუგეს, ფინალში კი, როგორც ზემოთ ვახსენეთ, ‘აკადემიამ’ ‘ლელოს’ 14:12 აჯობა.

15-წლამდელთა შორის ‘აკადემიას’ რიგებიდან საქართველოს ჩემპიონები გახდნენ: სანდრო კახიშვილი, სანდრო გამყრელიძე, საბა ეფრემიძე, ირაკლი ვეკუა, ნიკოლოზ ქერდიყოშვილი, ნიკოლოზ გოგუაძე, ლუკა მახარაძე, საბა გიორგიძე, ნიკოლოზ უდუმაშვილი, ნიკოლოზ ჩაჩანიძე, ილია გოგუაძე, ანდრია წიკლაური, დაჩი იმედაძე (კაპ.), საბა თოიძე, სანდრო რობაქიძე, გიორგი ელკანიშვილი, ნიკოლოზ ძაძამია, ზუკა ინასარიძე, ლუკა სტურუა, დავით გოგოლაძე, დაჩი გიგინეიშვილი, აკა გურასპაშვილი, ანდრია წიკლაური.

პრიზიორებისა და ჩემპიონების გარდა, ინდივიდუალური ჯილდოები ტურნირის საუკეთესო მოთამაშე და მელელოვემაც მიიღეს. საუკეთესო მოთამაშე ლუკა მახარაშვილი (აკადემია) გახდა, მელელოვე კი აჩიკო ჭიღლაძე.

მაისის ბოლოს 15-წლამდე მორაგბეთა შორის 7-კაცაში საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გაიმართება, თავად ტურნირი კი 10-11 ივნისს გორშია ჩანიშნული.

RUGBY.GE


მკითხველის კომენტარები / 2 /
ლუკა მახარაძეა საუკეთესო მოთამაშე და არა მახარაშვილი, შეცდომაა
გიორგი
01:52 04-06-2023
0
ჩვენი მძლავრი რაგბის ხვალინდელი დღე.ნათელი და უძლეველი გაგეხადოთ ჩვენი რაგბი ახალგაზრდებო.თქვენ გაიხარეთ!!!
მინდია
18:19 17-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული