ამ უიქენდზე "გლაზგოს", "ტულონის", "ლენსთერისა" და "ლა როშელის" სარაგბო კლუბების მაისურებში გამოწყობილმა გულშემატკივრებმა დუბლინი გადააჭრელეს. ოფიციალური მონაცემებით, 12 ქვეყნიდან ირლანდიაში რაგბის 50 ათასზე მეტი გულშემატკივარი ჩავიდა ჩელენჯ თასისა და ჩემპიონთა თასის ფინალებზე დასასწრებად. მათ შორის საქართველოს რაგბის კავშირის ადმინისტრაციიდანაც იყვნენ, – ისინი ამ ტურნირების ორგანიზატორებმა, – ევროპის პროფესიული კლუბების რაგბიმ (EPCR) მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე მიიწვია.

– რაზე ილაპარაკეს დუბლინში?

სპორტი დიდი ბიზნესია, ხოლო რაგბი სპორტის სახეობებს შორის – გამორჩეული: მსოფლიო თასი რაგბიში ყველაზე შემოსავლიანი ტურნირების სამეულშია; შესაბამისად, სანამ გუნდები მოედანზე გამარჯვებისთვის იბრძვიან, მენეჯერები ყველაზე მსხვილ ტურნირებში მათ ჩასართავად მუშაობენ. "შავი ლომი", რომელიც ქართული სარაგბო ფრენჩაიზია, სამხრეთაფრიკული ქარის თასის შემდეგ, წელს პირველად სამხრეთ ამერიკის კომერციულ ტურნირზეც მიიწვიეს, ჯერ როგორც სტუმარი, თუმცა ოფიციალური სტატუსის მიღებაც იგეგმება. საქართველოს რაგბის კავშირი, ისე, როგორც არასდროს, ინტენსიურად არის ჩართული მოლაპარაკებებში ყველა კონტინენტზე, რომ უმაღლესი დონის რაც შეიძლება მეტ ტურნირში ჩართოს ქართული რაგბი, შესაბამისად, მეტი განვითარების საშუალება მისცეს მას – სპორტის კუთხითაც და კომერციის მხრივაც, რაც სპორტული მიღწევების უმთავრესი გენერატორია.

იოსებ ტყემელაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: „უელსისა და იტალიის ნაკრებებზე ჩვენი "ბორჯღალოსნების" ისტორიული გამარჯვებების შემდეგ ქართული რაგბი გარე სამყაროს დაკვირვების ქვეშ მოექცა. სწავლობენ, რამდენი ქომაგი გვყავს, ვინ არიან ჩვენი სახელმოხვეჭილი მოთამაშეები, როგორია მათი წონა და გავლენა, როგორია სამთავრობო მხარდაჭერა, – უამრავ სხვა ნიუანსს. ჩემი შეფასებით, ყველა პარამეტრით ქართული რაგბი მსოფლიო ასპარეზზე უკვე შესამჩნევი და ანგარიშგასაწევი მოთამაშეა და ეს გაგვიღებს კარს როგორც უმაღლესი დონის ტურნირებისკენ, ასევე სასპონსორო ბიუჯეტებისკენ. ამჟამად ქართულ რაგბის თითქმის მთლიანად მთავრობა აფინანსებს. ვფიქრობ, 2-3 წელიწადში შევძლებთ ეს ტვირთი ბიუჯეტს 30-40%-ით შევუმსუბუქოთ და 15-20-მილიონიანი სასპონსორო დაფინანსება მოვიზიდოთ“.

თუმცა განუზომლად მეტია ეფექტი, რომელსაც ეს განვითარება ქვეყნის ეკონომიკას მოუტანს, ტურიზმის გენერირებისა და ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვების პოტენციალის რეალიზებით. რაგბის მსოფლიო აუდიტორია დაახლოებით 1.1 მილიარდი ადამიანია, – უზარმაზარი სამომხმარებლო ბაზარი, რომელზე წვდომასაც მორაგბეების საშუალებით იღებს ბიზნესი.

„ჩემი სურვილია, რომ ეს შესაძლებლობა, უპირველესად, ქართულმა წარმოებამ გამოიყენოს. ამიტომ მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ ადგილობრივი ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი საკვების, პურის, ხილის წვენების თუ ლორის მწარმოებლებს; ამიტომ მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს ღვინის სააგენტოსთან, რომ ქართული ღვინის კომპანიებს რაგბის წარმატების საშუალებით დამატებითი ბიძგი მივცეთ მსოფლიო ბაზარზე“ – ამბობს იოსებ ტყემალაძე.

ორი დღეა საქართველოს რაგბის კავშირის ადმინისტრაცია ირლანდიაშია, EPCR-თან მოლაპარაკებას აწარმოებს, რომ უმაღლეს ევროპულ ტურნირებზე ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომიც" დაუშვან. დრო კარგია, ქართული რაგბის ბოლო წარმატებებს ემთხვევა ჩელენჯ თასზე მონაწილე კლუბების გაფართოების გეგმაც და დუბლინიდან მიღებული ბოლო ცნობებით, – საკითხის დადებითად გადაწყვეტის პერსპექტივა ძალიან მაღალია.

რას მოუტანს ქართულ რაგბის ჩელენჯ თასში ჩართვა? – პასუხისთვის შორს წასვლა საჭირო არ არის, 19 და 20 მაისს დუბლინმა ჩელენჯ თასისა და ჩემპიონთა თასის ფინალების მასპინძლობით 50 მილიონი ევროს შემოსავალი მიიღო. 52-ათასიანი „ავივა სთედიუმი“ გადაჭედილი იყო, – თითოეული ვიზიტორის საშუალო დღიურმა დანახარჯმა საკვებსა და სუვენირებზე 176 ევრო შეადგინა, რასაც სასტუმროს ხარჯებიც დაემატა, სადაც მათ საშუალოდ 2-2.5 დღე დაჰყვეს. შესაბამისად, ჩელენჯ თასზე მოხვედრით ერთი, რომ ქართველი გულშემატკივარი უმაღლესი რანგის კლუბებთან თავისი გუნდის შერკინებით მიიღებს სიამოვნებას და მეორე – ქართული ეკონომიკა და ბიზნესი, სპორტთან ერთად მიიღებს მსხვილ შემოსავლებს.

ამ პერსპექტივის მისაღწევად საქართველოს რაგბის კავშირს მთავრობაც გვერდში უდგას, – კონკრეტულად, დუბლინში – ირლანდიაში საქართველოს ელჩი გიორგი ზურაბიშვილი, გამოცდილი დიპლომატი ევროპაში დიდი კავშირებით, და გვერდში დადგა დიასპორაც, მათ შორის, დუბლინში – ნიკოლოზ აბდალაძე, ევროპაში ქართული ღვინისა და კულტურის არაოფიციალური ელჩი და საქართველოს სარაგბო ნაკრების წევრის, ვახო აბდალაძის მამა. ქართულ პერსპექტივას გვერდში დაუდგა მსოფლიო რაგბის ლეგენდა და მამუკა გიორგაძის ყოფილი გუნდელი ბრიან ჰაბანა და სოცმედიის სარაგბო ინფლუენსერი ელმა სმითი, 100 ათასამდე გამომწერით "ინსტაგრამზე", რომელმაც შარშან ლელო-ბურთზეც გადაიღო დოკუმენტური ფილმი და ქართული რაგბის გულშემატკივარი გახდა.

თორნიკე გოგებაშვილი, საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი: „ვიმედოვნებ, ჩელენჯ თასიც გაიხსნება "შავ ლომისთვის", თუმცა არც ამაზე ვაპირებთ გაჩერებას და სხვა მაღალი დონის ტურნირებშიც ვგეგმავთ ჩართვას; ამ მიზნით მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ყველა მსხვილი საერთაშორისო ტურნირის ორგანიზატორებთან, – რა თქმა უნდა, მსოფლიო რაგბისა და მთავრობის მხარდაჭერით, და წარმატების მისაღწევად მონაწილეთა ჩამონათვალი აქ არ მთავრდება – სულ მალე ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები პირველად შეხვდება ინგლისის 20-წლამდელთა პირველ ნაკრებს, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება, წინ მსოფლიო თასი ელის ჩვენს "ბორჯღალოსნებსაც" – ორივეს შედეგები მნიშვნელოვანი იქნება. მნიშვნელოვანი იქნება გულშემატკივრების აქტიურობაც – ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ ჭეშმარიტად სარაგბო ქვეყანა ვართ, რომ რაგბი ნამდვილად ჩვენი თამაშია და, შესაბამისად, ყველაზე მაღალ ასპარეზზე თამაშს ვიმსახურებთ“.

Rugby.ge

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"