წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი ორ ეტაპად იმართება და პირველს პორტუგალია, ალგარვე მასპინძლობს. გუშინდელი დღე ჩვენი გუნდისთვის წარუმარებელი აღმოჩნდა. იტალიასთან 14:0 დაწინაურების შემდეგ, ორი ჩვენი მოთამაშე დაშავდა, რამაც გუნდზე უარყოფითად იმოქმედა და ფაქტობრივად მოგებული შეხვედრა 14:17 დავთმეთ. მეორე თამაშში გერმანია სრულ უპირატესობას ფლობდა და 26:7 გაიმარჯვა.
მეორე დღის პირველ მატჩში მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს რუმინეთი დაემარცხებინა, თანაც ისე, რომ ჯგუფებში ორ საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის მოხვედრილიყო. ანგარიში პირრველსავე წუთზე გიორგი
მეორე ტაიმის დასაწყისში რუმინელებმა შეძლეს ერთი ლელოს გაქვითვა, თუმცა ჯობავამ მატჩის განახლებისთანავე თავისი მესამე ლელო მიითვალა და რუმინეთი 24:7 დავამარცხეთ. შედეგად, საქართველო თასის 1/4-ფინალში მერვე გუნდად გავიდა და ნახევარფინალში ესპანეთი შეხვდა.
მეტოქის პირველი მიძალების მოგერიების შემდეგ, გიორგი ჯობავამ ერთხელაც გაიბრწყინა, სამი მბოჭავი ერთი მეორეს მიყოლებით ჩამოიცილა და ძელებსშუა გატანილი ლელო სოსო მათიაშვილმა გარდასახა. ესპანეთმა მე-3 წუთზე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, რაზეც საქართველომ ჩვენი 22-იდან დაწყებული ხელდახელ შეტევით უპასუხა, 10-მდე პასი გაკეთდა და ბექა გელხვიძემ ლელოთი დაგვაწინაურა. ტაიმის ბოლოს კვლავ შეუჩერებელი ჯობავას ჯერი დადგა, რომელმაც კარის წინ გაჭრა ხაზი და ირაკლი სიმსივემ გარდასახა – 19:7.
მეორე ტაიმი 2 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ესპანელები მოედანზე 2 წუთით კაცნაკლულები დარჩნენ. მეტობა ვერ გამოვიყენეთ და საფინალო სასტვენამდე 1 წუთით ადრე, ესპანეთმა ლელოთი ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანა, გარდასახვა კი ძელმა აისხლიტა. გადამწყვეტ წუთებში საქართველომ შეძლო ბურთის გაკონტროლება, საჭირო დროს მარცხენა ფრთაზე შეუტია და გაგა ქევხიშვილმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 24:12 და პირველად 9 წლის შემდეგ, საქართველო თასის ნახევარფინალშია.
ნახევარფინალური და ფინალური თამაშები ხვალ გაიმართება. საქართველო თასის ნახევარფინალში საფრაგეთს ერკინება. მეორე ნახევარფინალში ირლანდია დიდ ბრიტანეთს ეთამაშება.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის გარდა, წელს ჩვენს 7-კაცას 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპიც ელის, რომელსაც 25-27 ივნისს პოლონეთი, კრაკოვი უმასპინძლებს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპი 7-9 ივლისს გერმანიაში, ჰამბურგში გაიმართება.
7-კაცას შემადგენლობა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე (ალგარვე):
ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), ბექა გელხვიძე (ლელო), საბა კურტანიძე (ხვამლი), ლაშა კაკაურიძე (ხვამლი), სერგი ჩხაიძე (ყოჩები), სოსო მათიაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჯობავა (ხვამლი), ალექსანდრე ტატიშვილი (ყოჩები), ირაკლი სიმსივე (აია), გაგა ქევხიშვილი (ლელო), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), გიორგი კურტანიძე (ლელო).
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე
Rugby.ge
სად ვნახოთ შედეგები?