7-კაცა | ევროპულ თამაშებზე მეტოქეები გაირკვა

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა ევროპულ თამაშებზე "ბ" ჯგუფში, ესპანეთის, ბელგიისა და ჩეხეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

"ა" ჯგუფში ირლანდია, გერმანია, იტალია და პოლონეთი, ხოლო "გ" ჯგუფში დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, ლიეტუვა და რუმინეთი მოხვდნენ.

7-კაცას ევროპული თამაშები პოლონეთის ქალაქ კრაკოვში 25-27 ივნისს გაიმართება. გამარჯვებული გუნდი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებს, მეორე და მესამე გუნდები კი მიზნის მიღწევას საკონტინენტთაშორისო შესარჩევი ტურნირის მოგებით ეცდებიან.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ადმინ, ცნობისთვის 20 წლიანების მსოფლიო ჩემპიონატი 24.06-ში იწყება. საიტზე 12.06-ის შემდეგ ერთი სიტყვა არ დაგიწერიათ.დაგავიწყდათ.
DATO
12:48 21-06-2023
0

სიახლეები პოპულარული