სიხარულით მივესალმებით ქართულ "შავ ლომს" EPCR-ის ოჯახში. საყოველთაო შეფასებით ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო საკლუბო ტურნირი – ჩემპიონთა თასი და, მასთან ერთად, ჩელენჯ თასი გვაქვს. ვფიქრობ, "შავი ლომი" მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩელენჯ თასში, შემატებს მას დამატებით ნაპერწკალს. ჩვენს ოჯახში შედიან ევროპისა და სამხრეთ
აფრიკის ტოპ-კლუბები, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესო რაგბის თამაშობენ; ქართველ მორაგბეებთან, მწვრთნელებთან და ქომაგებთან ერთად, ჩვენც აღტაცებული ვართ იმით, რომ საქართველო ჩელენეჯ თასს შეუერთდება.
ვფიქრობ, ქართველები სიხარულით უმასპინძლებენ ევროპის საუკეთესო გუნდებს თბილისში. მე ზუსტად ვიცი როგორი საუკეთესო მასპინძლობა იციან საქართველოში, იმ პერიოდიდან, როდესაც შოტლანდიის ვიზიტს ვუწევდი ორგანიზებას. ახლა ფრანგულ, ინგლისურ, ირლანდიურ, იტალიურ კლუბებსაც მიეცემათ ამ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. ჩვეულებრივ, ჩელენჯ თასის ფინალზე 120 ათასამდე საერთაშორისო გულშემატკივარი ჩადის მასპინძელ ქალაქში, – ასე რომ საქართველოს და ქართველ გულშემატკივარს მართლაც მასშტაბური მატჩები ელის – უკვე სულ რამდენიმე თვეში.
- როგორ შეარჩიეთ ‘შავი ლომი’ თქვენი ტურნირისთვის?
- ჩელენჯ თასში ჩართვლის მსურველი კლუბების რაოდენობა არცთუ მცირე იყო, თუმცა საქართველოს რაგბის კავშირის განაცხადი, რომელიც პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ წარადგინა, ხარისხობრივად ყველასგან გამორჩეული იყო. ის შეიცავდა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს – გუნდის მაღალ მზადყოფნას, მაღალი ხარისხის სარაგბო ინფრასტრუქტურას თბილისში, და, ასევე EPCR-სა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის კომერციული თანამშრომლობის მიმზიდველ პერსპექტივას. მოგვხიბლა საქართველოს რაგბის კავშირის მაღალმა ამბიციამ, რომელიც იყო სრულიად გულწრფელი და დასაბუთებული, – ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ხანგრძლივი საუბრები ქართული რაგბის პრეზიდენტთან და მის კოლეგებთან დუბლინში, ჩვენ ვიმსჯელეთ ქართული რაგბის მომავალ გეგმებსა და სტრატეგიაზე. მოტივირებული ვართ მხარი დაგიჭიროთ ამ გეგმებში, რათა საქართველო ჭეშმარიტ სარაგბო ქვეყანად იქცეს. თქვენ უკვე სწორ გზას ადგახართ, რაგბის კავშირის სტრატეგია ძალიან მკაფიოა. აშკარაა, რომ რაგბის აქვს პოტენციალი თქვენს ქვეყანაში გამაერთიანებელი ძალა გახდეს ისე, როგორც ეს შოტლანდიაში, ირლანდიასა ან უელსშია. სოსო ტყემალაძეს აქვს სრულიად რეალისტური ხედვა ქართული რაგბის განვითარებისთვის, რომელიც სამ დონეს მოიცავს – საერთაშორისო განზომილებას, პროფესიულ დონეს და საბავშვო რაგბის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველომ მეტი მოტივაცია მიიღოს რაგბის მხარდასაჭერად ჩელენჯ თასში ჩართულობის შედეგად.

- რას მისცემს საქართველოს და ქართულ რაგბის EPCR-ის ტურნირებში ჩართვა?
- ჩელენჯ თასი საქართველოს საკუთარი თავის საერთაშორისო არენაზე წარმოდგენის უდიდეს შესაძლებლობას აძლევს. ჩვენს თამაშებს ყოველკვირეულად მილიონობით ადამიანი უყურებს მთელ მსოფლიოში, – ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, აფრიკაში, ამერიკაში, მთელი მსოფლიო მედია აშუქებს EPCR-ის მატჩებს. ასე რომ, ეს საუკეთესო შესაძლებლობაა "შავი ლომისთვის", ქართული გუნდისთვის ამდენი ადამიანის სახლში შევიდეს. დარწმუნებული ვარ ქართული რაგბის ქარიზმატული ლიდერი, სოსო ტყემალაძე, ყველაფერს ეცდება რომ რაგბის კავშირმაც და კლუბმაც, ეს საკომუნიკაციო საშუალება მაქსიმალურად გამოიყენოს.

- თუ ადევნებთ თვალს სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს და იქ ქართველი 20-წლამდელების გამოსვლას?
- ქართველ 20-წლამდელ მორაგბეთა თამაშის ხარისხი ძალიან მაღალია, ძლიერ რაგბის თამაშობენ, და ამით მსოფლიო სარაგბო ოჯახს ქართული რაგბის მომავალზე მკაფიო, დადებით სიგნალს გვიგზავნიან. სწორედ ამ დღეებში მქონდა მათთან დაკავშირებით საუბარი მსოფლიო რაგბის ადმინისტრაციასთან ლონდონში, ორივე მხარე ვთანხმდებით, რომ ქართველმა 20-წლამდელებმა უდიდეს წარმატებას მიაღწიეს და გვაჩვენეს, რომ ქართული რაგბი ჯანსაღ ფორმაშია.

Rugby.ge