"შავი ლომი" | ჩელენჯ თასამდე სუპერთასი

AutoSharing Option
რაგბი ევროპის ორგზის ჩემპიონი "შავი ლომი", EPCR-ის ჩელენჯ თასში ჩართვამდე ტიტულის ზედიზედ მესამედ მოპოვებას შეეცდება.

სუპერთასში წელსაც 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და განახლებული ფორმატით ჩატარდება. შარშანდელისგან განსხვავებით, დიდი 10-ის ჩემპიონის ნაცვლად მასში ჩეხეთის ფრენჩაიზი "ბოჰემია უორიორზი" მიიღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება ფორმატს, რეგიონული პრინციპის ნაცვლად, ამჯერად გუნდები ჯგუფებში ძალთა თანაფარდობის მიხედვით გადანაწილდებიან. ა ჯგუფში "შავ ლომთან" ერთად შარშანდელი ფინალისტი, ისრაელის "თელ-ავივ ჰითი", პორტუგალიური "ლუზიტანუში" და ესპანური "იბერიანსი" გაერთიანდნენ; ბ ჯგუფში რუმინული "ვულვზი", ბელგიური "დევილსი", ნიდერლანდური "დელტა" და ჩეხური "ბოჰემია" გაერთიანდნენ.

ჯგუფური
ეტაპი ერთ წრედ გაიმართება, რის შემდეგაც ა ჯგუფის სამი საუკეთესო გუნდი და ბ ჯგუფის გამარჯვებული თასის ნახევარფინალში გავლენ, ა ჯგუფის მეოთხეადგილოსანი და ბ ჯგუფის სამი გუნდი კი მე-5-მე-8 ადგილებს გაითამაშებენ.

ა ჯგუფი ერთწრიან ჯგუფურ ეტაპზე 4-5 ნოემბერს "იბერიანსს" მასპინძლობს, 11-12 ნოემბერს "ლუზიტანუშს" ეწვევა, 18-19 ნოემბერს კი "ჰითს" თელ-ავივში ეწვევა. ნახევარფინალები და ფინალები შესაბამისად 2-3 და 16-17 დეკემბერსაა ჩანიშნული, თუმცა იმის გამო, რომ 15-17 დეკემბერს "შავ ლომს" ჩელენჯ თასის მეორე ტურის შეხვედრა ელის, სუპერთასზე მისი დასკვნითი მატჩის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

Rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ ჯობდა სუპერთასზე საქართველოს ჩემპიონს ეასპარეზა და ,,შავი ლომი" მთლიანად ჩელენჯ ქაფზე გადართულიყო?
Irakli Apkhaidze
09:56 12-07-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული