მსოფლიო რაგბიმ გია ნიჟარაძე დააფასა

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბიმ საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გია ნიჟარაძე რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზით, ვერნონ პიუს პრემიით დააჯილდოვა.

გია ნიჟარაძე 2004-07 წლებში რაგბის კავშირის გამგეობის წევრი, 2008-16 წლებში კი რაგბის კავშირის პრეზიდენტი იყო. 2012 წლიდან ის ასევე არის რაგბი ევროპის ვიცე-პრეზიდენტი, 2016 წლიდან კი საქართველოს წარმომადგენელი მსოფლიო რაგბიში.

ვერნონ პიუს ჯილდო 2001 წელს დაწესდა. ის გადაეცემა პიროვნებას, კავშირს ან ჯგუფს, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ რაგბის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

„საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი დაუღალავად შრომობდა
არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული რაგბის განვითარებისთვის. სწორედ მისმა შრომამ ჩაუყარა საფუძველი ქართული რაგბის წარმატებებს. გიორგი ნიჟარაძე პირველი ქართველია, რომელიც მსოფლიო რაგბის საბჭოში მოხვდა“ – წერს მსოფლიო რაგბი.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
რატომ არ დააფასებენ, სიჩუმესაც თავისი ფასი აქვს... ყველანაირი მნიშვნელოვანი ტურნირის, ძველისა თუ ახლის მიღმა დაგვტოვეს, მსაჯებმა ყველაფერი იკადრეს და ჩვენგან და მისგან კიდევ ხმა არავინ ამოიღო! მეტიც, ჩვენივე საწინააღმდეგოდ ვაძლევთ ხმას!!!
გიო
18:39 01-11-2023
13
მსოფლიომ დააფასა,აქ დაჯიჯგნეს...როგორც გვჩვევია
ადამიანი
23:14 01-11-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული