შეცდომები და ბარტონის 5 საჯარიმო - "შავი ლომი" "გლოსტერთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ჩელენჯ თასის პირველ ტურში „შავი ლომი“ საკუთარ მოედანზე, წვიმიან ბრიტანულ ამინდში „გლოსტერთან“ 10:15 დამარცხდა.

დებიუტში უპირატესობას სტუმრები დაეუფლენ და ბარტონის ორი საჯარიმოთი დაწინაურდნენ. ქართულ გუნდს თავიდან თამაშის დალაგება და შეტევების ორგანიზება უჭირდა. თუმცა, სასტარტო მღელვარება დასძლიეს და მატკავამ შესანიშნავი გარღვევის შედეგად ლელო დადო, გარდასახვისასაც ზუსტი იყო. ბარტონმა მალე ზუსტად შესრულებული მესამე საჯარიმოთი გვიპასუხა. შემდეგ მსაჯმა „შავი ლომის“ ლელო არ ჩათვალა და პირველი ტაიმი 7:9 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „შავმა ლომმა“ ისევ შეუტია, ისევ დაჯარიმდა და ბარტონმა ისევ არ გაუშვა შანსი ხელიდან.
„გლოსტერი“ უკვე ინიციატივას ფლობდა, მრავალფაზიანი იერიშისას ვერ შეძლო ლელოს გატანა, მაგრამ მალე ქართველმა მორაგბეები გააქტიურდნენ და მატკავამ საჯარიმოდან ანგარიში ორ ქულამდე შეამცირა. მერე შერკინებისას დავჯარიმდით და ბარტონმა კვლავ დაგვსაჯა. ბოლოს მაისაშვილის გაწვრთნილ გუნდში შეცდომებმა იმატა, გადამწყვეტი შეტევის განხორციელება ვერ მოახერხეს და მარცხი განიცადეს.

მომდევნო შეხვედრას ქართული ფრენჩაიზი 17 დეკემბერს უელსში „სკარლეტთან“ ჩაატარებს.

2023/24 წლების EPCR ჩელენჯ თასი
მესამე ჯგუფი. პირველი რაუნდი
თბილისი. „მიხეილ მესხი“.
შავი ლომი (საქართველო) – გლოსტერი (ინგლისი) 10:15
შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. მირიან მოდებაძე.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ამ ლოკომოტივს გადახურვე არაღა გახდა? რა ჩემი შაშაკოლის რეკონსტრუქცია ჩაატარეს?
რეზო
11 დეკემბერი 2023 01:31
0
მხარდაჭერა ლომებს! ზამთრის წვიმა მაზალოა. გადახურულ ტრიბუნიან სტადიონზე სჯობს თამაშის გამართვა.
გიორგი
10 დეკემბერი 2023 15:42
2
მთავარი შერკინება აღარ გვყავს
rembo
10 დეკემბერი 2023 12:57
0
შეცდომებსი რა გითხრათ? ყველაზე დიდი შეცდომა ამთამაშზე ცარიელი ტრიბუნნების წინ თამაშია. მ თამაშზდე არ დასწრება საქართველო ყალატის ფასია, წვიმას რა მნიშვნელობა აქვს. ინგლისში სულ წვიმს, მაგრამ ტრიბუნები სულ სავსეა. ექვსი ერი გვინდა კიდევ. შეატი დასწრებით ექვსი ერი კი არა ექვსი ყ ვ ე რ ი ეკუთვნის ამ მთავრობასაც და მთელ საქართველოს!!! სირცხვილი თქვენი!!! ბიჭებმა თავი დადეს და ამხელა Gუნდს ასე თანაშწორად ეთამაშნენ! ასე როგორ შეიძლება? ზუსტად ასეთი მიდგომის გამო ყველა სფეროში არ არის საქართველო ერთიანი და ძლიერი!!!
სიმართლე
10 დეკემბერი 2023 07:07
2
მე რომ მანდ ვცხოვრობდე ასეთ თამაშებზე კი არა ყველაზე ვივლიდი. ბევრი წელი მაქვს ნათამაშები და მნიშვნელობა არ აქვს სად ვარ, თამაშს არ ვაცდენ რაც თამაშს თავი დავანებე, დიდი 10-ს ჩათვლით, განსაკუთერბით ჩამს ძველ გუნდს რომელშიც დავიწყე სულ ვუყურებ დილის 4 საათზეც რომ იყოს და სამუშაოზე ვიყო წასასვლელი იმ დილით. წვიმა? შაქარი ხარ და დადნები ალბათ. წვიმაშიც, ტალახშიც და თოვლიც მაქვს დაუთველი თამაშები ნათამაშები და ნაყურები. გულშემატკივარი გქვია კიდევ.
giorgis
11 დეკემბერი 2023 00:15
1
შენ თითონ თუ იყავი? ინგლისში ყველა სტადიონს გადახურული ტრიბუნები აქვს.
გიორგი
10 დეკემბერი 2023 15:43
3
არჩათვლილ ლელოსთან დაკავშირებით მსაჯებს შორის მთელი მსჯელობა იყო და მოედნის მსაჯის გადაწყვეტილება ვიდეორეფერის მეცადინეობით გაუქმდა. კარგი იქნებოდა მოგვესმინა ამ ეპიზოდის ამაშუკელისეული შეფასება - რაიმე (ჩვენთვის) უცნობი ნოუხაუ ფანდი გამოიყენა გლოსტერმა? ერთი რამ ფაქტია რომ ამ მსაჯის გადაწყვეტილებების მიღების "სტილს" (სისტემას) ვერ მოვერგეთ (მსგავსად საფრანგეთთან ჩატარებული ტესტისა).
ზოგადად თამაშმა გვიჩვენა რომ შავი ლომი ამ ტურნირის დონესთან თანაფარდობაშია და ჩვენი აქ ჩართულობა მართებული გადაწყვეტილებაა.
ნიშანდობლივია ისიც, რომ არცერთი "ტროლ-ბოტური" კომენტი არ დადებულა, იქნება და გვეშველა და გადაგორდა ქართულად მხარდამჭერის ყიამყრალი პერიოდი...
წარმატებები ლომებო, წაგებას ვერ მოგილოცავთ, მაგრამ სასაყვედუროც არაფერი მაქვს. დარწმუნებული ვარ მალე შეძლებთ თქვენი შესაძლებლობების სრულ რეალიზაციას და მაშინ "ჩვენთანაც დადგება გაზაფხული"...
რამაზ
10 დეკემბერი 2023 05:50
0
ყველა სპორტის სახწობაში ხომ არ შეიძლება ასე დავიჩაგროთ რა უბედურებაა..მეტოქე ყველა მხრივ ჩვენზე გამოცდილი ძლიერიც შეიძლება ითქვას და პლიუს მსაჯი.ძალიან ცუდია ეს ყველადერი დიდად შეიძლება ვერ ვერკვევი მაგრამ აშკარად დაუშვა მსაჯმა შეცდომები.არ შეიძლება ასე.იქნება რაღაცა გამოსავალი არსებობდეს ეს რა უბედურებაა.შეცდომები გვქონდა კი გასაგებია მარა გლოსტერს ჩვენეზე მეტი ქონდა მარაა ვითომც არაფერი მართლა სირცხვილია..
გიო
10 დეკემბერი 2023 02:55
3
მსაჯებმა 10 ქულა წაგვართვეს მინიმუმ. პირველი ჯარიმა არ ყოფილა. ლელო 100% იანი იყო. არანსირი დარღვევა
Rezo
10 დეკემბერი 2023 01:46
0
მოედანზე იყო ერთი გუნდი ვინც ცდილობდა რაგბის თამაშს - შავი ლომი. გლოსტერს არ მოუგია თამაში, ჩვენ წავაგეთ - იმიტომ რომ წესები და პასუხისმგებლობა არ გვაქვს ბოლომდე შესისხლორცებული. თუ სამწვრთნელო შტაბი სწორად იმუშავებს, ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია.
ვისტი
10 დეკემბერი 2023 00:41
1
ჯგუფიდან გასვლა არა , ჩემპიონობა
Rezo
10 დეკემბერი 2023 01:45
6
ყოჩაღ ბიჭებო,ამდაგვარ გუნდებთან თამაშებით მეტ გამოცდილებას შეიძენთ და კარგი შედეგებიც დაიდება,თამ მცირე დროშიც.
დიდი მხარდაჭერა გაქვთ ემიგრაციაში- თამაშებს არ ტოვებენ- არ უყურონ...
გლახუნა
09 დეკემბერი 2023 23:24
1
მხოლოდ ერთი შენიშვნა მაქვს. რომ ხედავ რომ ფეხით თამაშში სერიოზულად გვჯობნიან რაღატომ აგრძელებ ჯიუტად საკუთარი თავის საზიანოდ ფეხით თამაშს?
დანარჩენად ყოჩაღ ბიჭებო, ეჭვიც არ მეპარებოდა რომ მაგრად იბრძოლებდნენ, გენაცვალეთ გულში ლომებო. გამარჯვებები აუცილებლად იქნება!
Bs
09 დეკემბერი 2023 23:07
0
ასეთ წვიმაში,ხელდახელ თამაში,კიდევ უფრო მეტ შეცდომებს მოიტანდა,თანაც გაცილებით მეტი ენერგია იხარჯება და ამდენს ვერ გაუძლებდნენ.ბოლოს ხელით შეტევაც ხომ ვცადეთ,მაგრამ უკვე ისე ვიყავით გადაღლილები,რომ არაფერი გამოგვივიდა.საკუთარ ნახევარზე ბურთის დაკარგვა კი,ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს.როცა შენზე ძლიერ გუნდთან,ერთი ლელოს დადებით ხარ უკან,ავანტიურულ თამაშზე წასვლა,დიდი შეცდომაა.ავანტიურა მხოლოდ მაშინ არის მისაღები,როცა დასაკარგი არაფერი გაქვს.ჩვენ კი,ბოლომდე გვქონდა შანსი და პრემიალური ერთი ქულა მაინც ავიღეთ.ამ რანგის ტურნირის პირველივე მატჩში,ერთი ქულის აღებაც,ცუდი შედეგი არ არის.სხვებიც, უკვე სერიოზულად მიგვიღებენ
სოსო
10 დეკემბერი 2023 22:37
0

სიახლეები პოპულარული