ჩელენჯ თასის პირველ ტურში „შავი ლომი“ საკუთარ მოედანზე, წვიმიან ბრიტანულ ამინდში „გლოსტერთან“ 10:15 დამარცხდა.

დებიუტში უპირატესობას სტუმრები დაეუფლენ და ბარტონის ორი საჯარიმოთი დაწინაურდნენ. ქართულ გუნდს თავიდან თამაშის დალაგება და შეტევების ორგანიზება უჭირდა. თუმცა, სასტარტო მღელვარება დასძლიეს და მატკავამ შესანიშნავი გარღვევის შედეგად ლელო დადო, გარდასახვისასაც ზუსტი იყო. ბარტონმა მალე ზუსტად შესრულებული მესამე საჯარიმოთი გვიპასუხა. შემდეგ მსაჯმა „შავი ლომის“ ლელო არ ჩათვალა და პირველი ტაიმი 7:9 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „შავმა ლომმა“ ისევ შეუტია, ისევ დაჯარიმდა და ბარტონმა ისევ არ გაუშვა შანსი ხელიდან. „გლოსტერი“ უკვე ინიციატივას ფლობდა, მრავალფაზიანი იერიშისას ვერ შეძლო ლელოს გატანა, მაგრამ მალე ქართველმა მორაგბეები გააქტიურდნენ და მატკავამ საჯარიმოდან ანგარიში ორ ქულამდე შეამცირა. მერე შერკინებისას დავჯარიმდით და ბარტონმა კვლავ დაგვსაჯა. ბოლოს მაისაშვილის გაწვრთნილ გუნდში შეცდომებმა იმატა, გადამწყვეტი შეტევის განხორციელება ვერ მოახერხეს და მარცხი განიცადეს.

მომდევნო შეხვედრას ქართული ფრენჩაიზი 17 დეკემბერს უელსში „სკარლეტთან“ ჩაატარებს.

2023/24 წლების EPCR ჩელენჯ თასი

მესამე ჯგუფი. პირველი რაუნდი

თბილისი. „მიხეილ მესხი“.

შავი ლომი (საქართველო) – გლოსტერი (ინგლისი) 10:15

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. მირიან მოდებაძე.

რეზო
ამ ლოკომოტივს გადახურვე არაღა გახდა? რა ჩემი შაშაკოლის რეკონსტრუქცია ჩაატარეს?
giorgis
მე რომ მანდ ვცხოვრობდე ასეთ თამაშებზე კი არა ყველაზე ვივლიდი. ბევრი წელი მაქვს ნათამაშები და მნიშვნელობა არ აქვს სად ვარ, თამაშს არ ვაცდენ რაც თამაშს თავი დავანებე, დიდი 10-ს ჩათვლით, განსაკუთერბით ჩამს ძველ გუნდს რომელშიც დავიწყე სულ ვუყურებ დილის 4 საათზეც რომ იყოს და სამუშაოზე ვიყო წასასვლელი იმ დილით. წვიმა? შაქარი ხარ და დადნები ალბათ. წვიმაშიც, ტალახშიც და თოვლიც მაქვს დაუთველი თამაშები ნათამაშები და ნაყურები. გულშემატკივარი გქვია კიდევ.
სოსო
ასეთ წვიმაში,ხელდახელ თამაში,კიდევ უფრო მეტ შეცდომებს მოიტანდა,თანაც გაცილებით მეტი ენერგია იხარჯება და ამდენს ვერ გაუძლებდნენ.ბოლოს ხელით შეტევაც ხომ ვცადეთ,მაგრამ უკვე ისე ვიყავით გადაღლილები,რომ არაფერი გამოგვივიდა.საკუთარ ნახევარზე ბურთის დაკარგვა კი,ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს.როცა შენზე ძლიერ გუნდთან,ერთი ლელოს დადებით ხარ უკან,ავანტიურულ თამაშზე წასვლა,დიდი შეცდომაა.ავანტიურა მხოლოდ მაშინ არის მისაღები,როცა დასაკარგი არაფერი გაქვს.ჩვენ კი,ბოლომდე გვქონდა შანსი და პრემიალური ერთი ქულა მაინც ავიღეთ.ამ რანგის ტურნირის პირველივე მატჩში,ერთი ქულის აღებაც,ცუდი შედეგი არ არის.სხვებიც, უკვე სერიოზულად მიგვიღებენ
გიორგი
შენ თითონ თუ იყავი? ინგლისში ყველა სტადიონს გადახურული ტრიბუნები აქვს.
გიორგი
მხარდაჭერა ლომებს! ზამთრის წვიმა მაზალოა. გადახურულ ტრიბუნიან სტადიონზე სჯობს თამაშის გამართვა.
rembo
მთავარი შერკინება აღარ გვყავს
სიმართლე
შეცდომებსი რა გითხრათ? ყველაზე დიდი შეცდომა ამთამაშზე ცარიელი ტრიბუნნების წინ თამაშია. მ თამაშზდე არ დასწრება საქართველო ყალატის ფასია, წვიმას რა მნიშვნელობა აქვს. ინგლისში სულ წვიმს, მაგრამ ტრიბუნები სულ სავსეა. ექვსი ერი გვინდა კიდევ. შეატი დასწრებით ექვსი ერი კი არა ექვსი ყ ვ ე რ ი ეკუთვნის ამ მთავრობასაც და მთელ საქართველოს!!! სირცხვილი თქვენი!!! ბიჭებმა თავი დადეს და ამხელა Gუნდს ასე თანაშწორად ეთამაშნენ! ასე როგორ შეიძლება? ზუსტად ასეთი მიდგომის გამო ყველა სფეროში არ არის საქართველო ერთიანი და ძლიერი!!!
რამაზ
არჩათვლილ ლელოსთან დაკავშირებით მსაჯებს შორის მთელი მსჯელობა იყო და მოედნის მსაჯის გადაწყვეტილება ვიდეორეფერის მეცადინეობით გაუქმდა. კარგი იქნებოდა მოგვესმინა ამ ეპიზოდის ამაშუკელისეული შეფასება - რაიმე (ჩვენთვის) უცნობი ნოუხაუ ფანდი გამოიყენა გლოსტერმა? ერთი რამ ფაქტია რომ ამ მსაჯის გადაწყვეტილებების მიღების "სტილს" (სისტემას) ვერ მოვერგეთ (მსგავსად საფრანგეთთან ჩატარებული ტესტისა). ზოგადად თამაშმა გვიჩვენა რომ შავი ლომი ამ ტურნირის დონესთან თანაფარდობაშია და ჩვენი აქ ჩართულობა მართებული გადაწყვეტილებაა. ნიშანდობლივია ისიც, რომ არცერთი "ტროლ-ბოტური" კომენტი არ დადებულა, იქნება და გვეშველა და გადაგორდა ქართულად მხარდამჭერის ყიამყრალი პერიოდი... წარმატებები ლომებო, წაგებას ვერ მოგილოცავთ, მაგრამ სასაყვედუროც არაფერი მაქვს. დარწმუნებული ვარ მალე შეძლებთ თქვენი შესაძლებლობების სრულ რეალიზაციას და მაშინ "ჩვენთანაც დადგება გაზაფხული"...
გიო
ყველა სპორტის სახწობაში ხომ არ შეიძლება ასე დავიჩაგროთ რა უბედურებაა..მეტოქე ყველა მხრივ ჩვენზე გამოცდილი ძლიერიც შეიძლება ითქვას და პლიუს მსაჯი.ძალიან ცუდია ეს ყველადერი დიდად შეიძლება ვერ ვერკვევი მაგრამ აშკარად დაუშვა მსაჯმა შეცდომები.არ შეიძლება ასე.იქნება რაღაცა გამოსავალი არსებობდეს ეს რა უბედურებაა.შეცდომები გვქონდა კი გასაგებია მარა გლოსტერს ჩვენეზე მეტი ქონდა მარაა ვითომც არაფერი მართლა სირცხვილია..
Rezo
მსაჯებმა 10 ქულა წაგვართვეს მინიმუმ. პირველი ჯარიმა არ ყოფილა. ლელო 100% იანი იყო. არანსირი დარღვევა
Rezo
ჯგუფიდან გასვლა არა , ჩემპიონობა
ვისტი
მოედანზე იყო ერთი გუნდი ვინც ცდილობდა რაგბის თამაშს - შავი ლომი. გლოსტერს არ მოუგია თამაში, ჩვენ წავაგეთ - იმიტომ რომ წესები და პასუხისმგებლობა არ გვაქვს ბოლომდე შესისხლორცებული. თუ სამწვრთნელო შტაბი სწორად იმუშავებს, ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია.
გლახუნა
ყოჩაღ ბიჭებო,ამდაგვარ გუნდებთან თამაშებით მეტ გამოცდილებას შეიძენთ და კარგი შედეგებიც დაიდება,თამ მცირე დროშიც. დიდი მხარდაჭერა გაქვთ ემიგრაციაში- თამაშებს არ ტოვებენ- არ უყურონ...
Bs
მხოლოდ ერთი შენიშვნა მაქვს. რომ ხედავ რომ ფეხით თამაშში სერიოზულად გვჯობნიან რაღატომ აგრძელებ ჯიუტად საკუთარი თავის საზიანოდ ფეხით თამაშს? დანარჩენად ყოჩაღ ბიჭებო, ეჭვიც არ მეპარებოდა რომ მაგრად იბრძოლებდნენ, გენაცვალეთ გულში ლომებო. გამარჯვებები აუცილებლად იქნება!
Zviads
ვიყავი სტადიონზე, ძალიან კარგი იყო, ცოტა წვიმამ შეგვიშალა ხელი მაგრამ არაუშავს, არავინ არ წასულა სახლში წვიმის გამო.. გარეთაც კარგი აქტივობები იყო თამაშამდე და თამაშის შემდეგ.. კარგია ასე გააგრძელეთ.. თამაშითაც ცუდად არ გბითამაშია, თანდათან მოვა ყველაფერი...
სოსო
ამ თამაშის შემდეგ,ბიჭებზე საყვედური როგორ უნდა ვთქვათ?სადებიუტო მატჩში,ტოლსწორად ეთამაშნენ ასეთ ტურნირებში გამოჯეკილ ბებერ მგელს.სტუმრებს,ბევრი ახალგაზრდა ჰყავდათ,მაგრამ ვერც ჩვენ ბიჭებზე იტყოდა ვერავინ,უძლიერესი შემადგენლობააო.ტრავმირებულიც ბევრი გვაკლდა და ახალგაზრდულის ბიჭებიც მოედანზე იყვნენ.თავიდან დაძაბულობა ძალიან გვეტყობოდა და ბოლო 10 წუთში,ძალიან აგვერია თამაში.ალბათ დაღლილობის გამო,მაგრამ მსაჯი სადავო მომენტებში,ორივე მხარეს თანაბარი სიმპათიით რომ ყოფილიყო,შესაძლოა,გამარჯვებულიები,ჩვენც აღმოვჩენილიყავით.ბოლოს,ძალიან შეგვინელდა თამაში,თორემ დანარჩენ დროს,ვერავინ იტყოდა,ინგლისელები,რაიმეთი უკეთესნი არიანო.ესთამაში,სხვებსაც აიძულებს,უფრო სერიოზულად მოგვეკიდონ და ესეც,რა თქმა უნდა ჩვენთვის იქნება,კარგი.დამარცხებებმა არუნდა შეგვაშინოს,ან დაგვთრგუნოს.ეს მოსალოდნელი იყო და მე,უარესსაც ველოდი.მთავარია,უამინდობამ,მომდევნო თამაშში მაინც არ შეგვაშინოს და სტადიონი გავავსოთ.სავსე სტადიონი,იმ ბოლო წუთების გასაძლებ ძალებსაც მოგვცემდა და იქნებ,მეორე ლელოც დაგვედო.ლომებს ვულოცავ,დებიუტს და იქ მოპოვებულ,თუნდაც მხოლოდ ერთ,მაგრამ მაინც პირველად მოპოვებულ სატურნირო ქულას.მომდევნო თამაშებში,კიდევ უფრო უკეთეს,დისციპლინირებულ და უშეცდომო თამაშს ვუსურვებ ბიჭებს და რომელიღაცაში,გამარჯვებასაც.მინდვრის საფარი,მართლაც დიდებული ჩანდა და ესეც უნდა აღვნიშნოთ.
ტიტე
მაგრად დაუდგნენ გლოსტერს პ.ს მსაჯთანაც მოგება ადვილი არაა .
მაო
ტოლ-სწორად ითამაშეს.ძლიერებს მარცხი კიდევ უფრო აძლიერებს. გამარჯვებებს გისურვებთ,ბიჭებო!
ზაზა
მატჩის საუკეთესო მოთამაშეთ გულშემატკივრებმა დავასახელეთ მთავარი მსაჯი! ყველაფერზე "შავი ლომის" საწინააღმდეგოდ ქონდა ხელი გაშვერილი. P.S. მადლობა ლომებს თავდაუზოგავი თამაშითვის !!!
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
"შავი ლომი" | ტოპ 14-ისა და ჩელენჯ თასის ორგზის ჩემპიონი თბილისში
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ..." - პიმბლეტმა გეიჯისთან ბრძოლის წინ თოფურიაზე ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" "ბენფიკას" ფრედ ეთამაშა
პსჟ ვიტინიას შემცვლელად "ბარსელონას" ვარსკვლავს განიხილავს
სიყვარულს რას გაუგებ - იამალს მხოლოდ ასაკოვანი ქალები მოსწონს
მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა - ჯგუფები დაკომპლექტდა
"სპერციანი ვიტინიასთან და ნევეშთან კონკურენციაში?" - საფონოვმა კომენტარი გააკეთა
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები
"შავი ლომი" | ტოპ 14-ისა და ჩელენჯ თასის ორგზის ჩემპიონი თბილისში
"შავი ლომი" | "ჩიტასი" მეორედ ვეღარ გავტეხეთ
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
ჩელენჯ თასი | დებიუტისთვის 23 შეირჩა
"გლოსტერი" – კლუბი 1.5-საუკუნოვანი ისტორიით
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
ღია ვარჯიში ისტორიული თამაშის წინ
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა