"მოთამაშეებს ამცირებდა, მთელ სტაფს ატერორებდა" - "მონპელიეს" პრეზიდენტმა "ბორჯღალოსნების" ახალ მწვრთნელზე ისაუბრა

AutoSharing Option
როგორც გასულ კვირას გაცნობეთ, "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი იქნება. 53 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებთან 1+1+2 სისტემის კონტრაქტი გააფორმა.

კოკერილის შესახებ ჟურნალისტებთან "მონპელიეს" პრეზიდენტმა მოედ ალტრადმა ისაუბრა. მოგეხსენებათ, რიჩარდი ფრანგული კლუბიდან ნოემბერში გაათავისუფლეს, რადგან მისი ხელმძღვანელობით გუნდმა TOP 14-ში ზედიზედ 6 მატჩი წააგო.

ალტრადის თქმით, ამ ყველაფრის მიზეზი კოკერილის მიერ მორაგბეებთან და მთელ სტაფთან ცუდი ურთიერთობა გახდა.

"კოკერილი ძალიან მკაცრი იყო, მოთამაშეებს ამცირებდა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მოგვიანებით გავიგე. მორაგბეებს ვუთხარი, რომ თუ მსგავსი ფაქტები ხდებოდა, ჩემთვის აუცილებლად უნდა ეთქვათ,
თუმცა პასუხად მივიღე, რომ ჩემი შეწუხება არ სურდათ. რიჩარდი მთელ სტაფს ატერორებდა. ვგულისხმობ არა მარტო მოთამაშეებს, არამედ ექიმებს, ვიდეოასისტენტებსა და ფიზმომზადების სპეციალისტებსაც.

სხვათა შორის, კოკერილი "ედინბურგიდან" ამავე მიზეზების გამო გაათავისუფლეს", - განაცხადა ალტრადმა Midi Libre-სთან ინტერვიუში.

altგადაწყდა - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კოკერილი იქნება

მკითხველის კომენტარები / 20 /
იმედია იცის სად ჩამოდის ... თავი არ გაიფუჭო მეგობარო
vazha
16:28 21-12-2023
1
1+1+2.ეს ნიშნავს,რომ არც ჩვენები ენდობიან ბოლომდე და თუ ცუდად მოიქცევა,ერთ წელიწადში გაუშვებენ,სახლში.ამ ერთი წლის შემდეგ,კიდევ 1 წელი იმუშავებს და თუ მეორე წელსაც მოაწონებს,თავს,მხოლოდ ამის შემდეგ გაუგრძელებენ ვადას,მსოფლიოს თასამდე.ჩვენ ბიჭებთან რქებით მიწოლა,არავის გამოუვა,დისციპლინა კი,საჭიროა და არა მგონია,ამაზე პრობლემები გვქონდეს
სოსო
16:56 21-12-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული