7-კაცა დუბაიში გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა დღეს არაბეთის გაერთიანებულ საემიროში, დუბაიში გაემგზავრა, სადაც 12-14 იანვარს 2024 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის პირველ ეტაპზე ითამაშებს.

2024 წლის ჩელენჯერის სერია სამ ეტაპად გაიმართება და თითოეულ მათგანში 12-12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: 12-14 იანვარს დუბაიში, 8-10 მარტს მონტევიდეოსა (ურუგვაი) და 18-19 მაისს მიუნხენში (გერმანია). სამი ეტაპის ჯამში 4 მოწინავე გუნდი, მსოფლიო სერიის მე-9-მე-12 ადგილოსნებთან ერთად, 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, მადრიდში (ესპანეთი) ფინალურ ტურნირს ითამაშებს და 4 საუკეთესო 12 გუნდი ელიტის სერიის საგზურს მიიღებს.

პირველ, დუბაის ეტაპზე, საქართველო "ა"
ჯგუფში ურუგვაისთან, ჰონკონგთან და პაპუა-ახალ გვინეასთან ითამაშებს; "ბ" ჯგუფში იაპონია, ტონგა, ჩილე და პორტუგალია მოხვდნენ; "გ" ჯგუფში - კენია, გერმანია, უგანდა და მექსიკა.

7-კაცას შემადგენლობა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის დუბაის ეტაპზე:

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, საბა იმედაძე, იოსებ მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, თორნიკე აქუბარდია, თემურ კოხოძე, ლუკა ალიბეგაშვილი, საბა არჩვაძე, გიორგი ჯობავა, გაგა ქევხიშვილი, რომან მახათაძე.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები ბიჭებო.დიდი პროგრესი განგეცადოთ და მალე მოწინავეთა შორის გვენახეთ!
ვაჰმრ
09 იანვარი 2024 17:21
0
რა თქმა უნდა,წარმატებას ვუსურვებ.იმედია რეპორტაჟები იქნება!
სოსო
09 იანვარი 2024 17:18
0
სოსო საბოლოოდ გადავიდა 7 კაცაში?
ეეე
09 იანვარი 2024 18:08
0
თუ ჯანმრთელობამ საშუალება მისცა,აუცილებლად დაბრუნდება,დიდ რაგბში.დარწმუნებული ვარ.მიუხედავად ამ რწმენისა,7 კაცასაც აქტიურად ითამაშებს,როცა საშუალება ექნება.ჩემი ნება რომ იყოს,საქართველოში სავალდებულოდ გავხდიდი,კლუბებს,15 კაცას პარალელურად,7 კაცას მატჩებიც ეთამაშათ.რა თქმა უნდა,თითქმის შეუძლებლად მოჩანს,მაგრამ იმდენად სასარგებლო იქნება,მორაგბეთა სათამაშო უნარების გასაზრდელად,რომ რაღაცის მოფიქრებაზე ფიქრი,შეიძლება.
სოსო
10 იანვარი 2024 09:00
0

სიახლეები პოპულარული