"შავი ლომი" სტუმრად "კასტრთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ჩელენჯ თასის მესამე ტურში „შავი ლომი“ გასვლაზე „კასტრთან“ 6:28 დამარცხდა.

მასპინძელი ფავორიტი იყო, ქართულ ფრენჩაიზზე უკეთ თამაშობდა, მეტადრე დერეფანში, ოთხი უპასუხო ლელო გაიტანა და გაიმარჯვა.

„შავი ლომი“ ჯგუფში  ბოლო მატჩს 20 იანვარს თბილისში „კლერმონთან“ ჩაატარებს.

კასტრი. „პიერ ფაბრე“
კასტრი – შავი ლომი 6:28
შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ
ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. გიორგი კერვალიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. დემურ ეფრემიძე, 20. საბა კურტანიძე; 21. ალექსანდრე ჯიღაური, 22. თორნიკე კახოიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ამომწურავი და ღრმა პროფესიული ანალიზია სტატიაში.
dato
15 იანვარი 2024 11:41
0
უბრალოდ ისინი პროფესიონალურად უდგებიან საქმეს, რაც დისციპლინაში გამოიხატება
Gio
14 იანვარი 2024 13:45
0
ყოჩაღ ბიჭებს,ამ ტურნირშიც კონკურენტულები არიან, მაგრამ ზოგადად რა დაგვემართა შერკინებაში-აბსოლუტურად გაუგებარი- აუხსნელია, ასეთი რეგრესი როგორც ნაკრების, ისე გუნდებში როგორ,და რატომ(?!), თითქმის ყველასთან ვმარცხდებით(?!), როცა ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი კომპონენტი იყო, მით თამაშებს რომ ვიგებდით ყველა დონეზე შერკინება-კარიმა- აუტი- ლელოთ, ზელანდიასაც უკან ვახევინებდით და დღეს- ასეთი რეგრესი(?!)
აქ რომ არ დაგვეთმო,შეიძლება არც წაგვეგო, დერეფანში სისუდტით-აც კი...
სერიოზულად ყირადსაღებია!
გლახუნა
14 იანვარი 2024 13:22
0
ახალი წლების ჭამა-სმის შემდეგ, ბიჭები ფორმაში არ იყვნენ.
დიმა
14 იანვარი 2024 11:55
4
დერეფნის პრობლემა მხოლიდ ჩვენ გვაქვს თუ მეჩვენება, რით ვერ დაამუშავეს ეს კომპონენტი, საკვანძოა უპირატესობის მოსაპოვებლად თან... დღეს ჩვენმა ფლანგებმა მოისუსტეს.. კვესელაძეს რეგრესი რომ აქვს რთული დასანახია? -პოზიციების სწორად შევსებას ცდილობს ვითომ მარა გამოთიშულია თამაშიდან.. შარიქაძეც დამძიმებული ჩანდა.. რაცაა ესაა, მადლობა ყველას და უკეთეს მომავალს ვისურვებდი. იხარეთ
rable
13 იანვარი 2024 23:08
0
დერეფანში,სხვა პრობლემებთან ერთად,სიმაღლეც და ამის გამო,თავდაჯერებაც გვაკლია.ამ თამაშს რაც შეეხება,კასტრი,უბრალოდ ჩვენზე მაღალი კლასის გუნდია,რომელიც საკუთარ მოედანზე,ძალიან ძლიერია.ასე რომ მათთან წაგება,სამარცხვინო არ არის.ძლიერის წინააღმდეგ კი,შენი სისუსტეები,უფრო მეტად ჩანს.სწორედ ასეთი მატჩები გაგვაძლიერებს.უბრალოდ,ბოლო წუთებზე,მეოთხე ლელოს გაშვებამ დამწყვიტა გული.ივანიშვილიც რომ გვყოლოდა,ასე ადვილად ვერ გვაჯობებდნენ.
სოსო
14 იანვარი 2024 01:11
0
ჩილაჩავა არაა ნაკრების კაცი, მაგის საქციელები მოიკითხეთ მორაგბეებში, აწ დასაწერი არაა...
გივი
13 იანვარი 2024 23:07
19
მორჩით ამ გაუთავებელ ჭორაობას. ან დაწერეთ რა და როგორ, ანდა მოკეტეთ. 5 წელი იყო სანაკრებო კაცი და ახლა აღარაა? მარტო ჩილაჩავა ხომ არაა ვინც მაისაშვილმა მოიძულა. მოგვაშორეთ ეს მაისაშვილი !
გივი-ს
14 იანვარი 2024 02:00
6
ვინმემ მითხარით ჩილაჩავას რატო არ უნდა უძახდეს კაცი ნაკრებში??
რიგითი
13 იანვარი 2024 21:59
1
ბატონი ლევანი გაგვცემს ალბათ პასუხს
რეზო
13 იანვარი 2024 23:01
1
იმიტომ, რომ მაისაშვილმა არც ურთიერთობა იცის მორაგბეებთან. როგორც ტაქტიკოსი სრული ნული რომაა, ეს ყველამ იცის.
გიორგი
13 იანვარი 2024 22:24
11
დანიშნეთ ახალი მწვრთნელიიიიი!!!დროს რატომ კარგავთ, რატომ???:((
პაატა
13 იანვარი 2024 21:40
4
იმიტომ რომ ისწ მაისაშვილს დატოვებენ. ეს ინგლისელის ამბავი ფეიკი იყო. ვითომ ძალიან უნდოდათ, თან ხომ ნახეთ რა აუგორეს, საშინელი დესპოტი იყოს, თან იმნდროს გააჟღერეს ეს ინფორმაცია, როცა ვითომ გადაწყვეტილი იყო მისი დანიშვნა. აღარ არის საუბარი არც ინგლისელზე და არც სხვა ვინმეზე. ყველამ ვინც მსოფლიოს შემდეგ გაუშვეს ტრენერები უკვე დანიშნეს. აგერ პორტუგალიამ არგინტინელი დანიშნა, ჩვენთან რა გახდა, რა ქრისტეს პერანგი . . . ეს ყველაფერი იმის გამო იყო, რო დროებით ჩამცხრალიყო ის ვნებათღელვა რაც მაისაშვილის ჩასვრას მოჰყვა მსოფლიოზე. და იტყვიან არ გამოდის ვინმე სერიოზული ტრენერის მოყვანა, ან ბაზარზე არ არის თავისუფალი, ან ძაან ძვირია. ამიტომ აგერ მაისაშვილი, თავისი შავი ლომით, ბარემ იყოს, თან წლებია ნაკრებს წვრთნის და რაღა თავი ავიტკიოთ ვინმე უცხოს მოყვანით?! გადააყოლეს ამ შავ ლომს ნაკრები. ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ ამათ ხელში რაიმეს პოზიტიურს არ ველი
ანდრო
14 იანვარი 2024 00:05
7
მაისაშვილი აწყობთ, ხომ იცი რატომაც?
გიორგი
13 იანვარი 2024 22:27
7
ზამთარაძე თითქმის ყველა დერეფანს აგებს. სხვა მხივ კარგი ბიჭია. ტაბუცაძემ ცალკე უნდა ივარჯიშოს ოფლოუდებზე.
გიორგი
13 იანვარი 2024 21:19
0
ასე იცის წინასწარმა ბაქი-ბუქმა!!!
!!
13 იანვარი 2024 21:17
7

სიახლეები პოპულარული