ჩელენჯ თასის მესამე ტურში „შავი ლომი“ გასვლაზე „კასტრთან“ 6:28 დამარცხდა.

მასპინძელი ფავორიტი იყო, ქართულ ფრენჩაიზზე უკეთ თამაშობდა, მეტადრე დერეფანში, ოთხი უპასუხო ლელო გაიტანა და გაიმარჯვა.

„შავი ლომი“ ჯგუფში ბოლო მატჩს 20 იანვარს თბილისში „კლერმონთან“ ჩაატარებს.

კასტრი. „პიერ ფაბრე“

კასტრი – შავი ლომი 6:28

შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. გიორგი კერვალიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. დემურ ეფრემიძე, 20. საბა კურტანიძე; 21. ალექსანდრე ჯიღაური, 22. თორნიკე კახოიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.

dato
ამომწურავი და ღრმა პროფესიული ანალიზია სტატიაში.
Gio
უბრალოდ ისინი პროფესიონალურად უდგებიან საქმეს, რაც დისციპლინაში გამოიხატება
გლახუნა
ყოჩაღ ბიჭებს,ამ ტურნირშიც კონკურენტულები არიან, მაგრამ ზოგადად რა დაგვემართა შერკინებაში-აბსოლუტურად გაუგებარი- აუხსნელია, ასეთი რეგრესი როგორც ნაკრების, ისე გუნდებში როგორ,და რატომ(?!), თითქმის ყველასთან ვმარცხდებით(?!), როცა ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი კომპონენტი იყო, მით თამაშებს რომ ვიგებდით ყველა დონეზე შერკინება-კარიმა- აუტი- ლელოთ, ზელანდიასაც უკან ვახევინებდით და დღეს- ასეთი რეგრესი(?!) აქ რომ არ დაგვეთმო,შეიძლება არც წაგვეგო, დერეფანში სისუდტით-აც კი... სერიოზულად ყირადსაღებია!
დიმა
ახალი წლების ჭამა-სმის შემდეგ, ბიჭები ფორმაში არ იყვნენ.
გივი-ს
მორჩით ამ გაუთავებელ ჭორაობას. ან დაწერეთ რა და როგორ, ანდა მოკეტეთ. 5 წელი იყო სანაკრებო კაცი და ახლა აღარაა? მარტო ჩილაჩავა ხომ არაა ვინც მაისაშვილმა მოიძულა. მოგვაშორეთ ეს მაისაშვილი !
სოსო
დერეფანში,სხვა პრობლემებთან ერთად,სიმაღლეც და ამის გამო,თავდაჯერებაც გვაკლია.ამ თამაშს რაც შეეხება,კასტრი,უბრალოდ ჩვენზე მაღალი კლასის გუნდია,რომელიც საკუთარ მოედანზე,ძალიან ძლიერია.ასე რომ მათთან წაგება,სამარცხვინო არ არის.ძლიერის წინააღმდეგ კი,შენი სისუსტეები,უფრო მეტად ჩანს.სწორედ ასეთი მატჩები გაგვაძლიერებს.უბრალოდ,ბოლო წუთებზე,მეოთხე ლელოს გაშვებამ დამწყვიტა გული.ივანიშვილიც რომ გვყოლოდა,ასე ადვილად ვერ გვაჯობებდნენ.
ანდრო
იმიტომ რომ ისწ მაისაშვილს დატოვებენ. ეს ინგლისელის ამბავი ფეიკი იყო. ვითომ ძალიან უნდოდათ, თან ხომ ნახეთ რა აუგორეს, საშინელი დესპოტი იყოს, თან იმნდროს გააჟღერეს ეს ინფორმაცია, როცა ვითომ გადაწყვეტილი იყო მისი დანიშვნა. აღარ არის საუბარი არც ინგლისელზე და არც სხვა ვინმეზე. ყველამ ვინც მსოფლიოს შემდეგ გაუშვეს ტრენერები უკვე დანიშნეს. აგერ პორტუგალიამ არგინტინელი დანიშნა, ჩვენთან რა გახდა, რა ქრისტეს პერანგი . . . ეს ყველაფერი იმის გამო იყო, რო დროებით ჩამცხრალიყო ის ვნებათღელვა რაც მაისაშვილის ჩასვრას მოჰყვა მსოფლიოზე. და იტყვიან არ გამოდის ვინმე სერიოზული ტრენერის მოყვანა, ან ბაზარზე არ არის თავისუფალი, ან ძაან ძვირია. ამიტომ აგერ მაისაშვილი, თავისი შავი ლომით, ბარემ იყოს, თან წლებია ნაკრებს წვრთნის და რაღა თავი ავიტკიოთ ვინმე უცხოს მოყვანით?! გადააყოლეს ამ შავ ლომს ნაკრები. ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ ამათ ხელში რაიმეს პოზიტიურს არ ველი
rable
დერეფნის პრობლემა მხოლიდ ჩვენ გვაქვს თუ მეჩვენება, რით ვერ დაამუშავეს ეს კომპონენტი, საკვანძოა უპირატესობის მოსაპოვებლად თან... დღეს ჩვენმა ფლანგებმა მოისუსტეს.. კვესელაძეს რეგრესი რომ აქვს რთული დასანახია? -პოზიციების სწორად შევსებას ცდილობს ვითომ მარა გამოთიშულია თამაშიდან.. შარიქაძეც დამძიმებული ჩანდა.. რაცაა ესაა, მადლობა ყველას და უკეთეს მომავალს ვისურვებდი. იხარეთ
გივი
ჩილაჩავა არაა ნაკრების კაცი, მაგის საქციელები მოიკითხეთ მორაგბეებში, აწ დასაწერი არაა...
რეზო
ბატონი ლევანი გაგვცემს ალბათ პასუხს
გიორგი
მაისაშვილი აწყობთ, ხომ იცი რატომაც?
გიორგი
იმიტომ, რომ მაისაშვილმა არც ურთიერთობა იცის მორაგბეებთან. როგორც ტაქტიკოსი სრული ნული რომაა, ეს ყველამ იცის.
გიორგი
100%
რიგითი
ვინმემ მითხარით ჩილაჩავას რატო არ უნდა უძახდეს კაცი ნაკრებში??
პაატა
დანიშნეთ ახალი მწვრთნელიიიიი!!!დროს რატომ კარგავთ, რატომ???:((
გიორგი
ზამთარაძე თითქმის ყველა დერეფანს აგებს. სხვა მხივ კარგი ბიჭია. ტაბუცაძემ ცალკე უნდა ივარჯიშოს ოფლოუდებზე.

ასე იცის წინასწარმა ბაქი-ბუქმა!!!
გიორგი
ახალი მწვრთნელი ამ წელს მოგყავთ, თუ 2025-ში?
გიორგი
მაისაშვილი 0, ჩილაჩავა 10.
BOSS
სამწუხაროდ პირველი შემადგენლობით დაგვიხვდა კასტრი და უშანსოდ მოგვიგო.სხვაობა კლასში თვალში საცემი იყო.ჩილაჩავამ კიდე ერთხელ დაანახა ბევრ ბრმას და ჯიუტს,რომ ნაკრების კაცია.იმედია ახალი მწვრთნელი მეტს მიაღწევს.ბიჭებს მადლობა
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
საზონოვის გარეშე - "ხეტაფე" "უნივერსიტატეას" ფრედ ეთამაშა
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება
საზონოვის კლუბი კარვახალის შემდეგ კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
ანტონ ფეიქრიშვილი კარიერას "მეტრო რასინგში" გააგრძელებს
"კასტრი" – სახლის გუნდი
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
ჩელენჯ თასი | კასტრში 500 ქართველთან ერთად
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავმა ლომმა" სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონს სძლია
ჩელენჯ თასი | დებიუტანტებით წლის პირველ მატჩში
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლევან ჩილაჩავა: ეს ქალაქი რაგბით ცხოვრობს
დიდი დესანტით კასტრში
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"