"შავი ლომი" "კლერმონთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში "შავი ლომი" საკუთარ მოედანზე "კლერმონთან" 3:36 დამარცხდა.

მიუხედავად მრავალრიცხოვანი გულშემატკივრების მხარდაჭერისა, ქართულმა ფრენჩაიზმა ფრანგულ გუნდს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, უფრო მაღალი კლასის მეტოქესთან მარცხი განიცადა, 1 მოგებითა და 3 წაგებით ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით "შავმა ლომმა" ბოლო შეხვედრა ჩაატარა - ამიერიდან გუნდის მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი იქნება.

თბილისი. "მიხეილ მესხი"

შავი ლომი (საქართველო) – კლერმონი (საფრანგეთი) 3:36

შავი ლომი

ხაზი:
15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი
ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. ალექსანდრე ჯიღაური, 22. თორნიკე კახოიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.

მკითხველის კომენტარები / 36 /
კრიტიკის 99% მაისაშვილზეა,ცრაც სრულიად დამსახურებულია. კარგი კაცჯა, მაგრამ ამ დონეზე ვეღარ ქაჩავს.ბიჭებს კი ჭკუათმყოფელი გულშემატკივარი არასდროს გალანძღავს. ერთი-ორი პოსტი წავიკითხე ასეთ და ეს ხალხი ალბათ გულშემატკივარი არც არის. ბიჭები ბოლომდე იხარჯებიან და ამის დაუფასებლიბა დიდი უსამართლობაა. წარმატებები ბიჭებო!
ბიჭებს არავინ ლანძღავს
21 იანვარი 2024 19:11
2
საყვარელ,ძვირფას ადამიანს წარუმატებლობის შემთხვევაში ვლანძღავთ და ვაძაგებთ განა?
მაშ ჩვენი ძვირფასი მორაგბეები რად გაუხდია ზოგიერთს ლანძღვა-თათხვის ობიექტად,დღეის მდგომარეობით ობიექტურად მათზე უფრო ძლიერ მეტოქესთან მოსალოდნელი მარცხის გამო?
სამწუხაროდ,რაგბის გაგებაშიც არ ხართ და არც ამ თავდადებული ბიჭების იოტისოდენა პატივისცემაც არ გაგაჩნიათ,სიყვარულზე რომ აღარაფერი ვთქვათ.ორთავ შემთხვევაში,სამარცხვინონი ხართ.
კოლხიდელი
21 იანვარი 2024 14:58
5
30 წელი რით ვერ ისწავლეთ აუტის მოწოდება
rembo
21 იანვარი 2024 13:25
2
რაგბი ჩვენი თამაშია
meaarvar
21 იანვარი 2024 05:30
3
Martla dzalian sircxvilia eseni ro tavs profesionalebad tvliad . Me mrcxvenia amat nacvlad tfui
Sircxvili
21 იანვარი 2024 02:14
11
რაის შავი ლომი წადით შვილო ფედერალებში საფრანგეთში მაინც იცხოვრებთ
გიგი
21 იანვარი 2024 01:28
13
რა უბედურებაა 3 ქულა!ესენი რომ იტყვიან რაგბისტები ვართო
Rezo
21 იანვარი 2024 00:49
14
გაუქმდეს რაგბი (საქართველოში)
ფეხბურთის გულშემატკივარი
21 იანვარი 2024 00:17
29
ბ-ნო სოსო, ახლა მივხვდი ვინც ხართ (გიცანით). ვადასტურებ, რომ მე ვარ მაგ მოკლე კომენტარის ავტორი და სინამდვილეში არანაირი მსგავსი რამ სერიოზულად არც მიფიქრია, რადგან 15 წელია რაგბის ეროვნული ნაკრების მხურვალე ქომაგი გახლავართ! სიმართლე ისაა რომ ცოტათი წავიკაიფე და მაინტერესებდა, რა რეაქციები მოჰყვებოდა ასეთ კომენტარს ...
თქვენი პასუხი როცა წავიკითხე, ისეთი ღირსეული იყო, გადავწყვიტე ნათელი მოვფინო ყველაფერს ანუ სინამდვილეში ეს მხოლოდ ხუმრობა იყო :):):)
P.S. ისე, ეგეთ უშანსო მარცხს არ ველოდი და ცოტა არ იყოს მტკივნეული იყო
ბატონ სოსოს
31 იანვარი 2024 00:41
0
არც ფეხბურთში გვაქვს,უკეთესი შედეგები და ორივე ხომ არ გაგვეუქმებინა?თანაც რატომ მხოლოდ საქართველოში,მთელ მსოფლიოში აიკრძალოს,რომ აღარავინ ინერვიულოს!კარგი რა,მართლა და მართლა!ყველა საუკეთესო ქართველი მორაგბე,საფრანგეთში თამაშობს,ასევე მსოფლიოს საუკეთესო სარაგბო ქვეყნების ლიდერებიც და ასე,მთელი მსოფლიოდან აკრეფილი გუნდის წინააღმდეგ,საქართველოს ჩემპიონატიდან შეკრებილი,მხოლოდ ქართველი ბიჭებით დაკომპლექტებული და მხოლოდ სამი წლის წინ შექმნილი გუნდით,როგორ,რატომ უნდა დაგვემარცხებინა,ამაზე გიფიქრია?!როგორც იქნა,მარაქაში გაგვირიეს და ჩვენც ცხვირი შეგვაყოფინეს,დიდი გუნდების გაერთიანებაში,სამი წელი შეგხედავთ,რამეს თუ შესძლებთო და პირდაპირ უნდა მივყარ მოვყაროთ,ყველა?ასე არ ხდება!ქართული რაგბი რომ ვითარდება და წინ მიდის,ამიტომ მიგვიღეს და გავაუქმოთო?მწვრთნელია თუ მოთამაშე,უზარმაზარი შრომა გასწიეს,აქამდე მისაღწევად და დივანზე წამოგორებულმა ხალხმა მოვითხოვოთ,მათი გაუქმება?მესმის,რომ მარცხმა გული დაგწყვიტა და წყენამ გათქმევინა,მაგრამ ასეთი რამე,პირიდან როგორ ამოუშვი?!შენ რომ ასე გეწყინა,თვითონ ამ ბიჭების მდგომარეობაზე გიფიქრია?"პირველი მერცხალი"გაიხსენე,ქართველი ბიჭების სახეები,ინგლისელებთან დამარცხების შემდეგ და თუ მაშინ,მათი გალანძღვა ან დაცინვა მოგინდა,მაშინ კი ბატონო,ამ ბიჭებსაც ის უთხარი,რასაც მათ ეტყოდი.
სოსო
22 იანვარი 2024 10:30
0
ყველა გამოხმაურება
მეტი ბავშვი რაგბიზე და კერძო ფული რაგბიში... (სამწუხაროდ ქართულ ბიზნესს ქვეყანა არ უყვარს)
Zviads
20 იანვარი 2024 23:52
1
ასეთი აუტით, რომ, თამაშს აზრი საერთოდ არ აქვს ეს მაისაშვილმა არ იცის თუ არ აღელვევბს? საკუთარი ათი აუტიდან საშუალოდ ცხრას რომ წააგებ - ამას გუნდის მწვრთელობა და მომზადება ჰქვია? როგორ უნდა შეუტიო თუ აუტს ვერ იგებ - ამას მაისაშვილი დავიკერო ვერ იგებს? წლებია ლაპარაკია აუტზე და უფრო ურესი შედეგებო გვაქვს.

ასეთი აუტებით "შავი ლომი" კი არა ნებისმიერი გუნდი და თვითონ "კლერმონიც" წააგებდა.ახლა ამას შერკინების და პასების პრობლემაც დაუმატეთ და იალაააა!

დიახ. წასასვეელი იყო...
ლევანი
20 იანვარი 2024 22:37
4
100%
გიორგი
20 იანვარი 2024 23:46
3

სიახლეები პოპულარული