"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს

AutoSharing Option
ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, სახლში "კლერმონთან" 3:36 დამარცხების შემდეგ, კომენტარი "შავი ლომის" მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთეს:

ლევან მაისაშვილი: "ეს არ არის ის დასასრული, რასაც ვისურვებდი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ. ყველა მოთამაშემ უნდა იცოდეს, რომ ასეთ შეხვედრაში მცირე შეცდომებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ძალიან დიდი გზა გავიარეთ ბოლო სამი წლის განმავლობაში. ვწუხვარ, რომ ამდენი მაყურებლის წინაშე დავმარცხდით. პირველად იყო ამდენი მაყურებელი "შავი ლომის" თამაშზე და ვერ შევძელით იმის გაკეთება,
რაც ჩავიფიქრეთ. თუმცა ფაქტია, უამრავი პრობლემის მიუხედავად, დღეს ქართული რაგბი სრულიად სხვა სიმაღლეზეა ასული და მჯერა, ეს წინსვლა მომავალშიც გაგრძელდება".

მერაბ შირაქიძე: "კლერმონი" უძლიერესი გუნდია, მაღალი დონის რაგბი ითამაშა და გასაქანი არ მოგვცა. არ გვინდოდა ამ თამაშის დათმობა და ლევან მაისაშვილს ბოდიშს ვუხდი, ასე რომ გამოვიდა. მას თავი არ დაუზოგავს და მინდა, გუნდის სახელით მადლობა ვუთხრა გაწეული შრომისთვის. მისი მწვრთნელობის პერიოდში ისეთი მოგონებები შეიქმნა, რომლებიც ქართული რაგბის ისტორიაში დარჩება. როცა რაღაც არ გამოგდის, ეს გამოცდილებაა, ცხოვრება ასეა მოწყობილი. რაც დრო გადის, მეტად ვრწმუნდები, რომ მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია და კარგი გუნდები მცირე შეცდომებსაც არ გპატიობენ".

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 14 /
მეგობრებო, მიუხედავად გუნდებს შორის განსხვავდებისა, ეს არ არის ადეკვატური ანგარიში. ჩემი აზრით, რათქმაუნდა. მატჩის შემდეგ სტატისტიკას ვკითხულობდი, ბურთის ფლობის პროცენტი 54% 46-%-ის საპირისპიროდ, გაგიკვირდებათ და ჩვენს სასარგებლოდ. და ბოლოს 11-ჯერ წაგებული საკუთარი აუტი... ზამთარაძევ, კარგი ბიჭი ხართ და არ გიტყდებააათ? თუმცა, მარტო შენი ბრალი არ არის...
გიორგი 50
25 იანვარი 2024 17:02
1
მეგობრებო, მიუხედავად გუნდებს შორის განსხვავდებისა, ეს არ არის ადეკვატური ანგარიში. ჩემი აზრით, რათქმაუნდა. მატჩის შემდეგ სტატისტიკას ვკითხულობდი, ბურთის ფლობის პროცენტი 54% 46-%-ის საპირისპიროდ, გაგიკვირდებათ და ჩვენს სასარგებლოდ. და ბოლოს 11-ჯერ წაგებული საკუთარი აუტი... ზამთარაძევ, კარგი ბიჭი ხართ და არ გიტყდებააათ? თუმცა, მარტო შენი ბრალი არ არის...
გიორგი 50
25 იანვარი 2024 17:01
1
და ვინ ითხოვდა კლერმონის დამარცხებას??? თვითონ გუნდის მწვრთნელმა და კაპიტანმა შექმნეს ეგ ილუზორული მოლოდინი, იგივე გაიმეორეს რაც მსოფლიოზე! პირველად გავედით ოთხივე თამაშის მოსაგებადო, გეგონება მანამდე გორგოძე, ზირაქა და ბიჭები წასაგებად გადიდოდნენ… მაისაშვილის და შარიქაძის ამ კომენტარებშიც კარგად ჩანს რა მაგარი აცდენილები არიან რეალიბას, რაც არ მიკვირს. სადაც ფედერაციის პრეზიდენტი იმას დაგვიპრდა რომ 10 წელში მსოფლიოს მოვიგებთო, კლერმონის დამარცხების ამბიცია სავსებით “გასაგებია”. ვისაც სურვილი აქვს შეუძლია დაიბოლოს თავი ამათი საუბრებით და დაპირებებით, ხოლო ვინც არ ბოლდება იმას მტრად და ცუდის მსურველად ნუ შერაცხავთ!
პაატა
23 იანვარი 2024 16:14
2
მადლობა ლევანს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გუნდში უნდა დარჩეს. კი ბატონო, დაუნიშნონ ხელფასი, გამოიყენონ სხვა გუნდში და ა.შ. მაგრამ კოკერილს ნუ დაუნიშნავთ მეურვეებს. აცალეთ ამ კაცს მუშაობა.
გიორგი
23 იანვარი 2024 13:47
1
დიდი მადლობა ბატონ ლევანს იმ განცდილი სიხარულისათვის, რაც მაგის ხელმძღვანელობით ქართველმა ბიჭებმა მოგვიტანეს. მე ფედერაციის ადგილზე, რომ ვიყო, შევუნარჩუნებდი ლევანს ხელფასს და რომელიმე სარაგბო ქვეყანაში ძლიერ გუნდში სტაჟირებაზე მივავლენდი. ლევანი კიდევ უნდა გამოადგეს საქართველოს რაგბს და ნაკრებს.
ჟორა
22 იანვარი 2024 22:01
6
კარგი აზრია, მიავლინონ კურსებზე. სჯობს ცოტა ხანს მოშორდეს გუნდს.
გიორგი
23 იანვარი 2024 13:49
2
"მამკალით და ვერ გევიგე" - ეისა კაცო და მთელი მატჩი მარტო აუტს როგორ უნდა შესწირო? ხედავდე და არ ასწორებდე ამ ნაკლს - გაგიგიათ? თუ ა გაგიგიათ აგეტ ხომ ნახეთ.

ბიჯოოოოო, 10 შეტევა მაინც ხომ დაიკარგა ამ აუტიზა? თქვენა ჩოთქი და ანგარიში არ იცით ბიძიკო? ათი შეტევა, აქედან ნახევარი ლელოსთან ახლოს - წარმოგიდგენიათ რა დანაკლისია?

ჰოდა აი მაისაშვილს არ წამოუდგენია და არად უღირს, აბა ყოველ მატჩზე ათაეული აუტი იკარგებოდეს და არ ასწორებდე ამ ხარვეზს? ეგა ჯოო რაგბია თუ ჯიბის ბილიარდი?
ისა რა ქვია და....
22 იანვარი 2024 21:45
2
ბატონო ზაალ. ვიცი და მითამაშია კიდეც. გაიხსენეთ მარტო კლერმონთამ წავაგეთ აუტები თუ სხვებთანაც - ყველასთან? 10 აუტის წაგება ნორმალურია? შერკინება რამდენი წავაგეთ? და წინ პასები კლერმონის ჰუკერის დამსახურებაა?

რა არგუმენტია - "რაც არ უნდა ავარჯიშო აუტზე, იმეტზე მაღლა ვერ ახტები რაც არ შეგიძლია" - რაგბი კალათბურთია? .სხვა გუნდებთან ნავარჯიშებებმა ხომ პირდაპირ ყველა აუტი მოიგეს....
ეს "პარაჟენცული" მიდჰომაა :)
23 იანვარი 2024 05:22
1
უკაცრავად მეგობარო, მაგრამ რაგბი თუ იცით უნდათ შეადაროთ კლერმონის ჰუკერი ჩვენს ჰუკერს, კლერმონის მხტომელები ჩვენსას, მათი სიმაღლე, გამოცდილება... რაც არ უნდა ავარჯიშო აუტზე, იმეტზე მაღლა ვერ ახტები რაც არ შეგიძლია.. მარტო მწვრთნელის ბრალი არ არის ეგ..
ზაალი
23 იანვარი 2024 00:17
6
ვწერდი რომ შანსი არ იყო 2-3ნინიაშვილი სჭირდება შავ ლომს რომ კლერმონისნაირ გუნდებს ტოლ-სწორად ეთამაშათ და ბოლოს დროა უფრო ახალგაზრდებზე დაყრდნობა უფრო მეტ გამართულ რაგბის თამაშობენ დამთავრდა ის დრო ფონს ძირითადად შერკინებით რომ გავდიოდით ძაან მოვუკელით
კახა
22 იანვარი 2024 21:30
0
ყველას აქვს საკუთარი სუბიექტური აზრი და შეიძლება უფრო მართებული ვიდრე ჩემი... მაინც ვფიქრობ და მიხარია, რომ ჩვენმა ნაკრებმა 6 ერის 2 წარმომადგენელი დაამარცხა და ეს შეძლო ქართველი მწვრთნელის თავკაცობით, მწვრთნელის რომელიც მჯერა, რომ შესაძლებლობების ფარგლებში ბოლომდე იხარჯებოდა. ასევე ვფიქრობ რომ სადმე თუ ვინმეს უხარია ქართული რაგბის წარმატება ბატონი ლევანი იქ არის!!! უღრმესი მადლობა თქვენ ბატონო ლევან და წარმატებებს ვუსურვებ ახალ მწვრთნელს და საქართველოს!!!
ბათუმი
22 იანვარი 2024 21:26
2
გეთანხმებით ბატონო ლევან, რასაც ბრძანებთ, რომ "დღეს ქართული რაგბი სრულიად სხვა სიმაღლეზეა ასული". ნამდვილად ასეა, რადგან მთელ თამაშსი მგონი ერტხელ მოვიგეთ აუტი, ორჯერ მოვიგეთ შერკინება და სამჯერ გავაკეთეთ სწორი პასი (და უფრო მეტჯერ არასწორი და წინ პასი).

გეთანხმებით ბატონო მერაბ, რომ "მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია", მაგრამ დიდი მარცხიდან მოგენამდე ბევრი ნაბიჯია..

"კლერმონთან" ნამატჩევს
22 იანვარი 2024 19:43
2
სად წაიკითხეთ, რომ ნოტამნაშეებს ვარცხვენ ან მოგესა ვითხოვ? აბა ტავიდან გადაიკიტხეთ მე რა მიწერია? დაბრალება ის არის რსაც თქვენ ამტკიცებთ.

მე ვთქვი, რომ საკუტარ 10 აუტს რომ წააგებ და არ მარტო კლერმონტან, სხვებთანაც - ე სრის პრობლემა. კლერმონის გარდა სხვებთან საკუტარი აუტები მოიგეს თუ წააგეს? აბა გაიხსენეთ? და ამას ვამბობ.

ვოდრე რამეს დამაბრალებთ, კარგად წაკითხვა არ იქნებოდა ურიგო
ბატონ სოსოს
22 იანვარი 2024 22:54
1
მხოლოდ ეგ დაინახე?ამ გუნდს,სამი წლის ისტორია აქვს,კლერმონი კი,1911 წელსაა დაარსებული და ბოლო 10 წელიწადში,სამჯერ გაიმარჯვამ,ჩემპიონთა თასზე და ორჯერ,ჩელენჯ თასზე.ლომები,მხოლოდ საქართველოში მოთამაშე ქართველი მორაგბეებით კომპლექტდებიან,მათ კი ფრანგების გარდა,ავსტრალიელი,ზელანდიელი და არგენტინელი ლეგიონერები ჰყავს.რა დონისები,მათ მიერ ბოლო წლებში მოპოვებული ტიტულებიც მოწმობს.ის,რომ ასეთი დონის გუნდებთან სათამაშოდ გაგვიშვეს,უკვე დიდი წარმატებაა,ჩვენებმა,ორ თამაშში ქულების აღება და ერთში გამარჯვების მოპოვებაც კი შესძლეს და კიდევ მათ არცხვენ?საქართველოს ნაკრებსაც რომ ეთამაშა მათ წინაარმდეგ,სავარუდოდ,ისინიც წააგებდნენ ამ თამაშს და საქართველოში მობურთავე ბიჭებს,როგორ სთხოვ გამარჯვებას?საქართველოს საუკეთესო მორაგბეები,საფრანგეთში მიდიან სათამაშოდ და გასაზრდელად,ამ გუნდში,დღეისათვის,ვერც ერთი მათგანი ვერ მოხვდა და ამ კლუბის ბიუჯეტი,რამდენჯერმე აღემატება,საქართველოს რაგბის ფედერაციის ბიუჯეტს.ეს რამეს გეუბნება?ჯერ საქართველოს ნაკრები ვერ მიჰყვება,ტოპ ქვეყნებს,ტემპში და საქართველოს ჩემპიონატის ტემპსა და ტექნიკას შეჩვეულ ბიჭებს,ვარსკვლავებით გაძეძგილ გუნდთან რა უნდა გამოსვლოდა?ისიც მიათვალე,ამ გუნდის ძირითადის რამდენი მორაგბე დააკლდა გუნდს,ტრავმების გამო და ვერ დაეხმარა გუნდს.ტრავმირებულებს შორის,გუნდის ძირითადი ჰუკერებიც არიან და სასწრაფოდ დამატებულ ახალ ჰუკერს,აუტების დალაგება,რამდენიმე დღესში არანაირად არ გამოუვა,თანაც ასეთი დონის გუნდთან.გაიგეთ ხალხო,რომ ჩვენ მათთან,ჯერჯერობით მოსწავლეები ვართ და წელს პირველად იყო,როცა თავი გაგვიყადრეს და თავიანთ გათამაშებაში მონაწილეობს ნება მოგვცეს.კი,მოვიგეთ ის ერთი თამაში,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ მათი ტოლები ვართ.მათ ამ თამაშშიც მასტერ კლასი ჩაგვიტარეს და გვაჩვენეს,რაგბის თამაში როგორ უნდა.ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის,რომ მივიღოთ,ეს გაკვეთილები,შევისწავლოთ მასალა და უფრო მეტი ცოდნით,კვლავ და კვლავ ვცადოთ,მათ წინააღმდეგ თამაში.რა თქმა უნდა,წაგებები გვექნება,შესაძლოა უფრო მწარე წაგებებიც,მაგრამ სხვანაირად ვერ გავიზრდებით.გასავლელი გვაქვს,ეს გზა და რაც აქამდე გაგვივლია,სწორედ ლევანის და მერაბის,მათი მეგობრების მხრებით გვაქვს გავლილი.მოგვცემენ,6 ერის ტურნირში რამენაირად ჩართვის უფლებას?წინასწარ იცოდეთ,რომ იქ უფრო მწარე დამარცხებებიც გვექნება,მაგრამ სხვანაირად ვერ გავიზრდებით და არავინ მოგატყუოთ,სხვანაირადაც შესაძლებელიაო.ნაბიჯ-ნაბიჯ,ოფლის,სისხლის,ცრემლების,ტრავმების ფასად უნდა გავიზარდოთ და თუ ყველაფერს გავუძ₾ებთ,ჩვენც გაგვხდიან მათთან თანასწორად ჩათვლის ღირსად.ლევანმაც,მერაბმაც,მთელმა სამწვრთნელო ჯგუფმაც და მორაგბეებმაც,უზარმაზარი შრომა გასწიეს,აქამდე მოსაღწევად და წყალს ნუ გადავასხამთ,მათ შრომას.
სოსო
22 იანვარი 2024 22:09
8

სიახლეები პოპულარული