ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში "შავი ლომი" საკუთარ მოედანზე "კლერმონთან" 3:36 დამარცხდა.
მიუხედავად მრავალრიცხოვანი გულშემატკივრების მხარდაჭერისა, ქართულმა ფრენჩაიზმა ფრანგულ გუნდს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, უფრო მაღალი კლასის მეტოქესთან მარცხი განიცადა, 1 მოგებითა და 3 წაგებით ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით "შავმა ლომმა" ბოლო შეხვედრა ჩაატარა - ამიერიდან გუნდის მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი იქნება.
თბილისი. "მიხეილ მესხი"
შავი ლომი (საქართველო) – კლერმონი (საფრანგეთი) 3:36
შავი ლომი
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე;
შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. ალექსანდრე ჯიღაური, 22. თორნიკე კახოიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.
მაშ ჩვენი ძვირფასი მორაგბეები რად გაუხდია ზოგიერთს ლანძღვა-თათხვის ობიექტად,დღეის მდგომარეობით ობიექტურად მათზე უფრო ძლიერ მეტოქესთან მოსალოდნელი მარცხის გამო?
სამწუხაროდ,რაგბის გაგებაშიც არ ხართ და არც ამ თავდადებული ბიჭების იოტისოდენა პატივისცემაც არ გაგაჩნიათ,სიყვარულზე რომ აღარაფერი ვთქვათ.ორთავ შემთხვევაში,სამარცხვინონი ხართ.