მეორე ეტაპს 8-10 მარტს ურუგვაი, მონტევიდეო უმასპინძლებს. პირველი ეტაპი დუბაიში გაიმართა და საქართველო მე-8 ადგილს დასჯერდა, რისთვისაც საერთო ჩათვლაში 6 ქულა ჩაიწერა. შეგახსენებთ, სამი ეტაპის ჯამში ოთხი საუკეთესო გუნდი გრანდ-ფინალის ფლეი ოფში გავა, სადაც მათ მსოფლიო სერიის მე-9-მე-12 ადგილოსნები დაემატებიან და ეს 8 გუნდი 2025 წლის მსოფლიო სერიის საგზურს გაითამაშებს.
პირველი ეტაპი კენიამ მოიგო, რომელმაც ფინალში ჩილე დაამარცხა და საერთო ცხრილს 20 ქულით ლიდერობს.
ჩელენჯერის სერიის მეორე ეტაპზე ბ ჯგუფში ჩილე, იაპონია, ჰონკონგი და მექსიკა მოხვდნენ. გ ჯგუფში ურუგვაი, გერმანია, უგანდა და პაპუა ახალი გვინეა ითამაშებენ.
Rugby.ge