გუნდი დატოვეს ნიკა პატარაიამ, ილია სპანდერაშვილმა, გიორგი მარგალიტაძემ, ოთარ ლაშხმა, გიორგი ჯობავამ და ბექა მამრიკიშვილმა.
მათ ნაცვლად 2024/2025 წლების სეზონში "შავ ლომში" ითამაშებენ ბურჯი კახაბერ დარბაიძე, მეორეხაზელები ვლადიმერ ჩაჩანიძე, გუგა ღანიაშვილი და გიორგი ნიკოლაძე, მესამეხაზელები გიორგი სინაურიძე და გიორგი ცუცქირიძე და 9 ნომრები – ნოდარ დოლიძე და დავით ხუროშვილი.
"შავი ლომის" ახალი მოთამაშეებიდან გასულ სეზონში სამი დიდი 10-ის ჩემპიონის, ქუთაისის "აიას" ღირსებას იცავ
8 მოთამაშიდან ოთხი "ბორჯღალოსანია". ყველაზე გამოცდილი ცუცქირიძეა – 36 კეპი და 7 ლელო. 16 კეპი აქვს მოხვეჭილი ჩაჩანიძეს და 1 ლელო გაიტანა, ხოლო ღანიაშვილისა და ხუროშვილის ანგარიშზე ჯერჯერობით თითო-თითო კეპია.
2024/2025 წლების სეზონში, "შავი ლომი" შარშანდელის მსგავსად პარალელურ რეჟიმში ორ ტურნირს ითამაშებს – ზედიზედ მეოთხედ ეცდება რაგბი ევროპის სუპერ თასის მოპოვებას და მსოფლიოს წამყვანი კლუბების მხარდამხარ მეორედ ითამაშებს EPCR-ის ჩელენჯ თასზე.
Rugby.ge