7-ქალა | მეტოქეები ბუდაპეშტში

AutoSharing Option
საქართველოს 7-ქალა 12-14 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპს ითამაშებს და ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას შეეცდება.

ჯაბა მალაღურაძის გოგონებმა პირველ, ზაგრების (ხორვატია) ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავეს, რაც ქართული 7-ქალას ისტორიაში საუკეთესო შედეგია და 12-გუნდა ელიტაში ასასვლელად ერთი ნაბიჯიღა დარჩა. შეგახსენებთ, ჩემპიონატში ალაფიდან ორი საუკეთესო გუნდი ადის და მიზნის მისაღწევად იგივე შედეგის გამეორებაც საკმარისი იქნება.

ბუდაპეშტში საქართველო ბ ჯგუფში, უნგრეთის, შვეიცარიისა და ისრაელის წინააღმდეგ ითამაშებს. ხორვატიაში უნგრეთმა მე-5 ადგილი დაიკავა, შვეიცარია მე-8 პოზიციაზე გავიდა, ისრაელი კი მე-11 იყო.

ჯგუფში მოხვდნენ ზაგრების ეტაპის გამარჯვებული შვედეთი, ფინეთი, რუმინეთი და ნორვაგია, ხოლო გ ჯგუფში დანია, ლატვია, ანდორა და ავსტრია ითამაშებენ.

7-ქალამ ერთკვირიანი შეკრება ბათუმში გაიარა, ბუდაპეშტში კი 13-კაციანი შემადგენლობით 10 ივლისს გაემგზავრება.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა ქალის საქმეა, ისეთი სპორტის სახეობები, როგორიცაა: რაგბი, კრივი, ძალოსნობა, ჭიდაობა და ასე შემდეგ, მგონი ერთადერთი სუმო დარჩათ და მაგასაც მალე შეეხებიან! ერთი სიტყვით 21-ეერთე საუკუნეში, ქალებმა დაკარგეს ქალობა და ხდებიან "კუნთმაგარი ვაჟკაცები", კაცები კი პირიქით ქალებივით განაზებულები... ესეც შენი ცივილიზაცია! საით მიექანება სამყარო???
???!!!
12:39 08-07-2024
2
აბა, თქვენ იცით გოგოებო. კარგად მოემზადეთ და აუცილებლად მიაღწვეთ დასახულ შედეგს.

პირველი ტური ძალიან კარგად გამოხვედით. აშკარად გეტყობათ ნავარჯიშები რომ იყავით და კლასიც ძალიან მომატებული გაქვთ. სხვებზე ერთი თავით მაღლა იდექით. მხოლოდ შვედეთია მანდ თქვენი დონის და სწორი ტაქტიკით და ძალისხმევით მაგათი დამარცხებაც შეგიძლიათ, დარწმუნებული ვარ.
რამაზ მართალი
10:43 08-07-2024
2

სიახლეები პოპულარული