საქართველოს 7-ქალამ რაგბი ევროპის ალაფის მეორე, დასკვნით ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავეს, სერიის ჯამში დანიის მსგავსად 32 ქულა მოაგროვეს, მას დამატებითი მაჩვენებლით (გატანილ-გაშვებული ქულები) აჯობეს და შვედეთთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.

მას შემდეგ, რაც საქართველოს 7-ქალა შეიქმნა, ჩვენს გუნდს ევროპის 12-გუნდა ელიტაში არასდროს უთამაშიათ. ჯაბა მალაღურაძის შეგირდებს შარშან საოცნებო მიზნამდე სულ ცოტა დააკლდათ, წელს კი ბევრად უკეთესი თამაშის ხარისხი აჩვენეს და ისტორიული შედეგი დააფიქსირეს.

მეორე, ბუდაპეშტის (უნგრეთი) ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე გოგონებმა ორი თამაში დამაჯერებლად მოიგეს და ერთი მცირედით დათმეს. პირველ შეხვედრაში ისრაელს მანონი საღარაძემ 3 ლელო გაუტანა, მარიამ გოგუაძემ ორი, ხოლო ერთი ანა პოღოსიანმა – 34:0.

მანონი საღარაძემ შვეიცარიასაც სამი ლელო გაუტანა, ხოლო ანა დათიაშვილმა, მარიამ გოგუაძემ და ანა პოღოსიანმა თითო-თითო ლელო მიითვალეს – 38:5.

ჯგუფის დასკვნით მატჩში მასპინძელ უნგრეთს შევხვდით და გარდასახული ლელოთი ჩამოვრჩით. მანონი საღარაძემ ინდივიდუალური გარღვევით და ლელო-გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. უნგრეთი კიდევ ერთხელ დაწინაურდა, მატჩის მიწურულს საპასუხო ლელო გავიტანეთ, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო – 12:14.

უნგრეთს მანამდე შვეიცარიამ მოუგო და ჯგუფიდან მაინც პირველი ადგილით გავედით.

თასის მეოთხედფინალში ერთ-ერთ კონკურენტ ლატვიას შევხვდით. თამაში თავიდანვე საქართველოს შეტევებით დაიწყო, მეტოქე 2 წუთით კაცნაკლული დარჩა და სალომე საღარაძემ ლელო გაიტანა. მეორე ტაიმის შუაში ლატვიელებს რაქიდან გამოუვარდათ ბურთი, სწრაფი, 90-მეტრიანი კონტრშეტევა წამოვიწყეთ და ის მანონი საღარაძის ლელოთი დასრულდა – 10:0 და საქართველო ნახევარფინალშია!

იქ მთავარ კონკურენტ დანიას შევხვდით და ტაიმი 0:7 დავთმეთ, მეორეს დასაწყისში კი კიდევ ერთი ლელო მივიღეთ. ამას კარგად გათამაშებული კომბინაციით ვუპასუხეთ, ბურთი რამდენჯერმე ჩათამაშდა და სალომე მაკასარაშვილმა ერთი ლელო გაქვითა, მაგრამ თამაში ვერ გადავარჩინეთ – 5:12.

ელიტაში ასვლის შანსი კიდევ გვრჩებოდა. ამისათვის საჭირო იყო უნგრეთის დამარცხება და მესამე ადგილის დაკავება, მერე კი ფინალში შვედეთს დანია უნდა დაემარცხებინა.

მასპინძელი უნგრეთი ლელოთი დაწინაურდა, რაზეც სალომე საღარაძემ ფეხით გადაკიდებით უპასუხა, ბურთს მარიამ გოგუაძე მიყვა, ორ მცველს დაასწრო და ლელო ძელებსშუა გაიტანა. მე-5 წუთზე საქართველომ კარგი შეტევა განახორციელა, ბევრი პასი გაკეთდა და ის მანონი საღარაძის ლელოთი დასრულდა.

ტაიმის ბოლოს მასპინძლები მათსავე 22-ში დავაჯარიმეთ, თეონა ჩიტაიშვილმა ბურთი სწრაფად გაითამაშა და მესამე ლელო გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში 2 წუთით კაცნაკლულები დავრჩით და მაგარი დაცვის მიუხედავად, ბოლოს ლელო მაინც გავუშვით. მატჩის მიწურულს მანონი საღარაძემ ბურთი აიტაცა და თავისი მორიგი ლელო გაიტანა, რითაც საქართველოს გამარჯვება დააფიქსირა – 28:10.

მანონი საღარაძე ტურნირის საუკეთესო მელელოვე გახდა და ბუდაპეშტის ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა. შეგახსენებთ, ზაგრებში გოგონებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს და რადგან ფინალში შვედეთმა დანიას 24:0 სძლია, ჩვენმა 7-ქალამ პირველად ისტორიაში, ევროპის 12-გუნდა ელიტის საგზურიც მოიპოვა.

ბუდაპეშტის ეტაპზე ითამაშეს

სალომე საღარაძე, სალომე მაკასარაშვილი, ანი კაპანაძე, თეონა ჩიტაიშვილი (კაპ.), თამარ მანაგაძე, მარიამ გოგუაძე, მანონი საღარაძე, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ანა ხაბულიანი, ანა პოღოსიანი, ანა რურუა, კირა დანელია.

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

Rugby.ge

თამაზ პეტრიაშვილი
გილოცავთ მთელ საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა ქალთა სპორტში და საჭიროა კარგი პროფესიონალური კონტრაქტები ამ სპორტსმენებთან, რომ დიდი ხნით დარჩნენ აქტიურ სპორტში. ასევე, ახალი სპორტსმენების მომზადება უნდა მიდიოდეს პარალელურად, რომ ეს პროგრესი გაგრძელდეს და საბოლოო მიზნებს მივაღწიოთ - ელიტურ დივიზიონში ასვლა და ოლიპმიადები, როგორც ქალებში ისე კაცების რაგბი 7-ში.
სოსო
ყოჩაღ გოგოებო,გილოცავთ!7 კაცა რაგბი,ძალიან განსხვავდება 15 კაცა რაგბისაგან და ვფიქრობ, ჩვენთან ძალიან გაიზრდება მისი პოპულარობა.
Dato
გილოცავყ გოგონებო
კობა
ყოჩაღ გოგონებო!!!... ღმერთმა წარმატებები არ მოგაკლოთ!!!...
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"