29 წლის ქართველი მსაჯის, ნიკა ამაშუკელის მიმართ, ნდობა უმაღლეს მწერვალს აღწევს. სწორედ ამის დასტურია, რომ მსოფლიო რაგბმა ის წლევანდელი ოთხი ერის დასკვნით ტურში, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მატჩის მთავარ მსაჯად დანიშნა.

ეს შეხვედრა 28 სექტემბერს ველინგტონში გაიმართება და უძველესი, ბლედისლოუს თასის ფინალიც იქნება, რომელიც „ოლ ბლექსსა“ და ავსტრალიას შორის 1930 წლიდან თამაშდება. მანამდე, ერთი კვირით ადრე (21 სექტემბერს), ამაშუკელი ამავე გუნდების შეხვედრაში სიდნეიში გვერდითი მსაჯი იქნება.

„უკვე აღარ მიკვირს ასეთ დიდ თამაშებს რომ მაძლევენ. დავმკვიდრდი სამსაჯო ელიტაში და საკმაოდ მაღალ პოზიციაზე ვარ. მსოფლიო თასის შემდეგ გაკვირვების მომენტები დასრულდა და სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე, სულ მაქვს რთულ თამაშებზე დანიშვნის მოლოდინი. უფრო სიამოვნების მომენტი მქონდა, რადგან ძალიან ბევრმა დიდმა მსაჯმა ისე დაამთავრა კარიერა, რომ ბლედისლოუს თასის ფინალის მსაჯობა არ მოუწია“.

„ჩემთვის ხატოვანი და სიმბოლურია ეს დაპირისპირება. ბავშვობაში ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე ბლედისლოუს თასს და 2000-იან წლებში აღიარებულ, „სამოთხის ტესტ-მატჩად“ წოდებულ ახალი ზელანდიისა და ავსტრალის დაპირისპირებას. ეს იყო ნამდვილი ვარსკვლავთცვენა, მინახავს კადრები, ვთამაშობდი კომპიუტერულ თამაშებს და ვგრძნობდი რამდენად დიდი იყო ეს ყველაფერი. ახლა კი მე ვხდები ამ ყველაფრის ნაწილი და ეს განსაკუთრებული მომენტია, რომლის სიტყვებით გადმოცემა მართლა წარმოუდგენელია“.

„ეს შესანიშნავი სიახლე და ნდობაა ქართული რაგბისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სარაგბო პროცესებს ყველა მხრივ მივყვებოდეთ, როგორც სანაკრებო, ასევე 7-კაცა, 7-ქალა და სამსაჯო კუთხით. საქართველო ყოველმხრივ უნდა იყოს ტიერ1-ის დონეზე და მიმაჩნია, რომ სამსაჯო კუთხით უკვე დავიმკვიდრეთ საკადრისი ადგილი. ასეთ თამაშებზე დანიშვნა სწორედ ამის დასტურია და ამავდროულად, არის უდიდესი პატივი, წნეხი, პასუხისმგებლობა და მას ჭირდება შეუჩერებელი მზადება, ყოველგვარი ზაფხულისა და დასვენებების გარეშე“.

„იცით, რომ ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელი ჯო შმიდტი მანამდე ახალი ზელანდიის მწვრთნელი იყო და თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ყველა განსაკუთრებული მონდომებით თამაშობს. ამასთან, ეს არის წლევანდელი ოთხი ერის დასკვნითი რაუნდი და შესაძლოა ჩემპიონის ბედიც ამ თამაშმა გადაწყვიტოს. მე-5 ტურში, სიდნეიში, პირველ ბლედისლოუზე ვიქნები გვერდითი მსაჯი და უკვე ერთი კვირის შემდეგ, ველინგტონში მოედნის მსაჯი, რაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, უდიდესი პატივია როგორც პირადად ჩემთვის, ასევე ქართული რაგბისთვის. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ გზაზე გვერდში მიდგას – ჩემს ოჯახს, რაგბის კავშირს, მენტორს და გულშემატკივარს“ – ამბობს ნიკა ამაშუკელი.

მეორედ ახალ ზელანდიაში

ამაშუკელმა ამ ზაფხულს უკვე იმსაჯა ახალ ზელანდიაში, როდესაც „ოლ ბლექსმა“ ინგლისს უმასპინძლა. განვლილი გამოცდილების შესახებ ნიკა გვიყვება:

„ივლისში საოცარი თამაშები მქონდა, განსაკუთრებით პირველი ტესტ-მატჩი ახალ ზელანდიასა და ინგლისს შორის, სადაც ბოლო წამამდე არ იყო გარკვეული ვინ გაიმარჯვებდა. ეს იყო დაძაბული და ფიზიკური თამაში, რომელშიც ინგლისელებმა თავი გაწირეს და ბოლომდე არაფერი დათმეს. ბედნიერი ვიყავი ამ ტესტ-მატჩების მონაწილე რომ გავხდი. სწორედ ასეთი თამაშები გზრდის არა მხოლოდ როგორც მსაჯს, არამედ როგორც ადამიანს, პიროვნებას“.

„ყველამ იცის რა დონეზეა რაგბი ახალ ზელანდიაში და შესანიშნავია იქ მსაჯობა. თამაში იყო დანედინში, ტრიბუნები რა თქმა უნდა გადავსებული და მაყურებელმა ძალიან მაგარი ატმოსფერო შექმნა. სწორედ ასეთ სირთულეებში გაფასებს ხალხი და მენეჯმენტი. ჩემთვის, როგორც მსაჯისთვის, ასეთი ახლო თამაშების მსაჯობა უფრო დიდი სიამოვნებაა, ვიდრე ისეთი შეხვედრის, სადაც ერთი გუნდი მეორეს 50 ქულით უგებს“.

„მეორე თამაშიც ავსტრალიასა და უელსს შორის თვალსასეირო გამოვიდა. იმ შეხვედრაში 8 ლელო გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ უელსს შემადგენლობაში მრავლად ყავდა ახალგაზრდები, მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მეც მაგრად ვისიამოვნე. ამ თამაშებში მიღებული გამოცდილება ფასდაუდებელია, ბევრ დეტალს სხვა თვალით ხედავ და ეს აუცილებლად დაეხმარება ჩვენს მსაჯებს, მწვრთნელებს და გუნდებს“.

„დიდი მადლობა ქართველ ხალხს, რადგან მათგან ვგრძნობდი ძალიან დიდ სითბოს და მხარდაჭერას, თანაც პროფესიაში, რომელიც წლების წინ სულაც არ იყო პოპულარული“.

Rugby.ge

alexandre
გილოცავ! მრავალ ასეთი დონის თამაში გემსაჯოთ! აწი უცხოეთის მსაჯებიც უფრო კეთიგამწყობილები იქნებიან ნაკრების მიმართაც! წარმატებებს გისურვებ! გაიხარე და გაგვახარე შენი მიღწევებით!
555
ვუერთდები ბატონი G.LA-ს პათოსს.ნამდვილად საამაყო პიროვნება ბრძანდებით ბატონო ნიკა.
ირაკლი
მწვერვალზე ხარ ძმაო და სულ მანდ ყოფილიყავი საამაყო კაცი ხარ
G.LA
გილოცავთ ბატონო ნიკა ამ აღიარებას. სასიხარულოა ასეთი აღიარება ყოველი ჩვენთანაგანისათვის ვინც რაგბს ვგულშემატკივრობთ. საქართველოს სახელი ასეთ დიდი ფორუმზე მართლაც სასიხარულო და საამაყოა ჩვენთვის. სიმართლე გითხრათ არც მე გამიკვირდა ისე სასიამოვნოდ მივეჩვიე თქვენს წარმატებულ კარიერას. ჩვენ ბორჯღალოსნებთან ერთად თქვენც გგულშემატკივრობთ. გისურვებთ წარმატებას და მსოფლიო ფინალის მთავარ რანგში განსჯას.
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
"ჩვენ ვიზეიმებთ, შენ კი უნიჭო და ბოღმიან ადამიანად დარჩები" - მორგანს არგენტინელმა მინისტრმა უპასუხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
ნიკა ამაშუკელის "საუკეთესო ბილეთი" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში
ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე