"შავი ლომი" | მესამედ ლისაბონში

AutoSharing Option
"შავი ლომი" რაგბი ევროპის სუპერთასის ტიტულის დაცვას 21 სექტემბერს პორტუგალიაში, ლისაბონში განაგრძობს.

პორტუგალიური ფრენჩაიზის, "ლუზიტანუშისა" და "შავი ლომის" შეხვედრა Estadio CAR Jamor-ზე, რომელიც 37 593 მაყურებელს იტევს, საქართველოს დროით 21 საათზე დაიწყება.

წლევანდელ სეზონში გუნდებმა უკვე გამართეს თითო შეხვედრა და ორივემ ესპანური "იბერიანსი" ბონუსით დაამარცხეს. "ლუზიტანუშმა" მეტოქეს ლისაბონში 36:18 მოუგო, ხოლო "შავმა ლომმა" ესპანეთში 54:3 გაიმარჯვა. ამრიგად, 21 სექტემბერს გამარჯვებული პირველი წრის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

გასული 3 წლის განმავლობაში ‘შავ ლომს’ პორტუგალიელებთან ორჯერ მოუწია თამაში. სუპერთასის პირველ სეზონში, 2022
წლის 7 მაისს გუნდები ერთმანეთს ფინალში, ლისაბონში შეხვდნენ. დაძაბულ მატჩში "შავმა ლომმა" "ლუზიტანუში" 17:14 დაამარცხა და თასის მფლობელი გახდა.

პორტუგალიელებს შარშანაც ლისაბონში ვეთამაშეთ, ამჯერად ჯგუფურ ეტაპზე და 11 ნოემბერს 22:0 დავამარცხეთ.

21 სექტემბრის შემდეგ "შავ ლომს" რაგბი ევროპის სუპერთასზე კიდევ ორი საშინაო შეხვედრა ელის. 28 სექტემბერს თბილისში "იბერიანს"’, ხოლო 12 ოქტომბერს "ლუზიტანუში" ეწვევა.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
შავი ლომი აშკარად პროგრესირებს. ქოქრილი კარგი მწვრთნელი გამოდგა, თუმც მთავარი გამოცდა ჩელენჯ ქაფზე ელის. ნაკრების მომავალი ტესტები კი დაგვანახებს, შეძლებს თუ ვერ ქოქრილი ნაკრების სრულიად ახალ დონეზე აყვანას. სასწაულებს არ ველი, მაგრამ სხვაობა თვალში საცემი უნდა გახდეს.
გიორგი
19 სექტემბერი 2024 14:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული