ქართველი მსაჯებისა და კომისრისთვის ევროსეზონი აქტიურად იწყება

AutoSharing Option
ზედიზედ მეორე ევროსეზონია, ფიბა ევროპის თასზე ქართველ მსაჯ-კომისართან ერთად ქართული კლუბიც მონაწილეობს. 9-10 ოქტომბერს აღნიშნული ტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურია და "ქუთაისი 2010" ხომ სლოვაკეთში, "პრივიდზასთან" თამაშობს და რაც შეეხებათ არბიტრებს, ისინი მატჩებს სამ სხვადასხვა ქვეყანაში მოემსახურებიან.

მხოლოდ მიხეილ ვართანოვი იმუშავებს ფიბა ევროპის კაცთა ტურნირზე. რუმინეთში "არჯეში" ესტონურ "პიარნუს" მიიღებს და სწორედ ამ შეხვედრაში იმსაჯებს ვართანოვი, ხოლო კირილე თვაური კვიპროსში, ქალთა ევროპის თასის მატჩს მოემსახურება, რომელშიც ლიმასოლის აელ-ი ფრანგულ "ასველ-ვილერბანს" უმასპინძლებს.

რაც შეეხება ფიბა-ს ერთადერთ ქართველ კომისარს, მერაბ რატიშვილს, ის
ქალთა ევროპის თასის მატჩს მოემსახურება, რომელიც ერევანში, სომხურ "ფოქსსა" და ესპანურ "ჟირონას" შორის გაიმართება.

მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)

9 ოქტომბერი. პიტეშტი (რუმინეთი). ფიბა ევროპის თასი
არჯეში (პიტეშტი, რუმინეთი) – პიარნუ (ესტონეთი)

კირილე თვაური (მსაჯი)


10 ოქტომბერი. ლიმასოლი (კვიპროსი). ქალთა ევროპის თასი
აელ (ლიმასოლი, კვიპროსი) – ასველ ვილერბანი (საფრანგეთი)

მერაბ რატიშვილი (კომისარი)

10 ოქტომბერი. ერევანი (სომხეთი). ქალთა ევროპის თასი
ერევან ფოქსი (სომხეთი) – ჯირონა (ესპანეთი)

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული