7-კაცა და 7-ქალა დუბაის ტურნირზე

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებებმა დუბაის საერთაშორისო წვეულთა ტურნირზე ითამაშეს.

განვითარებადი 7-კაცა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიისთვის ემზადება და დუბაიში 6 თამაში გამართა. ჯგუფურ ეტაპზე ის Scimitar Storm-სთან 5:28 დამარცხდა, ყაზახურ "აქტაუს" 75:0 მოუგო, ხოლო ფრანგულ "ბიარიცთან" 17:22 დამარცხდა.

ფლეი ოფის პირველ ეტაპზე ჩვენი 7-კაცა კვლავ Scimitar Storm-ს შეხვდა და ამჯერად 10 ქულა დათმო (12:22), მერე საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გუნდს 22:12 სძლია, ბოლო შეხვედრა კი "ფროგთან" 7:40 დათმო.

რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება ჩვენი 7-ქალა, რომელმაც დუბაიში ძლიერ მეტოქეებთან 4 თამაში გამართა
და მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი დათმო, უდიდესი გამოცდილება შეიძინა. ჯაბა მალაღურაძის შეგირდები სამხრეთ აფრიკის ნაკრებს (0:38), ირლანდიის მეორე ნაკრებს (0:46), საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ნაკრებს (0:26) და ბელგიის ნაკრებს (0:22) ეთამაშნენ.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
შვიდქალა, და თოთხმეტქალა კი არა "რაგბი 7, ქალები",
ან
"რაგბი 14, ქალები" და ა.შ.
არა აუცილებელი "ერთ სიტყვაში ჩავატიოთ" ... :)))
------
პ.ს. წარმატებები ქართველ სპორტსმენებს !
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული