2025 წლის პირველ სარაგბო ზეიმში, "შავი ლომი" ჩელენჯ თასის მესამე რაუნდში ტოპ 14-ის ერთ-ერთ ლიდერ "ბაიონას" 11 იანვარს, 19:15 საათზე "მიხეილ მესხზე" უმასპინძლებს.
ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ცენტურიონი "ბორჯღალოსანი" შალვა მამუკაშვილი იმედოვნებს, რომ თამაში მასპინძლების გამარჯვებით დასრულდება, რაც მათ ფლეი ოფში პირველად გასვლის შესაძლებლობას მისცემს:
"ბაიონა" საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელიც ამჟამად ტოპ 14-ში მე-4 ადგილზეა. მათ მრავლად ჰყავთ ყოფილი სანაკრებო, ძალიან გამოცდილი მოთამაშეები. ჩვენი მომავალი მეტოქის შემადგენლობას თუ გადავხედავთ, არაერთი ვარსკვლავური სახელი და გვარი შეგვხვდება. "ბაიონას" პირველი და მეორე შემადგენლობა
დიდად არ განხსვავდება, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა რა გუნდით ჩამოვლენ, ნებისმიერ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და მძიმე თამაში გვექნება.
მაგრამ ამ შეხვედრაში გამარჯვებით გვაქვს შანსი პირველად გავიდეთ ფლეი ოფში და ამაში, მწვრთნელებისა და მოთამაშეების ძალისხმევასთან ერთად, ძალიან დაგვჭირდება გულშემატკივრის თანადგომა, რომელსაც შანსი აქვს გვიგულშემატკივროს და დატკბეს ისეთი სარაგბო სანახაობით, რომლის მსგავსითაც ქართული რაგბი განებივრებული არ არის".
შეგახსენებთ, ორი ტურის შემდეგ ჩელენჯ თასის მესამე ჯგუფში ყველაზე დაძაბული მდგომარეობაა. სამ გუნდს 6, ხოლო სამს 4 ქულა აქვს და ყველაფერს დასკვნითი ორი თამაში გადაწყვეტს. "შავ ლომს" და "ბაიონას" 4-4 ქულა აქვთ. ჩვენი გუნდი მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით აღემატება და მე-4 ადგილზეა, ფლეი ოფში კი თითო ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო გადის.

Rugby.ge