ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი და უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის

AutoSharing Option
"შავი ლომის" სამწვრთნელო შტაბმა 11 იანვარს "მიხეილ მესხზე" ტოპ 14-ის "ბაიონასთან" გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ჩელენჯ თასის მესამე ტურის შეხვედრა 19:15 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ფლეი ოფს მიუახლოვდება.

4 კვირის წინ უელსში "სქარლეთსთან" სტუმრობის შემდეგ უცვლელი დარჩა უკანა ხაზი. ღერძზე თამაშს თენგიზ პერანიძე და ლუკა მატკავა იწყებენ; ცენტრში თორნიკე კახოიძე და დემე თაფლაძე შეწყვილდებიან; ფრთებზე ამირან შვანგირაძესა და აკაკი ტაბუცაძეს ვიხილავთ; ხოლო ფულბეკი ლუკა ცირეკიძე იქნება.

უცვლელია ხაზის მარქაფაც: დავით ხუროშვილი, იოანე მეტრეველი და ალექსანდრე თოდუა.

რამდენიმე
ცვლილებაა შერკინებაში. კვაჭისა და მარცხენა ბურჯის პოზიციაზე შალვა მამუკაშვილი და დათო აბდუშელიშვილი ბრუნდებიან, მარჯვენა ბურჯი კი კვლავ გიორგი ჩხარტიშვილი იქნება; მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს ამჯერად გურამ ღანიაშვილი შეუწყვილდება; მესამე ხაზში გამოჩნდა მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელიც სანდრო მამამთავრიშვილსა და ლუკა ივანიშვილს შეუერთდება.

შერკინების მარქაფაში პირველ ხაზში არიან ირაკლი ქვათაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი და ბაჩუკი ჭუმბაძე; მეორეში ლადო ჩაჩანიძე’ ხოლო მესამეში გიორგი სინაურიძე.

23-კაციან განაცხადში ორი ისეთი მორაგბეა, რომელთაც "შავი ლომის" შემადგენლობაში ჩელენჯ თასზე ჯერ არ უთამაშიათ, ახლა კი დამწყებთა შორის არიან - მეორეხაზელი გურამ ღანიაშვილი და მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე.

2024/25 წლების ჩელენჯ თასი

III ჯგუფი. მესამე რაუნდი

11 იანვარი. შაბათი. 19:15 საათი

თბილისი. მიხეილ მესხი

შავი ლომი (საქართველო) - ბაიონა (საფრანგეთი)

შავი ლომი

ხაზი:
15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. ამირან შვანგირაძე, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გურამ ღანიაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. გიორგი სინაურიძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. იოანე მეტრეველი, 23. ალექსანდრე თოდუა.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული