ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი და უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის

AutoSharing Option
"შავი ლომის" სამწვრთნელო შტაბმა 11 იანვარს "მიხეილ მესხზე" ტოპ 14-ის "ბაიონასთან" გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ჩელენჯ თასის მესამე ტურის შეხვედრა 19:15 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ფლეი ოფს მიუახლოვდება.

4 კვირის წინ უელსში "სქარლეთსთან" სტუმრობის შემდეგ უცვლელი დარჩა უკანა ხაზი. ღერძზე თამაშს თენგიზ პერანიძე და ლუკა მატკავა იწყებენ; ცენტრში თორნიკე კახოიძე და დემე თაფლაძე შეწყვილდებიან; ფრთებზე ამირან შვანგირაძესა და აკაკი ტაბუცაძეს ვიხილავთ; ხოლო ფულბეკი ლუკა ცირეკიძე იქნება.

უცვლელია ხაზის მარქაფაც: დავით ხუროშვილი, იოანე მეტრეველი და ალექსანდრე თოდუა.

რამდენიმე
ცვლილებაა შერკინებაში. კვაჭისა და მარცხენა ბურჯის პოზიციაზე შალვა მამუკაშვილი და დათო აბდუშელიშვილი ბრუნდებიან, მარჯვენა ბურჯი კი კვლავ გიორგი ჩხარტიშვილი იქნება; მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს ამჯერად გურამ ღანიაშვილი შეუწყვილდება; მესამე ხაზში გამოჩნდა მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელიც სანდრო მამამთავრიშვილსა და ლუკა ივანიშვილს შეუერთდება.

შერკინების მარქაფაში პირველ ხაზში არიან ირაკლი ქვათაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი და ბაჩუკი ჭუმბაძე; მეორეში ლადო ჩაჩანიძე’ ხოლო მესამეში გიორგი სინაურიძე.

23-კაციან განაცხადში ორი ისეთი მორაგბეა, რომელთაც "შავი ლომის" შემადგენლობაში ჩელენჯ თასზე ჯერ არ უთამაშიათ, ახლა კი დამწყებთა შორის არიან - მეორეხაზელი გურამ ღანიაშვილი და მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე.

2024/25 წლების ჩელენჯ თასი

III ჯგუფი. მესამე რაუნდი

11 იანვარი. შაბათი. 19:15 საათი

თბილისი. მიხეილ მესხი

შავი ლომი (საქართველო) - ბაიონა (საფრანგეთი)

შავი ლომი

ხაზი:
15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. ამირან შვანგირაძე, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გურამ ღანიაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. გიორგი სინაურიძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. იოანე მეტრეველი, 23. ალექსანდრე თოდუა.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ქართული ოცნება და საზოგადოება აღარ უჭერს მხარს ევროპას. ამიტომაც უნდა აიკრძალოს შავი ლომების თამაში ევროპაში და საერთოდ ყველაფერი ევროპული, სანამ ბატონ ბიძინას ფულს არ დაუბრუნდნენ.

ვინც ბატონ ბიძინას ეწინააღმდეგება, ის ეწინააღმდეგება სამების ტაძარს და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ.

პეტუხებს ეძახიან ფრანგებს რუსეთში საერთოდაც.
მამა გიორგი
01:47 11-01-2025
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული