7-კაცა | მე-11 ადგილი პირველ ეტაპზე

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცამ 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის პირველი ეტაპი მე-11 ადგილზე დაასრულა. ახალი ფორმატის პირობებში, ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებმა სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში ოთხიდან ერთი თამაში მოიგეს.

ჯგუფურ ეტაპზე იაპონიასთან 19:21 და გერმანიასთან 0:31 მარცხის შემდეგ, ბრძოლა მე-9 ადგილის ნახევარფინალში გავაგრძელეთ, მაგრამ ჰონკონგთან ვერაფერს გავხდით - 0:29. მე-11 ადგილს ბრაზილია გვეცილებოდა, თუმცა 6 უპასუხო ლელო გავუტანეთ და 36:0 დავამარცხეთ.

ჩვენი გუნდი სამხრეთ აფრიკაში რჩება, სადაც 7-8 მარტს ჩელენჯერის სერიის მეორე ეტაპი გაიმართება.

სამხრეთ აფრიკის ჩელენჯერის სერიის პირველ
ეტაპზე ითამაშეს

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ბექა გელხვიძე, ირაკლი სიმსივე, ლუკა ალიბეგაშვილი, ლევან ნარიმანიძე, თემურ კოხოძე, სოსო მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, ვაჟა მიქაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, გიორგი გამყრელიძე, გიორგი ჯობავა.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
როდის უნდა მიხვდეს ფედერაცია, რომ მაღალკვალიფიციური სამწვრთნელო შტაბი გვჭირდება და არა ნახევრადპროფესიონალური
რეზო
18:19 03-03-2025
0
რაგბის მამებო, მეტი რესურსია აქეთ ჩასადები. ცოტა მწვრთვენელმაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და თუ საჭიროა ახალი და ამ მიმართულების უცხოელი ჯპბია მოიყვანონ, ზელანდიიდან ან აფრიკიდან.

მოჯაჯგურე და ძალოსანი მორაგბეებით ვერ გავალთ ფონს, უფრო მეტი სწრაფი ბიჭები და გოგოები გვჭირდებიან.

ბევრჯერ ვერც ჩვენებმა გაასწრეს და ბევრჯერ ვერც დაეწივნენ მოწინააღმდეგეს.
შტაბი არის გადასახილესებელი და სულ მცირე ოცი საკონტრაქტო მორაგბე გვჭირდება ბიჭებშიც და გოგოებშიც.

მეორე ტურში მგონი აქვთ მაინც შანსი უკეთესი შედეგი დადონ და შევიდნენ რვა საუკეთესოში.

ქომაგები
12:49 04-03-2025
0

სიახლეები პოპულარული