U18. ევროპის ღია ჩემპიონატი: "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" კანადას გადაუარეს

AutoSharing Option
7 აპრილს საფრანგეთში დაიწყო ევროპის ღია ჩემპიონატი 18-წლამდელ მორაგბეთა შორის. დავით ჩავლეიშვილის გუნდი მეოთხედფინალში კანადას შეხვდა და 43:3 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ქართველების უპირატესობა პირველივე ტაიმში დიდი იყო, რომელიც გუნდმა 31:3 მოიგო.

საქართველოს ნაკრების მეტოქე ნახევარფინალში იაპონიაა, რომელმაც ბელგიას 36:10 მოუგო. უმცროსი ბორჯღალოსნებისა და იაპონელების დაპირისპირება 11 აპრილს გაიმართება.

რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ღია ჩემპიონატი. 1/4 ფინალი
7 აპრილი
საქართველო-კანადა 43:3 (31:3)
საქართველო: 15. გიორგი ასათიანი, 14. კონსტანტინე მარჯანიშვილი, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ძაგნიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9.
საბა ხურცილავა; 1. ლუკა ჭელიძე, 2. სოსო ჭყოიძე, 3. ლუკა აზარიაშვილი, 4. ლუკა გელაშვილი, 5. საბა ჯღარკავა, 6. რატი ჟორჟოლიანი (კაპ.), 7. ბექა ყორიაული, 8. გიგი ლეშკაშელი.
სათადარიგოები: 16. გიორგი ახალაძე, 17. ვანო კარკაძე, 18. გია ხარაიშვილი, 19. ნიკა წივწივაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. რევაზ ხარაზიშვილი, 23. ლევან ნარიმანიძე, 24. ირაკლი სიმსივე, 25. იოანე იაშაღაშვილი, 26. გოჩა ჩანადირი.
6 ლელო: მარჯანიშვილი, ძაგნიძე (2, 4, 6), ლომიძე, ხარაიშვილი
5 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვულოცავ გინდა. დამსახურებულად გაიმარჯვეს. თამაშის რამდენიმე კომპონენტში ეს გუნდი უკეთესია, ვიდრე ძირითადი ნაკრები. მაგ., დერეფნები, ჰაერში თამაში. მაგრამ, გამოჩნდა ხარვეზებიც. მიყოლა, რაქის გაწმენდა - არ იყო სათანადო დონეზე. წარმატება იაპონიის წინააღმდეგ.
gogig
22:44 07-04-2017
0
ევროპის ჩემპიონატზე იაპონიას რა უნდა?
გიორგი
00:03 08-04-2017
0

სიახლეები პოპულარული