"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველ ტაიმში, რომელიც 15:3 მოიგეს, მეტოქეს 2 ლელო დაუდეს. შესვენების შემდეგ კი კიდევ 4 ლელო მიითვალეს და ტურნირის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდნენ.
რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც 15 აპრილს გაიმართება, ქართველი მორაგბეები მასპინელ საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
ამ ბიჭების სათამაშო სტილი ვფიქრობ საკმაოდ ახლოსაა იმასთან,რაც მილტონ ჰეიგს სურს დიდნაკრებში,საჭირო იქნება მხოლოდ ამ თამაშს დაემატოს ძველი გვარდიიის შერკინების სიმძლავრე და პირველი რიგის გუნდებთან უკვე საკმაოდ ახლოს ვიქნებით,უბრალოდ აქ გაჩნდება პრობლემა ჩვენი უკანახაზელების აყვანის ევროპის ტოპ ქვეყნებში.ჩვენი შერკინების მოთამაშეები სჯობნიან ადგილობრივებს და ამიტომ აჰყავთ თავიაანთ გუნდებში,მაგრამ უკანახაზელები თავისიც საკმარისი ჰყავთ და პრობლემა იქნება ჩვენი ახალგაზრდა უკანახაზელების დაწინაურებისა ტოპ ლიგებში.ეს კი შეაფერხებს მათ განვითარებას.საფრანგეთი ჩინებული გამომცდელია,მაგრამ ჩვენ ბიჭებსაც უკვე აქვთ მასთან თამაშის გამოცდილება და ვფიქრობ ღირსეულად ვითამაშებთ ფინალშიც.წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს.