"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" იაპონიასაც მოუგეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
დღეს, 11 აპრილს, საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთში მიმდინარე "რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატზე" 1/2-ფინალური შეხვედრა იაპონიის თანატოლთა გუნდთან ჩაატარა და მეტოქე ანგარიშით 42:17 დაამარცხა.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველ ტაიმში, რომელიც 15:3 მოიგეს, მეტოქეს 2 ლელო დაუდეს. შესვენების შემდეგ კი კიდევ 4 ლელო მიითვალეს და ტურნირის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდნენ.

რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც 15 აპრილს გაიმართება, ქართველი მორაგბეები მასპინელ საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 9 /
... და ერთს დავამატებდი, რომ არ დაიკარგოს უკანა ხაზელების ასე რუდუნებით გამოზრდილი ახალი თაობები, საჭიროა გაიზარდოს ჩვენი ჩემპიონატის დონე, უნდა ითამაშონ ევროტურნირებში და ფინანსური წახალისებაც აუცილებლად დასჭირდებათ ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს.
სოსო მართალი ხარ
11:33 12-04-2017
0
მომეწონა ბიჭების გარჯა,მაგრამ რაც არ მომეწონა იყო ის რომ,სათადარიგოდა თითქმის ყველა შეძახილი იყო დავაით ბიჭებო,დავაი. არა და მიდით ბიჭებო უკეთესი არიქნებოდაა??
jemali
11:16 12-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული