"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" იაპონიასაც მოუგეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
დღეს, 11 აპრილს, საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთში მიმდინარე "რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატზე" 1/2-ფინალური შეხვედრა იაპონიის თანატოლთა გუნდთან ჩაატარა და მეტოქე ანგარიშით 42:17 დაამარცხა.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველ ტაიმში, რომელიც 15:3 მოიგეს, მეტოქეს 2 ლელო დაუდეს. შესვენების შემდეგ კი კიდევ 4 ლელო მიითვალეს და ტურნირის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდნენ.

რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც 15 აპრილს გაიმართება, ქართველი მორაგბეები მასპინელ საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 9 /
... და ერთს დავამატებდი, რომ არ დაიკარგოს უკანა ხაზელების ასე რუდუნებით გამოზრდილი ახალი თაობები, საჭიროა გაიზარდოს ჩვენი ჩემპიონატის დონე, უნდა ითამაშონ ევროტურნირებში და ფინანსური წახალისებაც აუცილებლად დასჭირდებათ ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს.
სოსო მართალი ხარ
12 აპრილი 2017 11:33
0
მომეწონა ბიჭების გარჯა,მაგრამ რაც არ მომეწონა იყო ის რომ,სათადარიგოდა თითქმის ყველა შეძახილი იყო დავაით ბიჭებო,დავაი. არა და მიდით ბიჭებო უკეთესი არიქნებოდაა??
jemali
12 აპრილი 2017 11:16
0
ადმინ,ბოდიშს გიხდით საყვედურისათვის,რომ გავხსენი ჩემი წუხანდელი პოსტი არ იყო დადებული და რომ გადავამოწმე,უკვე დამხვდა.
სოსო
12 აპრილი 2017 10:08
0
ჩემი წუხანდელი პოსტი სად არის?
სოსო
12 აპრილი 2017 10:05
0
ნატახტარი ვისი ლუდია არვიცი მაგრამ რაგბი რომ ჩვენი თამაშია ეგ ასპროცენიანია.
მახო
12 აპრილი 2017 09:54
0
მხიარული თამაში გამოვიდა.ძალიან მომეწონნენ ჩვენებიმოლში და მარაოში,აიშერკინებაში კი რამდენჯერმე დავჯარიმდით,არა ძალის ნაკლებობის გამოარამედ წესების ე.ი.დისციპლინის დარღვევის გამო.კარგი იყო,რომ პრექტიკულად ყველა შეტევა შედეგიანი იყო,მაგრამ ცუდი ის იყო რომ ის ორი ლელოც ძალიან ადვილად გავუშვით,ეს კი ფრანგებთან იოლად არ ჩაგვივლის.
ამ ბიჭების სათამაშო სტილი ვფიქრობ საკმაოდ ახლოსაა იმასთან,რაც მილტონ ჰეიგს სურს დიდნაკრებში,საჭირო იქნება მხოლოდ ამ თამაშს დაემატოს ძველი გვარდიიის შერკინების სიმძლავრე და პირველი რიგის გუნდებთან უკვე საკმაოდ ახლოს ვიქნებით,უბრალოდ აქ გაჩნდება პრობლემა ჩვენი უკანახაზელების აყვანის ევროპის ტოპ ქვეყნებში.ჩვენი შერკინების მოთამაშეები სჯობნიან ადგილობრივებს და ამიტომ აჰყავთ თავიაანთ გუნდებში,მაგრამ უკანახაზელები თავისიც საკმარისი ჰყავთ და პრობლემა იქნება ჩვენი ახალგაზრდა უკანახაზელების დაწინაურებისა ტოპ ლიგებში.ეს კი შეაფერხებს მათ განვითარებას.საფრანგეთი ჩინებული გამომცდელია,მაგრამ ჩვენ ბიჭებსაც უკვე აქვთ მასთან თამაშის გამოცდილება და ვფიქრობ ღირსეულად ვითამაშებთ ფინალშიც.წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს.
სოსო
12 აპრილი 2017 02:53
0
ევროპის ღია ჩემპიონატია ბაჩო, ჩვენებმა ძალიან კარგად ითამაშეს,სწრაფად და ლაღად ბურთაობენ,ამათ თუ ასე გააგრძელეს მომავალში 10 საუკეთესო ნაკრებში ჩვენი ყოფნა ჩვეულებრივი ამბავი იქნება,
ნიკოლოზ
12 აპრილი 2017 00:24
0
ვერ გავიგე:კი მაგრამ იაპონია ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს?
ბაჩო გ
11 აპრილი 2017 23:55
0
ვულოცავ გუნდს და სამწვრთნელო შტაბს. უკვე კარგი შედეგია. მესამედ ზედიზედ გავდივართ ევროპის ჩემპიონატის ფინალში - ხუმრობა ხომ არ არის. მთავრობას ვურჩევ რაგბის დიდი ყურადღება მიაქციოს, თორემ არჩვენებში ხმას აღარ მივცემ.
gogig
11 აპრილი 2017 23:00
0

სიახლეები პოპულარული