"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველ ტაიმში, რომელიც 15:3 მოიგეს, მეტოქეს 2 ლელო დაუდეს. შესვენების შემდეგ კი კიდევ 4 ლელო მიითვალეს და ტურნირის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდნენ.
რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც 15 აპრილს გაიმართება, ქართველი მორაგბეები მასპინელ საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.