U20. საქართველო-ვესტერნ პროვინსი 64:19 - მესამე გამარჯვება აფრიკელებთან

AutoSharing Option

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების პერიოდში მეცხრე გამარჯვება მოიპოვეს. ჩვენმა გუნდმა სამხრეთაფრიკულ "ვესტერნ პროვინსთან" 8 დღეში მესამედ ითამაშა და პირველი მატჩის მსგავსად, დიდი სხვაობით გაიმარჯვა - 64:19.

მესამე თამაში წინა ორზე დაძაბული გამოდგა. მსაჯს წითელ-ყვითელი ბარათების გამოყენება ხშირად მოუწია. 2 წითელი ბარათი ქართველმა მორაგბეებმა მიიღეს. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ვესტერნ პროვინსის" მორაგბეები სამივე მატჩში არ ერიდებოდნენ აშკარა პროვოკაციებს.

"დღეს გუნდური თამაში ვაჩვენეთ. პირველი ორი შეხვედრის შემდეგ კარგად შევიკარით და მიმაჩნია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს მომზადებულები ვხვდებით. შეცდომები მესამე მატჩშიც
გვქონდა, თუმცა ხარისხით კმაყოფილი ვარ.

დარჩენილ დროს ზემოთ ნახსენები შეცდომების გამოსწორებას დავუთმობთ და მერე მსოფლიოს ჩემპიონატიც დაიწყება" - თქვა ნამატჩევს გუნდის კაპიტანმა ილია სპანდერაშვილმა.

ლადო კილასონია, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი:

"ამ სამი თამაშით კარგი გამოცდილება მივიღეთ. განსაკუთრებით, მესამე მატჩი გამოგვადგა, სადაც შერკინებაში მიწოლა გავაუქმეთ. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ძლიერი მხარე მხოლოდ შერკინება კი არა, გაშლილი თამაშიცაა. თუმცა, რა თქმა უნდა, შერკინება ერთ-ერთ მთავარ კოზირად რჩება.

მესიამოვნა, რომ თამაშის პირველმა ნახევარმა დიდ ბრძოლაში ჩაიარა. როდესაც ჩამოვრჩით, გუნდში დისციპლინა შენარჩუნდა, მობილიზება მოვახერხეთ და საბოლოოდ დიდი სხვაობით გავიმარჯვეთ.

მსოფლიოს ჩემპიონატამდე მსაჯებთან შეხვედრები გვექნება და ვიმუშავებთ დისციპლინის გაუმჯობესებაზე. გარდა ამისა, იმედი მაქვს, რომ მსოფლიოზე ასე "მტრულად განწყობილი" გუნდები არ იქნებიან".

საქართველოს ნაკრები
15. ლუკა იურინი, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. ბეჟან გავაშელიშვილი, 12. გიორგი წიკლაური, 11. დავით მესხი, 10. დავით მოძღვრიშვილი, 9. გელა აფრასიძე. 1. უჩა ჭეიშვილი, 2. ლევან პაპიძე, 3. გურამ გოგიჩაიშვილი, 4. ბექა საღინაძე, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ილია სპანდერაშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. არსენ მაჩალაძე.
16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გიორგი ნუცუბიძე, 18. რევაზ დუგლაძე, 19. კობა ჯიმშელეიშვილი, 20. გიორგი ნუცუბიძე, 21. ლუკა დვალიშვილი, 22. გიორგი გოგოლაძე, 23. აკაკი ტაბუცაძე, 24. საბა სვიმონიშვილი, 25. თორნიკე ჯალაღონია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
შედეგები დაგვიანებით ,თანაც მშრალად.ხომ შეიძლება უფრო დაწვრილებით ისაუბროთ,სტრიმი ყოფილიყო,ან ფრაგმენტები მაინც დაგედოთ.მაინტერესებდა,მაგრამ შედეგსაც კი ვერ ვიგებდი იმ დღისით.აი ამ თამაშშიც რა ხდებოდა?წითელი ბარათებიო,პროვოკაციებიო.ხომ შეიძლება უფრო ნორმალურად მატჩების შესახებ უფრო ვრცელი ანგარიშების გამოქვეყნება?მე ,პირადად ძალიან მაინტერესებს.
სოსო
13:47 08-05-2017
0
მარტალია ცოტა ნორმალური სტატია რო დაიდოს მგონი არიან ეს ბიცჰები გირსი და ცჰვენც მკიტხველები. 3 ტამასჰი იტამასჰეს და მარტო მიგეს ამა და ამ ანგარისჰიტ და ვსიო
levani
14:28 08-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული