U20. მსოფლიო რაგბის ჩემპიონატი: კალენდარი და სხვა საჭირო ინფორმაცია

AutoSharing Option
31 მაისს თბილისსა და ქუთაისში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება.

შეჯიბრში 12 საუკეთესო ახალგაზრდული ნაკრები ჩაებმება.

ტურნირის მონაწილე ნაკრებები სამ ჯგუფში არიან განაწილებულნი:

A ჯგუფი: ინგლისი, ავსტრალია, უელსი, სამოა
B ჯგუფი: ირლანდია, ზელანდია, შოტლანდია, იტალია
C ჯგუფი: არგენტინა, სამხრეთი აფრიკა, საფრანგეთი, საქართველო

ჯგუფური ეტაპის მატჩები 31 მაისს დაიწყება და 8 ივნისს დასრულდება.

მატჩების განრიგი:

31 მაისი

A ჯგუფი. ავჭალა

ინგლისი-სამოა 13:00
ავსტრალია-უელსი 20:30

B ჯგუფი. ქუთაისი
ახალი ზელანდია-შოტლანდია 13:00 
ირლანდია-იტალია 15:30

C ჯგუფი. ავჭალა

სამხრეთი აფრიკა-საფრანგეთი 15:30
არგენტინა-საქართველო 18:00

4
ივნისი

C ჯგუფი. ავჭალა
არგენტინა-საფრანგეთი 13:00
სამხრეთი აფრიკა-საქართველო 18:00

B ჯგუფი. ქუთაისი
ირლანდია-შოტლანდია 13:00
ახალი ზელანდია-იტალია 15:30

A ჯგუფი. ავჭალა
ავსტრალია-სამოა 15:30
ინგლისი-უელსი 20:30

8 ივნისი

A ჯგუფი. ავჭალა
უელსი-სამოა 13:00
ინგლისი-ავსტრალია

B ჯგუფი. ქუთაისი
შოტლანდია-იტალია 13:00
ირლანდია-ახალი ზელანდია 15:30

C ჯგუფი. ავჭალა
არგენტინა-სამხრეთი აფრიკა 15:30
საფრანგეთი-საქართველო 18:00

აღსანიშნავია, რომ ტურნირი შეცვლილი წესებით გაიმართება, რომელმაც გამოცდა უკვე გაიარა სამხრეთ ნახევარსფეროში.

წესების შესახებ ვრცლად იხილეთ აქ - U20. ახალი წესები მსოფლიოს ჩემპიონატზე

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ყველა გუნდი ნახევარფინალურ სტადიაში გადაინაცვლებს, შემდეგ კი ყველა გუნდი ფინალურ სტადიაში ითამაშებს, სადაც შესაბამისი ადგილებისთვის იბრძოლებენ.

პლეი ოფის შეხვედრები თბილისში, "ავჭალასა" და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ნახევარფინალები 13 ივნისს ჩატარდება, ხოლო ფინალები - 18 ივნისს.

ყველა მატჩის პირდაპირი ტრანსლირება, რომელიც ერთმანეთს დროში არ ემთხვევა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხის ეთერში მოხდება.

ასევე არ გამოგრჩეთ ინფორმაცია ბილეთების შესახებ.

- ექვსი რამ, რაც მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უნდა იცოდეთ
მკითხველის კომენტარები / 5 /
სამი ჯგუფიდან სამი გამარჯვებული და საუკეთესო მეორეადგილოსანი ფლეიოფებით გაითამაშებენ 1-4 ადგილს (ანუ ორ ნახევარფინალში გამარჯვებული ერთმანეთს შეხვდება 1-2 ადგილისთვის, დამარცხებულები იბრძოლებენ ბრინჯაოსთვის)
სამი ჯგუფიდან ბოლო ადგილებზე გასულები და უარესი მესამეადგილოსანი მსგავსი სქემით ფლეიოფებით) გაითამაშებენ 9-12 ადგილებს და ბოლო ადგილზე გასული ჩამოქვეითდება მსოფლიო ალაფაზე
დარჩენილი 4 გუნდი(უარესი 2 მეორეადგილოსანი და საუკეთესო 2 მესამეადგილოსანი) გაითამაშებენ 5-8 ადგილებს.

ასე რომ ყველა გუნდი ითამაშებს 5 მატჩს.
რამაზ
31 მაისი 2017 11:02
0
ჩვენ საბოლოოდ ალბათ სამოასთან, იტალიასთან და შოტლანდიასთან გვექნება საბრძოლი
მერაბი გ.
31 მაისი 2017 05:29
0
ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირი ტარდება და საერთოდ არ შუქდება ტელევიზიებით სირცხვილია
levani
30 მაისი 2017 20:10
0
მოკლედ, ნამეტანი უაზროდ წერენ ეს ჟურნალისტები, კერძოდ ვერ გაიგებ ნახევარფინალებში ვინ ვის ხვდება, ასევე ფინალურ სტადიაზე როგორ წყვილდებიან. თქვენ შეიძლება იცოდეთ და სხვასაც გაგვიზიარეთ
zviadi
30 მაისი 2017 17:27
0
მოკლედ ნოლია რა პიარი ესეთი ძლიერი ჩემპიონატი ტარდება და ძინავს ყველას. რა ხდება, აღარ გვაღირსებენ არაფერს რა სირცხვილია.
david
30 მაისი 2017 15:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული