U20. მ/ჩ: ორი ქართული ლელო - საქართველო არგენტინასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
31 მაისს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩ გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები არგენტინას შეხვდა.

თბილისში "ავჭალაზე" გამართული შეხვედრა საქართველოს ნაკრების მარცხით ანგარიშით 26:37 დასრულდა.

მატჩი საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო და საქართველოს ნაკრები წინ გავიდა. მე-5 წუთზე გელა აფრასიძემ ჯარიმა ზუსტად შეასრულა - 3:0.

თუმცა ორ წუთში არგენტინა დაწინაურდა. ლელოს ავტორი მარკოს კრემერი გხადა. მე-11 წუთზე არგენტინამ კიდევ ერთი ლელო დადო, თუმცა მსაჯმა ის გააუქმა არგენტინელის მიერ მეტოქე მორაგბის ბლოკირების გამო. ამის მიუხედავად მეტოქემ მაინც შეძლო ლელოს დამიწება, ამჯერად ეს ლუჩანო გონსალეს-რიძონიმ
შეძლო.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელებმა ვერც ერთი გარდასახვა გაიტანეს.

მე-18 წუთზე კი გელა აფრასიძემ 58 მეტრიდან ჯარიმა დაარტყა და საქართველოს კიდევ 3 ქულა მოუტანა - 6:10.

- გელა აფრასიძის საოცარი საჯარიმო დარტყმა 58 მეტრიდან [VIDEO]

25-ე წუთზე სანტიაგო რუის მიითვალა ლელო, ხოლო ტომას ალბორნოს გარდასხვა გაიტანა და არგენტინამ სხვაობა გაზარდა - 17:6.

35-ე წუთზე გელა აფრასიძემ შორეული დარტყმით კვლავ გაიტანა ჯარიმა და ანგარიში 9:17 გახადა.

38-ე წუთზე აფრასიძემ რიგით მეოთხე ჯარიმა შეასრულა და ამჯერად სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა - 12:17.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე არგენტინელებმა ორი ჯარიმის გატანა შეძლეს და ანგარიში 23:12 გახადეს.

"უმცროს ბორჯღალოსნებს" ლელოს დადების რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ქართველების მცდელობები არ გამართლდა, თუმცა აღსანიშნავია არგენტინელების დაცვაც, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე იყო.

62-ე წუთზე მატია სოსამ ლელო დადო არგენტინას 5 ქულა დაუმატა, გარდასახვა მეტოქემ ზუსტად გაიტანა და ანგარიში 12:30 გახდა.

66-ე წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ტურნირის პირველ შეხვედრაში პირველი ქართული ლელო დადეს. ლელოს ავტორი გიორგი კვესელაძე გახდა. გელა აფრასაიძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 19:30 გახდა.

თუმცა 68-ე წუთზე არგენტინამ ისევ გაგვიჭრა ხაზი და მორიგი ლელო დადო 19:37. ლელოს ავტორი ვაუტისტა სტავილე-ვრავინი გახდა.

72-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა არგენტინას მეორე ლელო დაუდო. ლელოს დამიწება უჩა ჭეიშვილმა შეძლო, ხოლო გიორგი გოგოლაძემ გარდასახვა გაიტანა და ანგარიში 26:37 გახდა.

- U20. საქართველოს ნაკრების ლელოები არგენტინასთან მატჩში [VIDEO]

ჯგუფში ამ დროისთვის შემდეგი მდგომარეობაა:

C ჯგუფში თ მ ფ წ +- ქ
არგენტინა 1 1 0 0 37:26 5
სამხრეთ აფრიკა 1 0 1 0 23:23 2
საფრანგეთი 1 0 1 0 23:23 2
საქართველო 1 0 0 1 26:37

მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 ივნისს სამხრეთ აფრიკასთან 18:00 საათზე გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 37 /
კი, ძალიან გულიანად და "ჯიგრულად" ითამაშეს, მაგრამ ჯგუფში ისეტი ტრადიციისა და სიძლიერის მქონე გუნდებია, მათთან მოგება ამ გუნდით, მხოლოდ ფანტაზიის სფეროა. თუმცა კარგი ისაა, რომ ასეთ გუნდებთან შხვედრებში, მაგრად ვიზრდებით. არგენტინა კი, უპირველესი ფავორიტი მგონია.
ზაალი
01 ივნისი 2017 12:58
0
zangura, ძალიან კარგია, რომ სხვებისაგან განსხვავებით რაგბის "გარტყმაში" ხარ, მაგრამ შენი ზედმიწევნით რაგბის კარგ ცოდნას, შენ თვითონვე აკნინებ, სხვისი (ვინც გარტყმაში არ არის)აზრების შეურაცყოფის გამო. ანუ გამოდის, რომ საურთიერთო ენის ცოდნის "გარტყმაში" არ ხარ. ისე, თუ ასე ძალიან ჩახედული ხარ ამ საქმეში, ერთი რჩევა მაინც მიგეცა, ამ მართლაც მომავლის ბიჭებისათვის, დაცვას მიხედონ, დაცვას!!!!
mamu
01 ივნისი 2017 12:47
0
ერთ დონეზე კიარ გავჩერდით მეტოქე იყო ჩვენზე ერთი თავით მაღლა ეს ერთი და მეორე ჩვენ ეხლა ვცდილობთ მათ დაწევას ეს გზა არგენტინამ უკვე გაიარა ისე არ გვაწყენდა უფრო გამოცდილი მწვრთნელი რაც შეეხება შეცდომებს ეს მოსალოდნელიც იყო ჩვენხომ ეხლა ვიწყებთ ფაქტიურად ამ დონეზე თამაშს.მოვა მალე ის დროც როცა ტოლი სწორად ვეთამაშებით მაგათაც დროუნდა ყველაფერს დრო და გამოცდილება.ეჭვიც არ მეპარება რო აქედან ერთი ოთხი ხუთი კაცი დიდ რაგბს ითამაშებს.
quTaiseli
01 ივნისი 2017 12:37
0
ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი წერს კომენტარს ვისაც ეყობა, რომ რაგბის გარტყმაში არ არის, ან კიდევ რაგბს რადიოში უსმენს ტელევიზორში ყურების ნაცვლად და ისე აკეთებს კომენტარს.
გუშინდელი თამაში იყო ტურნირის ერთ ერთი საუკეთესო თამაში, რომელსაც ბოლო წამამდე დაძაბულობა არ მოკლებია. ორივე გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. რათქმაუნდა გვქონდა შეცდომები, მითუმეტეს დაცვაში, მაგრამ ჩვენ ვეთამაშებოდით არგენტინას. არგენტინა კიდევ ვინც არ იცის ვეტყვი, რომ არის ამ ფორმაციის "ბობოლა" და ერთ ერთი საუკეთესო ნაკრები, რომელსაც ტურნირის მოგებაზე აუცილებლად ექნება პრეტენზია. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცეებს გონიათ კაჭარავას და ნემსაძის თაობას ვერ ჩაანაცვლებენ ეს ბიჭები, უბრალო მართლა არ ვიცი მაგაზე რა კომენტარი გავაკეთო.
მადლობა ბიჭებს თვდადებული თამაშისთვის.
შემდეგი თამაშები დარწმუნებული ვარ უკეთესი იქნება.
zangura
01 ივნისი 2017 12:03
0
ზოგიერთმა დაწერა რაგბი არ არის ჩვენი თამაშიო,ამას არ დავეთანხმები,რაგბი ნამდვილად,ჩვენი,ქართველების თამაშია,რაგბი უმაგრესი სპორტია,დანარჩენში კი შემიძლია ძალიან კრიტიკული ვიყო.
R
01 ივნისი 2017 11:43
1
რაღაც,ერთ დონეზე ვბუქსაობთ...
status quo
01 ივნისი 2017 10:42
0
პირველ რიგში, ბრავო ბიჭებს თავდადებისთვის, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა, რომ არგენტინა თითქოს ძალებს ინახავდა მომდევნო შეხვედრებისთვის და თან ჩვენც გვათამაშებდა. როცა დასჭირდა კი დაგვიდეს ლელო, მოკლედ ორი ძაან განსხვავვებული დონის გუნდი თამაშობდა, შერკინებაშიც არ გვქონდა უპირატესობა, პირიქით შერკინებიდან ამოღებული ბურთი დაალელოვეს. ბორჯღალოსნების მთავარი პრობლემა არის ბურთის გადატანა მეტოქის ნახევარზე, სისწრაფე და შეტევის ბოლომდე მიყვანა, თორე მარტო დაეჯახე გადაეჯახეთი, რუმინეთთანაც ვეღარ გახვალ ფონს.
Chiquito
01 ივნისი 2017 09:54
0
რას წერთ ხალხო? რა ცუდი მომავალი? გორგოძის თაობას ამ ასაკში არც მიუსუნია ამ დონეზე. ამ ნაკრებიდან 5-6 კაცი 2-3 წელიწადში ნაკრებში ღირსეულად ჩაანაცვლებს ამ თაობას. არგენტინა არის დღეს ამ ასაკში ერთ -ერთი საუკეთესო გუნდი და ამ შეჯიბრების ფავორიტი!!! დავმარცხდით ჩვენივე შეცდომებით და გამოუცდელობით. არგენტინამ შარშან ამ სასტავით ანუ 1 წლით პატარებით გავიდა მე-3 ადგილზრე ! წელს რა ხოდზე არიან ხო ხვდებით
musi
01 ივნისი 2017 09:17
0
მადლობა ბიჭებს, რაც შეეძლოთ ჩადეს ამ თამაშში, უბრალოდ თვალში საცემი იყო მესამე ხაზის განსაკუთრებით 6-7 ნომრების ძალიან სუსტი თამაში. ზოგადად დაცვა აშკარად სუსტად ვითამაშეთ, რაც იმედია მომავალში გამოსწორდება.
Dacvas mimixede
01 ივნისი 2017 08:25
0
კომენტარების დიდ ნაწილში ძალიან ბნელა. წარმოდგენა რომ არ აქვთ რაზე ლაპარაკობენ, მაგრამ მაინც რომ ლაპარაკობენ.
სანდრო
01 ივნისი 2017 08:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული