U20. მ/ჩ: ორი ქართული ლელო - საქართველო არგენტინასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
31 მაისს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩ გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები არგენტინას შეხვდა.

თბილისში "ავჭალაზე" გამართული შეხვედრა საქართველოს ნაკრების მარცხით ანგარიშით 26:37 დასრულდა.

მატჩი საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო და საქართველოს ნაკრები წინ გავიდა. მე-5 წუთზე გელა აფრასიძემ ჯარიმა ზუსტად შეასრულა - 3:0.

თუმცა ორ წუთში არგენტინა დაწინაურდა. ლელოს ავტორი მარკოს კრემერი გხადა. მე-11 წუთზე არგენტინამ კიდევ ერთი ლელო დადო, თუმცა მსაჯმა ის გააუქმა არგენტინელის მიერ მეტოქე მორაგბის ბლოკირების გამო. ამის მიუხედავად მეტოქემ მაინც შეძლო ლელოს დამიწება, ამჯერად ეს ლუჩანო გონსალეს-რიძონიმ
შეძლო.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელებმა ვერც ერთი გარდასახვა გაიტანეს.

მე-18 წუთზე კი გელა აფრასიძემ 58 მეტრიდან ჯარიმა დაარტყა და საქართველოს კიდევ 3 ქულა მოუტანა - 6:10.

- გელა აფრასიძის საოცარი საჯარიმო დარტყმა 58 მეტრიდან [VIDEO]

25-ე წუთზე სანტიაგო რუის მიითვალა ლელო, ხოლო ტომას ალბორნოს გარდასხვა გაიტანა და არგენტინამ სხვაობა გაზარდა - 17:6.

35-ე წუთზე გელა აფრასიძემ შორეული დარტყმით კვლავ გაიტანა ჯარიმა და ანგარიში 9:17 გახადა.

38-ე წუთზე აფრასიძემ რიგით მეოთხე ჯარიმა შეასრულა და ამჯერად სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა - 12:17.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე არგენტინელებმა ორი ჯარიმის გატანა შეძლეს და ანგარიში 23:12 გახადეს.

"უმცროს ბორჯღალოსნებს" ლელოს დადების რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ქართველების მცდელობები არ გამართლდა, თუმცა აღსანიშნავია არგენტინელების დაცვაც, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე იყო.

62-ე წუთზე მატია სოსამ ლელო დადო არგენტინას 5 ქულა დაუმატა, გარდასახვა მეტოქემ ზუსტად გაიტანა და ანგარიში 12:30 გახდა.

66-ე წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ტურნირის პირველ შეხვედრაში პირველი ქართული ლელო დადეს. ლელოს ავტორი გიორგი კვესელაძე გახდა. გელა აფრასაიძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 19:30 გახდა.

თუმცა 68-ე წუთზე არგენტინამ ისევ გაგვიჭრა ხაზი და მორიგი ლელო დადო 19:37. ლელოს ავტორი ვაუტისტა სტავილე-ვრავინი გახდა.

72-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა არგენტინას მეორე ლელო დაუდო. ლელოს დამიწება უჩა ჭეიშვილმა შეძლო, ხოლო გიორგი გოგოლაძემ გარდასახვა გაიტანა და ანგარიში 26:37 გახდა.

- U20. საქართველოს ნაკრების ლელოები არგენტინასთან მატჩში [VIDEO]

ჯგუფში ამ დროისთვის შემდეგი მდგომარეობაა:

C ჯგუფში თ მ ფ წ +- ქ
არგენტინა 1 1 0 0 37:26 5
სამხრეთ აფრიკა 1 0 1 0 23:23 2
საფრანგეთი 1 0 1 0 23:23 2
საქართველო 1 0 0 1 26:37

მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 ივნისს სამხრეთ აფრიკასთან 18:00 საათზე გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 37 /
რაგბი ბევრად უფრო ძნელი თამაშია ვიდრე ფეხბურთი. ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს. არგენტინა დიდი ქვეყანაა და ჩვენზე ბევრად არიან დაჭინაურებულები ყოველ მხრივ. Mე როდესაც ვთამაშობდი ეს არც დაგვესიზმრებოდა და რომც დაგვსიზმრებოდა ალბათ 200 ქულით წავაგებდით. ასე რომ უნდა გვიხაროდეს ამდენი ძლიერი ახალგაზრდა თავდადებულად რომ შრომობს რომ ასეთი გამართული თამაში აჩვენეს და ტოლი არ დაუდეს. ასეთ დიდი ტურნირის გამართვა და დამსახურება ადვილი არ არის. მე მიდნა ყველა იმ მოთამაშეს, მწვრთნელს, მშობელს, დამხმარე პერსონალს გადავუხადო მადლობა რომ ასე წინ მიდის ქართული რაგბი როდესაც 80-იანების დასაწყისში მოედანიც არ იყო სავარჯიშოდ და ყველა გუნდი ფიზკულტურულის გაქვავებულ გრუნტზე ერთად ვიტყავებით თავფეხს. აბა ლოკომოტივზე ვინ შეგიშვებდა მაშინ?
niko
05:02 01-06-2017
0
მადლობა ბიჭებს, რაც შეეძლოთ ჩადეს ამ თამაშში, უბრალოდ თვალში საცემი იყო მესამე ხაზის განსაკუთრებით 6-7 ნომრების ძალიან სუსტი თამაში. ზოგადად დაცვა აშკარად სუსტად ვითამაშეთ, რაც იმედია მომავალში გამოსწორდება.
Dacvas mimixede
08:25 01-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული