U20. საქართველო-არგენტინა 26:37 - ვიბრძოლეთ, ვითამაშეთ, დავმარცხდით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 მაისს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ მატჩში არგენტინელი თანატოლების წინააღმდეგ ითამაშა და დაძაბულ ორთაბრძოლაში 26:37 დამარცხდა.

არგენტინის ნაკრები შარშან მანჩესტერში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელია. ცხადია, ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს, რა დონის გუნდთან ჰქონდათ საქმე "უმცროს ბორჯღალოსნებს". სამრეთამერიკელებს, ცხადია, წლევანდელ ტურნირზეც სერიოზული მიზნები აქვთ.

მით უფრო სასიამოვნოა, რომ ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს ტოლი თუნდაც ბრძოლის ჟინში არ დაუდეს. მეტიც, რამდენიმე მათი დერეფანიც მოიგეს. საკუთარ შერკინებაში კი მუდმივად უპირატესობა ჰქონდათ და არც არგენტინელების შერკინებისას აძლევდნენ
მოწინააღმდეგეს ბურთის იოლად გატანის საშუალებას.

"პუმიტასის" ძლიერი მხარეები ცნობილია. დიდი ფიზიკური ძალა, სისწრაფე, რაკში შესანიშნავი თამაში, გადაწყვეტილებების სწრაფად და, რაც მთავარია, სწორად მიღება. ამ კომპონენტებში "უმცროსი ბორჯღალოსნები" მეტოქეს ჩამორჩებოდნენ.

ძნელია ვინმეს გამოყოფა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრაში ჩვენი გუნდის ცხრა ნომერმა გელა აფრასიძემ სრულად გაამართლა მასზე ჩემპიონატის წინ გაცემული ავანსი. ის მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მის მიერ კარში დარტყმულმა ყველა ბურთმა მიზანს უწია. ერთი საჯარიმო გელამ სულაც 55 მეტრიდან გაიტანა, ერთიც ზედ ცენტრიდან (50 მეტრი).

არაფერი გაუფუჭებია და თამაშს შეძლებისდაგვარად გეზავდა 17 წლის თედო აბჟანდაძე. აშკარად ჩანს, რომ მას მეტი შეუძლია.

ცხადია, ახლა ადვილია თქმა, რომ არა ის ელემენტარული შეცდომები დაცვაში, ანგარიში სულ სხვა იქნებოდაო. ფაქტია, რომ შეცდომას მეტოქის კარგი თამაში თუ დაგაშვებინებს. არგენტინის ნაკრები კი კარგი რაგბის მოთამაშე გუნდია.

შესაქებია ჩვენი ბიჭების მონდომება. მეორე ტაიმი "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა", უმეტესწილად, მეტოქის მოედნის ნახევარზე გაატარეს. ორი ლელოც გაიტანეს, მაგრამ გამარჯვება მაინც არგენტინას დარჩა, რომელმაც მატჩში ხუთი ლელო მიითვალა.

ჩვენი ბიჭებიდან თითო ლელო შეცვლაზე შესულების, გიორგი კვესელაძისა და უშანგი ჭეიშვილის ანგარიშზეა.

აფრასიძემ ოთხი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა. ერთი ლელო კი ასევე შეცვლაზე შესულმა გიორგი გოგოლაძემ გარდასახა.

წუთი წუთში
მე-2 წუთი: დაინიშნა პირველი საჯარიმო საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
მე-3 წუთი: მოვიგეთ პირველი საკუთარი დერეფანი.
მე-6 წუთი: საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერმა გელა აფრასიძემ საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა - 3:0.
მე-8 წუთი: არგენტინელებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს და მარჯვენა ფრთაზე მარკოს კრემერმა ლელო გაიტანა. გარდასახვა ვერ გაიტანეს - 5:3.
მე-11 წუთი: დაინიშნა პირველი შერკინება.
მე-13 წუთი: არგენტინის ნაკრებმა დერეფანი სუფთად მოიგო, მოლი ააგორა და ჩათვლის მოედანში შეაღწია. გარდასახვა ამჯერადაც ვერ გამოიყენეს - 10:3.
მე-19 წუთი: აფრასიძემ საჯარიმოს დარტყმა 55 მეტრიდან გადაწყვიტა და არც შემცდარა - 6:10.
26-ე წუთი: არგენტინელებმა საკუთარი შერკინება ისევ მოიგეს, სწრაფად შეუტიეს და რვა ნომერმა სანტიაგო რუისმა გაიტანა. მგეზავმა ტომას ალბორნოსმა ამჯერად გარდასახა - 17:6.
34-ე წუთი: აფრასიძემ საჯარიმოდან გაიტანა - 9:17.
38-ე წუთი: აფრასიძემ საჯარიმო ამჯერად 50 მეტრიდან დაარტყა და ანგარიშში სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირა - 12:17.
44-ე წუთი: ალბორნოსმა საჯარიმოთი კიდევ უფრო დააწინაურა არგენტინელები - 20:12.
47-ე წუთი: თავი ისევ ალბორნოსმა გამოიჩინა. მან მორიგი საჯარიმო დაარტყა ზუსტად - 23:12.
62-ე წუთი: არგენტინელებმა ისევ მოლით სცადეს შეტევა, მაგრამ შეფერხდნენ. თუმცა, ცხრა ნომერი მატიას საუსე მოლს მოწყდა და ლელო გაიტანა. ალბორნოსმა გარდასახა - 30:12.
67-ე წუთი: საქართველოს ნაკრებმა ხანგრძლივი, მრავალფაზიანი შეტევა განახორციელა და ლელო არგენტინელებს შეცვლაზე შესულმა გიორგი კვესელაძემ გაუტანა. აფრასიძემ გარდასახა - 19:30.
69-ე წუთი: არგენტინელებმა საპასუხო შეტევა განახორციელეს და ანგარიშში სხვაობა ისევ აღადგინეს - 37:19.
71-ე წუთი: "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მარჯვენა ფრთაზე დერეფნიდან მოლი ააგორეს და ლელო შეცვლაზე შესულმა უშანგი ჭეიშვილმა გაიტანა. გარდასახვა გიორგი გოგოლაძემ დაარტყა ზუსტად - 26:37.

მატჩის შემდეგ
- ილია მაისურაძე: არგენტინასთან მატჩი ჩვენთვის ბევრი სიკეთის მომტანი იქნება
- ილია სპანდერაშვილი: არგენტინასთან თამაშს დღესვე დავივიწყებთ

U20. მსოფლიოს ჩემპიონატი. C ჯგუფი. I ტური
საქართველო-არგენტინა 26:37
საქართველო (15-9) მოდებაძე, მიმინოშვილი, გავაშელიშვილი, წიკლაური, მესხი, აბჟანდაძე (გოგოლაძე 60), აფრასიძე (დვალიშვილი 71). (1-8) გოგიჩაიშვილი (ჭეიშვილი 50), ლ.პაპიძე (ზამთარაძე 69), ტაბიძე (გ.პაპიძე 50, ტაბიძე 67), საღინაძე, ჯიმშელეიშვილი (ჯაიანი 65), ნუცუბიძე, სპანდერაშვილი, მაჩალაძე (ჯალაღონია 57).
2ლ: კვესელაძე, ჭეიშვილი. 2გ: აფრასიძე, გოგოლაძე. 4ს: აფრასიძე.
არგენტინა (15-9) დელგუი, მალანოსი, ფერარიო, კასტილიონი, გონსალესი (ოლვედო 69), ალბორნოსი, საუსე (გარსია 74) (1-8) პულეჯა (მარტინესი 58), გონსალესი, ლუნა (ტარტერი 50), მოლინა, პაულოსი (მილანი 50), სტავილე, კრემერი, რუისი.
5ლ: კრემერი, ბრავინი, გონსალესი, რუისი, საუსე. 3გ: ალბორნოსი (2), დაირო. 2ს:ალბორნოსი (2)
მსაჯი: პიერ ბრუსე (საფრანგეთი)

საფრანგეთი-სამ. აფრიკა 23:23
საფრანგეთი: 3ლ - ბურსოი, დუფუ, კუიუ. 2ს,გ - ნტამაკი.
სამ.აფრიკა: 2ლ - ავგუსტუსი (2). 3ს,2გ - ბოსხი

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. არგენტინა 1 1 0 0 +11 5 1
2. საფრანგეთი 1 0 1 0 0 2 0
3. სამ. აფრიკა 1 0 1 0 0 2 0
4. საქართველო 1 0 0 1 -11 0 0

II ტური
არგენტინა-საფრანგეთი
საქართველო-სამ. აფრიკა

A ჯგუფი
ინგლისი-სამოა 74:17
ინგლისი: 12ლ - მალინსი, სტრიტი, მიჩელი, კნაითი, მერსერი (2), მორისი (2), იბიტოი (2), კროსდელი. 7გ - მალინსი (4), უმაგა (3).
სამოა: 2ლ - ფილიპო (2). 2გ - პაისამი

ავსტრალია-უელსი 24:17
ავსტრალია: პერესი, ჰოლმსი, ჰატჩისონი. 3გ - გოდარდი, ნიკიფორა (2). ს - გოდარდი
უელსი: 2ლ - ბლეკერი, ლუისი. 2გ,ა - რობსონი

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ წ ფ ბ ქ პ
1. ინგლისი 1 1 0 0 +57 5 1
2. ავსტრალია 1 1 0 0 +7 4 0
3. უელსი 1 0 0 1 -7 1 1
4. სამოა 1 0 0 1 -57 0 0

II ტური
ავსტრალია-სამოა
ინგლისი-უელსი

B ჯგუფი
ირლანდია-იტალია 21:22
ირლანდია: 2ლ - ნეში (2) 3ს, - დინი (2), ფრევლი. გ - დინი
იტალი: 3ლ - ცლოფი, ფისკეტი, ბიანკი. 2გ - კლოფი, რიზი. ა - რიზი.

ახ. ზელანდია-შოტლანდია 42:20
ახ.ზელანდია: 6ლ - ფაინგაანუკუ (3), აუმუა, ლეგერი, პაპალიი. 3გ,2ს - ფალკონი.
შოტლანდია: 3ლ - გრეჰემი, ჰელვიკი, ჰენდერსონი. გ - ენდერსონი. ს - ისტგეითი

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ახ. ზელანდია 1 1 0 0 +22 5 1
2. იტალია 1 1 0 0 +1 4 0
3. ირლანდია 1 0 0 1 -1 1 1
4. შოტლანდია 1 0 0 1 -22 0 0

II ტური
ირლანდია-შოტლანდია
ახ. ზელანდია-იტალია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 34 /
ძალიანაც კარგი ბიჭები გვყავს, ნუ წუწუნებთ ყველაფერზე, პროგრესი საგრძნობია 12 უძლიერესში ვართ ისეთ ქვეყნებს გაუსწარით გახსენებაც კი მაოცებს. ერთბაშად არაფერი მოდის დიდი შრომა ჭირდება
nika
01 ივნისი 2017 15:24
0
საწყის წუთებში ნერვიულობის და ინდივიდუალური შეცდომების გამო წავაგეთ,დასანანია.მადლობა ბიჭებს არგენტინასთან ტოლსწორად თამაშითვის.ჩვენი ბავშვური შეცდომები რომ არა არგენტინას ალბათ კლასი და გამოცდილებაც არ უშველიდა.მეორე ტაიმში დავჯაბნეთ .სტატიკაში ძალიან კარგად ვითამაშეთ,დინამიკაც კარგი იყო.ცალი ფეხი შევდგით ელიტაში ჩემი აზრით.ექვსი ერი უნდა დაფიქრდეს უკვე და ამ ასაკში მაინც დაუშვან საქართველოს ნაკრები.
ალექს
01 ივნისი 2017 15:12
0
ჰოდა რომა ფეხბურთის სექციაში წერე ლექციები. გავიგეთ რო ფეხბურთზე გადარეულებს ებოღმებათ რაგბის მცირე პროგრესიც. წაგებაც არის და წაგებაც, მოგებაც არის და მოგებაც. ამის აზრი იცი???
giga
01 ივნისი 2017 14:53
0
მეგობრებო შეგახსენებთ,რომ ისწავლოთ კამათი,ურთიერთ პატივისცემა და სხვისი აზრის პატივისცემა,სხვანაირად ეს ყველაფერი უზრდელობაა და მეტი არაფერი,ეს ჩემი აზრია და მორჩა,გინდა გაიზიარე,არ გინდა კარგად იყავი,არ შემიძლია არ ავღნიშნო ამ 6-7 წლის წინ ჩვენი 17 წლამდელები ფეხბურთში ევროპაზე ნახევარფინალში,რომ გავიდნენ და რუმინელმა მსაჯმა მართლაც,რომ წააგებინა ის მატჩი ჩვენს ბიჭებს,გახსოვთ რა კომენტარები იწერებოდა მაშინ,მოიძიეთ,ნახეთ,რომ ეს ბიჭები 4-5 წელიწადში ვარსკვლავები იქნებოდნენ და რა კარგი შევსება ელოდება ჩვენს ნაკრებს და ა.შ.ძალიან მაინტერესებს სად არიან ეს ბიჭები დღეს?არა მარტო 17 წლამდელებმა,იმ პერიოდში 19 წლამდელებიც დიდ წარმატებებს აღწევდნენ,მაგრამ გამოჩნდა ვინმე მაგარი? არა,საქმე იმაშია,რომ გაიგეთ ბოლოს და ბოლოს,რომ 17,18,19 და 20 წლამდელებმა შეიძლება მიაღწიონ წარმატებას,ამ ასაკებში დონეები თითქმის თანაბარია,მაგრამ შემგომში ყველაფერი იცვლება და ქრება ყველაფერი,თუ ის ნამდვილი ნიჭიერება არაა და შესაბამისი პირობები და ყურადღება არ მიექცა,აი ესაა პრობლემა და ამას ჰქვია ძველი და ახალი აზროვნება,საქარტველოს ნაკრები,რომ ჯგუფს 0-ლი ქულით დაამთავრებს,საკუთარ კედლებში,ეს არ არის პროგრესი.რაც შეეხება პატარა ქვეყანას,პატარა ქვეყანა იყო ურუგვაი,მაგრამ ორჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში,აიაქს სამჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა,დანია ევროპის ჩემპიონი იყო,ასე,რომ ნუ აპელირებთ ასეთ რაღაცეებზე.არ გეგონოთ,რომ მე არ მინდოდეს ჩემი ქვეყნის წინსვლა და გამარჯვება,მაგრამ ფუჭი იმედები არც მე მარგებს და არც ჩემს ქვეყანას,ჯერ გადავხტეთ და ღმერთმა ქნას,რომ გადავხტეთ და ჰოპლა მერე დავიძახოთ.
roma
01 ივნისი 2017 14:51
0
რაც შეეხება წაგებას, კი ბატონო შეიძლება რომ ღირსეული იყოს, იმიტომ რომ ეს სპორტია და ხან მოიგებ და ხან წააგებ. ჩემი აზრით ჩვენ ქვეყანას არასრულფასოვანი და არასწორი ამბიცია ღუპავს. ანუ შედეგი მხოლოდ მოგება თუა მაშინ თქვენივე თქმით N1 სპორტულ სახეობას ალბათ აგერ უკვე სამი ათეული წელია აღარ უყურებთ ხო? :)
xvistani
01 ივნისი 2017 14:51
0
რომა
მეგობარო
მეც იმ ასაკის ვარ,ქართველი
მართლა ფეხბურთელები რომ
თამაშობდნენ ,მეტიც მსოფლიოს დონის...
მაგრამ აბსოლუტრურ სისულელეს ლაპარაკობ(!)
თუნდაც
დღეს-
ქართული ფეხბურთი რომ შევიდეს მსოფლიოს თუნდაც 30-ულში
- ხ მ ა მ ა ღ ლ ა ვიტყვი:
,,მარტო რაგბი ქართველთა თამაში ა რ არისო,,

ისე წესები რომ იცოდე და რა დინის მ ო მ ზ ა დ ე ბ ა სჭირდება-არამარტო ბუნებით
უდიდესი
სიმამაცე და
შემართება-ფიზიკურად,გონებრივად,ტაქტიკურად...ინტელექტუალურად (!)

ფეხბურთი - ქალთა სპორტად მოგეჩვენება (!)
ისე,იგივე ფეხბურთშიც - სულ რაღაც 20 ბობოლაა და იქ შესვლა დანარჩენთ ძ ა ლ ი ა ნ უჭირთ!
glaxuna
01 ივნისი 2017 14:47
0
რომა. შესაძლოა თქვენ უფროსი ბრძანდებით, მაგრამ ძალიან დილეტანტი ხართ რაგბის ტემაზე. არ გეწყინოთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რაგბმა საქართველოს მასშტაბით მოიპოვა პოპუკლარობა და არა მსოფლიო მასშტაბით. უკვე საკითხავია რომელია N1 სახეობა საქართველოში. მითხარი ბოლო ტამაში, როდესაც ეროვნული ნაკრების მატჩზე ტრიბუნები ბოლომდე შეივსო ფეხბურთში? ალბათ ესპანეტთა და საფრანგეთთან და ისიც უცხოელი ვარსკვლავების სანახავად-მახსოვს ესპანეთის და იტალიის ფორმით მოსული ქართველები სტადიონზე. რაც შეეხება პროგრესს-პროგრესი აშკარაა და ძალიან ტვალსაჩინო. ჩემი აზრიტ თქვენი რაგბის ცოდნა მხოლოდ რამოდენიმე თამაშის ყურებით შემოიფარგლება წლის მანძილზე. ალბათ მაქსიმუმ 10. საწყენად არ ვამბობ, არც შედარების და პარალელების გავლება მინდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ფეხბურთში გოლი 5 ქულად რო ფასობდეს, არგენტინასთან მინიმუმ 40 ქულიანი ჰანდიკაპით წავაგებდით ფეხბურთში. გეთანხმები რომ გულზე მჯიღის ცემას ტავაუღებლად შრომა ჯობს, მარა რასაც პროგრესზე წერ ძალიან დილეტანტურია
xvistani
01 ივნისი 2017 14:47
0
რომა
მეგობარო


მ4ც იმ ასაკის ვარ,ქართველი
მართლა ფეხბურთელები რომ
თამაშობდნენ ,მეტიც მსოფლიოს...
მაგრამ აბსოლუტრურ სისულელეს ლაპარაკობ,თუნდაც
დღეს
ქართული ფეხბურთი შევიდეს მსოფლიოს თუნდაც 30-ულში
და ხ მ ა მ ა ღ ლ ა ვიტყვი
,,მარტო რაგბი ქართველთა თამაში არისი,,

ისე წესები რომ იცოდე და რა დინის მ ო მ ზ ა დ ე ბ ა სჭირდება-არამარტო ბუნებით
უდიდესი
სიმამაცე და
შემართება-ფიზიკურად,გონებრივად,ტაქტიკურად...

ფეხბურთი - ქალთა სპორტად მოგეჩვენება (!)
ისე,იგივე ფეხბურთშიც - სულ რაღაც 20 ბობოლაა და იქ შესვლა დანარჩენთ ძ ა ლ ი ა ნ უჭირთ!
glaxuna
01 ივნისი 2017 14:43
0
არავინ არ ეცილება ფეხბურთს არც პირველობას და არც ბოლოობას და საერთოდ ისევ ფეხბურთის გულშემატკივრების დაწყებულია ეგ შპილკაობა პირველობაზე და მეორეობაზე.
ყველა აკეთებს თავის საქმეს და ვიღაცას უკეთ გამოსდის და ვიღაცას უარესად, დაგვაცადეთ სარაგბო სამყაროს ჩვენთვის ჩვენივე შედეგებით და მომავალზე მსჯელობით სიამოვნების მიღება.
ვიღაც მე-12 მსოფლიო რეიტინგში და ვიღაც ასზე ქვემოთ ტკეპნის ადგილს, მაგრამ აქ ვინმე, ვახსენეთ ეგ თქვენი ფეხბურთი?
არ იცით ბატონო რაგბი და არ-ცოდნა არ ქვია ამას, ეს არის ტოტალური უცოდინრობა რაც აქ ჩანს, იმიტომ რომ რაგბს თქვენ მარტო ციფრობრივი შედეგით აფასებთ - ტიპიური საფეხბურთო ლოგიკა.
არც ერთი ნაღდი სარაგბო გულშემატკივარი ხელს არ იშვერს ფეხბურთისკენ, ან სად გვცალია საფეხბურთოთ, ვიმეორებ ბევრი მყავს თითის გამშვერი ნანახი და სულ ყველა ფეხბრთისტები თან.
ხოდა ან გაიგეთ რაგბის (რაც არამჯერა შეგეძლოთ) ანდა შგევეშვით ბატონო ნუ ტროლაობთ აქ უაზროდ, ფასა არ აქვს ამ ყველაფერს.
ragbirugbi
01 ივნისი 2017 14:43
0
მოდი რა ნუ ურევ რაგბიში პოლიტიკას. რაგბით დაიწყე, რომლის აზრზე არ ხარ და მერე პოლიტიკა შემოგვაპარე. რას ვერ ამჩნევ ბიძია? ადრეც თუ უყურებდი რაგბს სხვაობას ვერ ხედავ?
roma-ს
01 ივნისი 2017 14:31
0

სიახლეები პოპულარული