U20. მ/ჩ: საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
4 ივნისს "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკასთან მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩი გამართეს.

"ავჭალაში" საქართველო მეტოქესთან ანგარიშით 14:38 დამარცხდა. ეს ქართველებისთვის მეორე მარცხია მსოფლიოს ჩემპიონატზე.

შეხვედრის მე-17 წუთზე იარნო აუგუსტუსმა ლელო დაგვიდო, ხოლო იმანუელ ლიბოკმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

23-ე წუთზე ქართველებმაც შეძლეს ლელოს დადება, თუმცა მსაჯმა ილია სპანდერაშვილის ლელო გააუქმა. ამის მიუხედავად 29-ე წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებს" ლელო უჩა ჭეიშვილმა მოუტანა, გელა აფრასიძემ გარდასახა და ანგარიში გათანბრდა - 7:7.

35-ე წუთზე კი ვანდისილე სიმელანემ დაგვიდო ლელო, ლიბოკმა გარდასა და ანგარიშ 14:7 გახდა.
სულ რაღაც 2 წუთში კი ლელო ამჯერად ლიბოკმა დადო და უპირატესობა გაზარდა - 19:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში "უმცროსი ბორჯღალოსნები" კაცნაკლულნი დარჩნენ, რაც კარგად გამოიყენა მეტოქემ - 53-ე და 57-ე წუთებზე სიმელანემ კიდევ ორი ლელო მიითვალა, აქედან ერთი ქერვინ ბოშმა გარდასა და ანგარიში 31:7 გახდა.

65-ე წუთზე ლელოს დადება შეცვლაზე შემოსულმა გიორგი გოგოლაძემ შეძლო, აფრასიძემ მარტივად გარდასახა - 14:31.

70-ე წუთზე ლიბოკმა კიდევ ერთი ჩაიწერა ანგარიშზე, ბოშმა ისევ ზუსტად გარდასახა - 38:14.

75-ე წუთზე უკვე სამხრე აფრიკა დარჩა კაცნაკლული.

მატჩის მიწურულს კი მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა, რის შედეგადაც ჩვენი ერთ მორაგებს ყვითელი უჩვენეს, ხოლო მეტოქე მორაგბეს წითელი.

- "უმცროსი ბორჯღალოსნების" ლელოები სამხრეთ აფრიკასთან მატჩში [VIDEO]

სამწუხაროდ მეორე ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 0 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება.

1. სამხრეთ აფრიკა 2 1 1 0  61:37 7
2. არგენტინა 2 1 0 1  62:52 6
3. საფრანგეთი 2 1 1 0 49:48 6
4. საქართველო 2 0 0 2 40:75 0

მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 8 ივნისს საფრანგეთთან 18:00 საათზე გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 75 /
კომენტარებია გული გაგისკდება :) ამდენი ტოტალიზატორა ბრძენი თუ იქნებოდა არ მეგონა :)))
ნოდარი
08 ივნისი 2017 09:21
0
რაგბი თავისი ეროვნული ნაკრების დაარსების დღიდან ვითარდება აქ.ფინანსების სიმწირის მიუხედავად.რაგბიშ ჩაუხედავი ხალხი ნუ აკეთებთ ამ ურაგანცხადებებს და ნურც ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბრობთ. ჩვენ მეორე წელია რაც ელიტაში ავედით ხოლო ესენი არიან სარაგბო ერები. რამდენიმე წელი ასე წავაგებთ ამათთან . რა ხელს იქნევთ და რაას ვიშვიშობთ. დიმიტრი უზნაძემ ხასიათის წამიერი აფეთქება და საქმეების ბოლომდე არერთგულება რომ დაგიდგინათ 100 წლის წინ ისევ იმაზე დგახართ.
გიორგი
08 ივნისი 2017 02:44
0
ნაცნობ მეგობრობით რომ ამბობთ. ისიც დაწერეთ უკეთესი ვინაა. შევკრებ ხალხს და გავმართოთ აქცია. აბა თქვით გვარები ვინ დაჩაგრეს
giorgi
08 ივნისი 2017 02:40
0
ბიჭებს რას ერჩით რაც ასწავლეს იმას თამაშობენ. ისე ნაცნობ-მეგობრებით თუ არ დააყენებენ სასტავს იქნებ ჩვენც მოვიგოთ.
*******
05 ივნისი 2017 17:31
0
ამათი მწვრთნელები წინა საუკუნეში არიან ჩარცენილები...წაგება უკეთეს გუნდთან არ არის სამარცხვინო, უბრალოთ ამ ბიჭებს რაგბის არ ასწავლიან...ასე ხომ 20 წლის წინად ვთამაშობდით...
zura
05 ივნისი 2017 12:33
0
ასეთი უსინდისო მსაჯობა არც მინახია და არ გამიგია!!!! საფრანგეთს უსინდისოდ მოაგებინეს არგენტინასთან. 2 აბსურდული ლელო ჩაუთვალეს, ბოლო წუთზე დააჯარიმეს არგენტინელები და ძალად წააგებინეს.
მაგრამ რაც სამხრეთ აფრიკის გუნდთან მოხდა ამ ინგლისელი ნაძირალა მსაჯისთვის ყბები უნდა დაელეწათ, როგორც კი ჩვენებმა უპირატესობა მოიპოვეს და 20 წუთი ბურთი დაუმალეს ­ ამერიკული ფეხბურთის წესებით ათამაშა სამხრეთაფრიკელები, წინ ფასები, თამაშგარეები, ჩვენ 100%­იანი ლელო არ ჩაგვითვალა, რამდენჯერმე კაცნაკლული დაგტოვა.. ასე პორტუგალიაც მოიგებდა
დავით
05 ივნისი 2017 11:54
0
მართალია აქ არაფერ შუაშია წაგება და მოგება და არც არავინ ლანძღავს ბიჭებს რაც ასწავლეს იმას თამაშობენ მეტი არ უსწავლებიათ
მაგრამ ასეთი ორი მარცხის შემდეგ ყოჩაღ ბიჭებოს ძახილი და მადლობა ბიჭებო მგონი უადგილოა ისინი თავის ქვეყანას ემსახურებიან თუ ამისთვის მზად არ ხარ ნუ ჩაიცმევ ნაკრების კვართს და კრიტიკისთვის მზად უნდა იყვნენ და ეს კრიტიკა მათ არ უნდა ბოღმავდეს პირიქით უნდა ძალას მატებდეს რომ დაამტკიცონ თავისი ძალა
ფეხბურთზე რომ ყველას ენა აქვს გადმოგდებული და მოიგებენ თუ წააგებენ დასცინიან იქ მოსულა და აქ ხმის ამოღების უფლებაც არ გვაქვს
LIVE
05 ივნისი 2017 11:53
0
ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს,მადლობა მათ ამისათვის.არგენტინასთან მძმე ბრძოლის შემდეგ,ძალების აღდგენა ვერ მოასწრეს,გადაღლილები ჩანდენ.არა საჭირო პროფესორობა,მოტმინება ბატონებო მოტმინება.
vaxo
05 ივნისი 2017 11:47
0
არ ნვითარდები ამ რაგბში და გაიგე რა!შენ მხოლოდ დიდი ძალისხმევის შედეგად მოუგე ისეთ ქვეყნებს სადაც რაგბი არც იციან რა არის ხეირიანად.ამას ნებისმიერი ხუთ მილიონინი ქვეყანა იზამდა თუ მოინდომებდა მაგრმ არ მოინდომა,ჩვენ მოვინდომეთ და გერმანია გავხიეთ,რუმინეთს ჩავუდეთ.მარა რო კითხო რუმინელს რაგბი ისეთივე პოპულარულია მანდ როგორც კალათბურთი,ხოლო წყალბურთი მეტად.იმიტოა დინამო4 სტადიონზე რო ათაამაშებენ ნაკრებს.წინსვლა იქნებოდა ირლადიას თუ ეჭიდავებოდი უელსს შქოთებს აბა ჰოლანდიის მოება და უკრაინის იგივეა ჰოკეიში თურქეთს დაადო და გიხაროდეს
simarTle
05 ივნისი 2017 11:33
0
ეს იცით რისი ბრალია მაინც მაგარი ბიჭები ხართ ძახილმა, არანაერად არ არიან მაგარი ბიჭები რა თქმა უნდა რაგბის თამაში თორე პიროვნულად რა თქმა უნდა არავის ვეხები, 10 ნომერი 0 9 ნომერი 0 მაგ ორ პოზიციაზე გამორჩეული მოთამაშეები თუ არ გყავს არაფერზე არ უნდა გქონდეს პრეტენზია, და ეს მოძველბიჭო ელემენტი მწვრთნელი ხო საერთოდ ბარემ პლანი შეგეკეთებინა და გაგებოლებინა იქ, როგორც ფეხბურთშია ნაცნობობა ძმაკაცობა ანალოგიური სუნი ასდის უმვე რაგბსაც, შერკინება 0 აუტები 0 დაცვა სიფარჩაკე 0 მაგაზე არ ითქმის ხაზის თამაში 0 შებოჭვები 0 რაქის გასუფთავება 0, სხვა არის რამე რაგბში და ქვენ იძახეთ ეხლა მაინც ლომები ხართო, მასე ვიძახდით ფეხბურთზეც 15 18 წლის უკან წავაგეთ ვიბრძოლეთ და ეხლა სადაცაა ფეხბურთი კარგად ხედავთ იგივე ელის რაგბსაც ძირეულად თუ არ შეიც ალა ბევრი რამ პირველ რიგში ძმაკაცობით დანიშვნები !!!! მე ამ სვარკის საყურებლად აღარ ვაპირებ მისვლას ყველაზე უდისწიპლინო და ყველაზე სუსტი ნაკრები გვყავს, რაგბის სხვისი თამაშია ჩვენი ნაღდად არაა, ჩვენი თამაშია რუსეთთან ესპანეთან და პორტუგალიასთან სადაც ძალას წავაწყდით გადაგვახიეს ბურთი თავზე
Lasha
05 ივნისი 2017 11:05
0

სიახლეები პოპულარული