U20. მ/ჩ: საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
4 ივნისს "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკასთან მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩი გამართეს.

"ავჭალაში" საქართველო მეტოქესთან ანგარიშით 14:38 დამარცხდა. ეს ქართველებისთვის მეორე მარცხია მსოფლიოს ჩემპიონატზე.

შეხვედრის მე-17 წუთზე იარნო აუგუსტუსმა ლელო დაგვიდო, ხოლო იმანუელ ლიბოკმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

23-ე წუთზე ქართველებმაც შეძლეს ლელოს დადება, თუმცა მსაჯმა ილია სპანდერაშვილის ლელო გააუქმა. ამის მიუხედავად 29-ე წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებს" ლელო უჩა ჭეიშვილმა მოუტანა, გელა აფრასიძემ გარდასახა და ანგარიში გათანბრდა - 7:7.

35-ე წუთზე კი ვანდისილე სიმელანემ დაგვიდო ლელო, ლიბოკმა გარდასა და ანგარიშ 14:7 გახდა.
სულ რაღაც 2 წუთში კი ლელო ამჯერად ლიბოკმა დადო და უპირატესობა გაზარდა - 19:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში "უმცროსი ბორჯღალოსნები" კაცნაკლულნი დარჩნენ, რაც კარგად გამოიყენა მეტოქემ - 53-ე და 57-ე წუთებზე სიმელანემ კიდევ ორი ლელო მიითვალა, აქედან ერთი ქერვინ ბოშმა გარდასა და ანგარიში 31:7 გახდა.

65-ე წუთზე ლელოს დადება შეცვლაზე შემოსულმა გიორგი გოგოლაძემ შეძლო, აფრასიძემ მარტივად გარდასახა - 14:31.

70-ე წუთზე ლიბოკმა კიდევ ერთი ჩაიწერა ანგარიშზე, ბოშმა ისევ ზუსტად გარდასახა - 38:14.

75-ე წუთზე უკვე სამხრე აფრიკა დარჩა კაცნაკლული.

მატჩის მიწურულს კი მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა, რის შედეგადაც ჩვენი ერთ მორაგებს ყვითელი უჩვენეს, ხოლო მეტოქე მორაგბეს წითელი.

- "უმცროსი ბორჯღალოსნების" ლელოები სამხრეთ აფრიკასთან მატჩში [VIDEO]

სამწუხაროდ მეორე ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 0 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება.

1. სამხრეთ აფრიკა 2 1 1 0  61:37 7
2. არგენტინა 2 1 0 1  62:52 6
3. საფრანგეთი 2 1 1 0 49:48 6
4. საქართველო 2 0 0 2 40:75 0

მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 8 ივნისს საფრანგეთთან 18:00 საათზე გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 75 /
კომენტარებია გული გაგისკდება :) ამდენი ტოტალიზატორა ბრძენი თუ იქნებოდა არ მეგონა :)))
ნოდარი
09:21 08-06-2017
0
რაგბი თავისი ეროვნული ნაკრების დაარსების დღიდან ვითარდება აქ.ფინანსების სიმწირის მიუხედავად.რაგბიშ ჩაუხედავი ხალხი ნუ აკეთებთ ამ ურაგანცხადებებს და ნურც ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბრობთ. ჩვენ მეორე წელია რაც ელიტაში ავედით ხოლო ესენი არიან სარაგბო ერები. რამდენიმე წელი ასე წავაგებთ ამათთან . რა ხელს იქნევთ და რაას ვიშვიშობთ. დიმიტრი უზნაძემ ხასიათის წამიერი აფეთქება და საქმეების ბოლომდე არერთგულება რომ დაგიდგინათ 100 წლის წინ ისევ იმაზე დგახართ.
გიორგი
02:44 08-06-2017
0

სიახლეები პოპულარული