U20. "მსოფლიო რაგბი" კმაყოფილია, შუქის გამორთვის გამო პრეტენზია არავის გამოუთქვამს

AutoSharing Option
ავჭალის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დირექტორი ლაშა ხურციძე ჟურნალისტებს შეხვდა და ტურნირის პირველი ორი სათამაშო დღის საორგანიზაციო საკითხებზე ესაუბრა.

გაირკვა, რომ "მსოფლიო რაგბი" ტურნირის ორგანიზებით კმაყოფილია.

"მსოფლიო რაგბის" მიერ დანერგილი წესის თანახმად, ყოველი ტურის მეორე დღეს ვიკრიბებით და განვლილ დღეს განვიხილავთ. ჯერჯერობით არანაირი შენიშვნა არ მიგვიღია და შეფასება იყო - ბრწყინვალედ ორგანიზებული.

ბუნებრივია, მთავარი საკითხი ინგლისისა და უელსის მატჩის მსვლელობისას შუქის ჩაქრობაა, რომელიც გენერატორის გამორთვამ განაპირობა.

- ავჭალაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩზე შუქი ჩაქრა [VIDEO]

ქალაქიდან
მოწოდებული ელექტროენერგიის ხარისხი (სიმძლავრე) არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ მოძრავ სატელევიზიო სადგურს ემუშავა. "მსოფლიო რაგბიმ" გვთხოვა, რომ სტადიონის განათება და მოძრავი სატელევიზიო სადგური გენერატორზე გვემუშავებინა.

გენერატორის სიმძლავრე 500 კილოვატია და გათვლილია სტადიონის განათებაზე. როდესაც მას მოძრავი სატელევიზიო სადგურიც დაემატა, დატვირთვას ვერ გაუძლო, გამოირთო და გაგრილებას გარკვეული დრო დასჭირდა.

გვქონდა შეხვედრა "მსოფლიო რაგბისა" და გადამღები კომპანიის წარმომადგენლებთან და შევიმუშავეთ მექანიზმი, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

შუქის გამორთვის გამო არანაირი შენიშვნა არ მიგვიღია, მით უმეტეს, რომ გენერატორზე მუშაობის მოთხოვნა "მსოფლიო რაგბისგან" მოდიოდა. პრეტენზია არ გამოუთქვამთ არც ინგლისისა და უელსის ნაკრებების წარმომადგენლებს. თამაში შესაძლოა ჭექა-ქუხილის დროსაც გაჩერდეს და საამისოდ შესაბამისი წესები არსებობს".

წყარო: Rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
მსგავსი პრეცენდენტი ფეხბურთში რუსეთთან მატჩშიც მოხდა,ამიტომ ორგანიზატორები მსგავსი სიტუაციისათვის მზად უნდა ყოფილიყვნენ.შეიძლება მათ საყვედური არ გვითხრეს,მაგრამ ლაფსუსი რომ მოხდა ფაქტია და ამას ვერ გავექცევით.შემდეგში სრულყოფილ ორგანიზაციას ვუსურვებ ორგანიზატორებს,რადგან მართლა დიდი სამუშაო ჩაატარეს და ატარებენ,ასევე წარმატებებს ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს,რომლებიც ვაჟკაცურად იბრძვიან და ნამდვილად იმსახურებენ ელიტაში დარჩენას.
სოსო
12:07 08-06-2017
0
ის რომ უკმაყოფილება არ გამოუთქვამს სხვას - არ ნიშნავს რომ ჩვენც კმაყოფილები უნდა ვიყოთ
ქვეყანას ყავს მოქალაქეები, რომლებიც ბევრად უფრო ძვირად უნდა ფასობდენე წესით ქართული ოფიციალური სტრუქტურებისთვის ვიდრე უცხოელები
და ამ მოქალაქეებს არ უხარიათ ის რაც მოხდა
ძაააალიანაც უკმაყოფილოები ვართ, ძალიან
ragbirugbi
09:27 08-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული