ფრანგებმა პირველი ლელო მატჩის მე-3 წუთზე დაგვიდეს, ლელოს ავტორი ბაპტისტ კუიუ გახდა. მე-5 წუთზე კი ამჯერად ლელოს დამიწება იუგო ბონიფასმა შეძლო. ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა მატიო ჟალიბერმა.
სამწუხაროდ მე-12 წუთზე პიტო მაუვაკამ დადო ლელო და გარდასახვაც თავადვე შეარულა. ანგარიში ფრანგების სასრგებლოდ 21:0 გახდა.
"უმცროს ბორჯღალოსნებს" ლელოს დადების რამდენიმე მცდლეობა ჰქონდა, თუმცა შანსი ვერ გამოიყენეს.
28-ე წუთზე ჟალიბერმა დადო ლელო და გარდასახვის გატანაც არ გასჭირვებია - 28:0.