ილია მაისურაძე: გათვლა შემდეგ მატჩზე გავაკეთეთ

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში, საფრანგეთთან დამარცხების შემდეგ, "უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ და კაპიტანმა თორნიკე ჯალაღონიამ თამაში შეაფასეს.

ავჭალის სარაგბო სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ანგარიშით 0:54 დამარცხდა და ბრძოლას ჩემპიონატის მე-9 ადგილისთვის გააგრძელებს.

- U20. საქართველო-საფრანგეთი 0:54 - ისევ ომი არგენტინასთან [VIDEO]

ილია მაისურაძე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:
"გუნდი გადავახალისეთ ამ თამაშისთვის, რადგან ჯგუფში ბოლო ადგილს ვეღარ ავცდებოდით და გათვლა შემდეგ მატჩზე გავაკეთეთ.

შევეცადეთ, რომ ყველას ჰქონოდა სათამაშო დრო და შემადგენლობა შევცვალეთ. აქცენტი დაცვაში
მთელი სივრცის აღებაზე გავაკეთეთ, რადგან წინა ორ თამაშში ახლო-ახლო ვიდექით და დაუცველი არე გვრჩებოდა.

სამწუხაროდ, დღეს ბევრი შეცდომა მოგვივიდა. ფრანგებმა ტემპს რომ მოუმატეს, გაგვიჭირდა თავის დაცვა. ყველა კომპონენტში გვაჯობეს.

შეტევაში ვეცადეთ ბურთი დაგვეჭირა და მომენტებიც შევქმენით, თუმცა გადაწყობაში პრობლემა გვქონდა და უპირატესობის ხაზის გადაკვეთას ვერ ვახერხებდით.

დღეს გაირკვა, რომ არგენტინასთან მოგვიწევს შეხვედრა. ამ გუნდმა სამივე თამაში პრაქტიკულად ერთი შემადგენლობით ჩაატარა. შევეცდებით, რომ დეტალურად გავაანალიზოთ ჩვენი და არგენტინის განვლილი ორი თამაში".

თორნიკე ჯალაღონია, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"ფიზიკურად მზად ვიყავით ამ თამაშისთვის, მაგრამ თავიდანვე მატჩში ჩართვა ვერ შევძელით. სწორედ ამ პერიოდში, როცა მობილიზება გვაკლდა, ფრანგებმა ყველა ჩვენი შეცდომა გამოიყენეს.

საწყენია, ასეთი სხვაობით რომ დავმარცხდით. მით უმეტეს, შანსი გვქონდა და ის ქულებში ვერ ავსახეთ.

მომავალი მატჩი არგენტინასთან გვაქვს. მათ უკვე ვეთამაშეთ და მომავალი შეხვედრისთვის მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიქნებით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
არგენტინა ისევ მოგვიგებს, იქნებ მწვრთნელია შესაცვლელი?
Anda
12 ივნისი 2017 15:49
0
ზოგიერთებმა ჯერ ქართულად წერა ისწავლეთ და მერე აკეთეთ კომენტარები.რაც შეეხება თამაშს ფრანგები ფიზიკურად ძლიერები ჩანდნენ,ყველაფერს მოევლება,კიდევაც დაიზრდებიან...
მალხაზი
10 ივნისი 2017 09:00
0
ამ ტამაშს არ ჰქონდა აზრიო. კაი ბატონო მაგრამ თავმოყვარეობა არ აქვთ? უკანა ხაზმა ვერ ისჭავლა ჯერ კიდევ თამაშI სწორად და სწორად დადგმოა დაცვასა და შეტევაშI. Iგივე შეცდომებს ვხედავ რასაც დიდების ნაკრებში. არიან ნიჭიერი და კარგი მოთამაშეები მაგრამ მთლიანობაში კარგად სჩანს რა დონეზე თამაშობენ. ერთ ადგილს ტკეპნის ყველა ნაკრები. თუ უნდათ უყურონ უფროსების თამაშს და შეცდომებს და შემდგომ პატარებს და გააანალიზონ. ერთი დადებითი რომ პატარებს ბურთი უფრო ნაკლებად უვარდებათ ხელიდან ვიდრე უფროსებს. დიდი მიღწევვა:)
niko
09 ივნისი 2017 16:33
0
ამიტომ არ დავდივარ რაგბის საყურებლათ.სპორტსმენებს და ტრენერს თავმოყვარეობა არ აქვთ. მე პირიქით.ინტუიცია მყარნახობს, რომ ბოლო ადგილს დავიკავებთ.
ქუთაისელი
09 ივნისი 2017 15:18
0
ფრანგები ტემპს როგორც კი უმატებდნენ მაშინვე ახერხებდნენ უპირატესობის მოპოვებას. ჩვენ ვინმე გვიკრძალავს ტემპის მომატებას თუ რა ხდება?
1,2,3,5,8...
09 ივნისი 2017 12:50
0
me ertrames vervigeb da iqneb vinmem amixsnat.rasnishnavs pizikukurad pormashi viyavito?shansi gvqonda da ver gamoviyeneto?wage kargi ararsebobs magram wagebasac gaachnia,angarishi aramaq mxedvelobashi.chemtvis amwagebaze metad mwvrtnelebis mowevam matkina guli.nakrebi erisaa da vincers arscems pativs is yvela shadimania chemtvalshi
euhhh
09 ივნისი 2017 12:43
0
ისევ 0000? კარგით რა სირცხვილი არ გაქვთ? რა გახდა ერტი ჯარიმის გატანა და გრაპაში 3 ქულის ჩაწერა ფრანგებთან?!!!!კარგი რეზუილტატზე ტუ პრეტენზია არ გაქვტ თქვეკარგუიდედმამიშვილებო პრესთიჯი რა გხდა ასე სამარცხვინოდ რომ იქცევით, მე ვპიქრობ მწვრტნელმა უნდა დატოვოს პოსტი ამოწურა თავისი როლი ამ საქმეში. ჩემი აზრით პსიქოლოგიურად ჯერ ქართველი მწვრთნელები უნდა მოემზადონ და მერე გუნდი უნდა განაწყოს სესაბამისად სპორცმენებს კიარა მწვრთნელებს სჯირდებად პირველ რიგში პსიქოლოგი გუნდში!!! პროპესიონალიზმზე ტუ გაქ აქცენტი გაკეტებული და თავს მიიჩნევ პროპესიონალად იქ უმოტივაციობის ადგილი არ არის, და მწვრთნელი თუ ხარ და ვერ შეზელი გუნდის სატანადოდ მომზადება პირველ რიგიში ფსიქოლოგიურად და მერე ფიზიკურად მწვრთნელის პრესტიჯს თუ უფრთხილდები ჩემპიონატის მერე პოსტი უნდა დატოვოს, მადლობა გაწეული სამუშაოს გამო და უმადური უნდა იყო კაცი ბოლო 3 თამაშიტ ყველაპერი რომ შეაფასო მაგრამ წინსვლა თუ გვინდა გუნდიც უნდა გადახალისდეს და მწვრთნელიც. 2 თავით მაგლა იდგა ყველა ნაკრები ჩენზე. საერთოდ არ გავარდებოდეთ ელიტიდან ეგა მტავარი .ისე მაგალი განწყობით საუბრობდნენ ჩემპიონატის დაწყებამდე მეგონა რაგაცას შევზლებდით მაგრამ სურვილი და ცარიელი სიტყვები აგმოჩნდა მარტო
big 10
09 ივნისი 2017 12:34
0
Sigareti moimarage bevri geqneba sanerviulo...
333
09 ივნისი 2017 12:02
0
გათვლის მნიშვნელობა საერთოდ თუ იცის ამან
giga
09 ივნისი 2017 12:00
0
ვინც ავად თუ კარგად ახლოსაა რეგბისთან,ყველა ხვდებოდა,რომ უმოტივაციო და გადახალისებული ჩვენი ნაკრები დამარცხდებოდა ზემოტივირებულ ფრანგებთან,მაგრამვერც ერთხელ ვერ გადავლახეთ ხაზი და ვერც ერთი მეტოქის იერიში ვერ მოვიგერიეთ,თანაც პრაქტიკულად წინააღმდეგობის გარეშე,აუტსაც რომ ხედავ აგებ და მაინც ჯიუტად ბოლო კაცზე აწვდი,რა იყო ეგ?დასკვნა ალბათ ის არის,რომ რეზერვი ძალიან არასრულფასოვანია და ამაზეც ძალიან ბევრი იქნება სამუშაო.მიუხედავად ასე უიმედო მარცხისა,მიმაჩნია,რომ გუნდის ბირთვის დასვენება,საციცოცხლოდ აუცილებელი იყო და მწვრთნელებსაც ვამართლებ ამ ასპექტში.
სოსო
09 ივნისი 2017 11:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული