10:38 09-06-2017
U20. საქართველო-საფრანგეთი 0:54 - ისევ ომი არგენტინასთან [VIDEO]
AutoSharing Option
წინდაწინ ცნობილი იყო, რომ მოგების შემთხვევაშიც კი, ჯგუფში ბოლო ადგილს დავიკავებდით და ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის განვაგრძობდით ბრძოლას. ნაკრების მთავარმა მწვრთნელთა შტაბმა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა რამდენიმე წამყვანი მოთამაშის დასვენება და საქმეში თადარიგის მოთამაშეები ჩართო.
- ილია მაისურაძე: გათვლა შემდეგ მატჩზე გავაკეთეთ
ცხადია, ის მორაგბეები, ვინც საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ, ნაკრებში შემთხვევით არ მოხვედრილან. მათ შერჩევის დიდი გზა გაიარეს და წესით, ფრანგებისთვის სათანადო წინააღმდეგობა უნდა გაეწიათ. არა, მოგებას არავინ ითხოვდა, მაგრამ არ გამოვიდა.
თუმცა, მავანმა გუშინვე არგენტინის ნაკრების სამხრეთ აფრიკის გუნდთან დიდი ანგარიშით მარცხი შეიძლება მოიყვანოს მაგალითად. დიახ, ასეთებიც ხდება, მაგრამ არგენტინის უცნაური კრახი არგენტინელებმა იდარდონ. ასეც მოხდა, მათი მთავარი მწვრთნელი მატჩის მსვლელობისას გულის შეტევის გამო სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორი საქმეა, გუნდი, რომელიც შარშან ბრინჯაოსპრიზიორი იყო, თბილისში ჩემპიონობისთვის საბრძოლველად ჩამოვიდა და ელიტაში დასარჩენად ისევ ჩვენთან უწევს ბრძოლა.
ერთი სიტყვით, საფრანგეთის ნაკრებმა ჩვენს გუნდს ყველაფერში აჯობა. ჩვენი ძლიერი მხარეები, მოლიც და შერკინებაც თითქოს სადღაც გაქრა. მეტოქე უფრო მოტივირებულიც ჩანდა და ჩვენთან გამარჯვების შემდეგ საუკეთესო მეორეადგილოსანი გახდა, რაც საშუალებას აძლევს, ჩემპიონობისთვის ბრძოლა განაგრძოს.
ამდენად, ჩემპიონობისთვის ბრძოლას ორი ევროპული და ორი სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენელი განაგრძობს. საფრანგეთი ნახევარფინალში ახალი ზელანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება, ინგლისის მეტოქე კი სამხრეთი აფრიკა იქნება.
საქართველოს ნაკრები ელიტაში დარჩენისთვის იბრძოლებს. მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალში მეტოქე არგენტინაა. მეორე წყვილი კი ირლანდიამ და სამოამ შეადგინა. დარჩენილი ორი მატჩიდან ერთი მატჩი მაინც უნდა მოვიგოთ და მსოფლიოს ჩემპიონატზე მომავალ წელსაც ვითამაშებთ.
მატჩის სტენოგრამა
1-ლი წუთი: პირველი აუტი საფრანგეთის ნაკრების სასარგებლოდ დაინიშნა.
მე-3 წუთი: მეტოქემ აუტიდან ბურთი სუფთად მოიგო, ჯერ მოლით მოიგო ათიოდე მეტრი, მერე მორკინალებმა ორი დარტყმა განახორციელეს, შეტევაში უკანახაზელებიც ჩაერთნენ და ლელო მგეზავმა მატიე ჟალიბერმა გაიტანა. მანვე გარდასახა - 7:0
მე-5 წუთი: ფრანგებმა საჯარიმო სწრაფად გაათამაშეს. მორკინალების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი უგო ბონიფასმა აიტაცა და ლელოში გადადო. ჟალიბერს გარდასახვა არ გასჭირვებია - 14:0.
მე-8 წუთი: საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ პირველი საჯარიმო დაინიშნა. კარში დარტყმა შეიძლებოდა, თუმცა ბურთი აუტში გადავიტანეთ.
მე-11 წუთი: ფრანგებმა ისევ დერეფნიდან შეგვიტიეს, მოლი ააგორეს და აუტი, შერკინების კვაჭმა პიტო მაუვაკამ ლელო გაიტანა, ჟალიბერმა გარდასახა - 21:0
34-ე წუთი: 22-მეტრიანი ზონიდან ბურთი უხეიროდ გამოვიტანეთ. ფრანგებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და ჟალიბერმა მეორე ლელო მიითვალა, გარდასახვაც მანვე გაიტანა - 28:0.
50-ე წუთი: მეტოქის მორიგი გააზრებული იერიში და ამჯერად ლელო შუამარბ ნათან დეკრონის ანგარიშზეა. ჟალიბერს გარდასახვა გაუცუდდა - 33:0.
53-ე წუთი: ფრანგების მორიგი დერეფანი, მოლი და ადვილი ლელო. ბოლოს ბურთით ხელში სელევასიო ტოლოფუა იყო. ჟალიბერმა გარდასახა - 40:0.
65-ე წუთი: ესევ აუტი, ისევ მოლი, მერე თამაში რაკში გადავიდა. ფრანგებმა ბურთი ხაზზე გაიტანეს. ლელო მესამეხაზელმა ალექსანდრ რუმამ გაიტანა. ჟალიბერმა ესეც გარდასახა - 47:0.
მე-80 წუთი: თამაში თითქმის დასრულებული იყო, ფრანგებმა მორიგი იერიში რომ წამოიწყეს. ხაზი ბატისტ ქუიუმ გაჭრა და მატჩის საბოლოო წერტილი გარდასახვით ჟალიბერმა დასვა - 54:0.
U20. მსოფლიო რაგბის ჩემპიონატი. C ჯგუფი. III ტური
საქართველო-საფრანგეთი 0:54
საქართველო (15-9) მამუკაშვილი, ტაბუცაძე (მოდებაძე 60), გავაშელიშვილი, წიკლაური, სვიმონიშვილი, გოგოლაძე (აბჟანდაძე 66), დვალიშვილი. (1-8) ჭეიშვილი (გოგიჩაიშვილი 41), ზამთარაძე (ლ.პაპიძე 6), გ. პაპიძე (დუგლაძე 41), ჯაიანი (საღინაძე 67), ნუცუბიძე, მამამთავრიშვილი, კალმახელიძე, ჯალაღონია.
საფრანგეთი (15-9) კროსი, ფარტასი, დეკრონი, უბერტი, რეტიერი, ჟალიბერი, ქუიუ. (1-8) კრეტი, ტოლოუა, რუმა, კომპანონი (კაპელი 49), ვერჰაასი (ჯერალი 58), კოლომბე (ბრენანი 49), მაუვაკა (დუფური 64), ბონიფასი.
8ლ: მაუვაკა, ქუიუ, რუმა, ტოლოფუა, დეკრონი, ბონიფასი, ჟალიბერი (2). 7გ: არატე, ჟალიბერი (6)
მსაჯი: პაბლო დელუკა (არგფენტინა).
სამ.აფრიკა-არგენტინა 72:14
სამ.აფრიკა: 11ლ - ლიბოკი, პაპიერი, ავგუსტუსი, კილიერსი, პენქსე, ვილემსე, დე ფილიერსი, დრობელარი (2), ლომბარდი (2).
არგენტინა: 2ლ - მალანოსი, ლუნა. 2გ - ალბორნოსი.
ა თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ს.აფრიკა 3 2 1 0 +82 12 2
2. საფრანგეთი 3 2 1 0 +56 11 0
3. არგენტინა 3 1 0 2 -48 6 2
4. საქართველო 3 0 0 3 -89 0 0
A ჯგუფი
ავსტრალია-ინგლისი 19:20
ავსტრალია: ლ: ტუიპულოტუ. 4ს: გოდარდი (3), ნუკიფოა. გ: გოდარდი.
ინგლისი: 2ლ: იბიტოე, სტრიტი. 2გ: მალინსი. 2ს: კლეუსი, მალინსი.
სამოა-უელსი 20:54
სამოა: 2ლ - ენოკა, პოჰლა-მურეი, 2გ.2ს - ენე.
უელსი: 8ლ - ლუისი (2), როსერი, ვარდი, ბლეკერი, გუდჩაილდი, მური, გრიფიტსი. 7გ - ჯოუნზი (4), რობსონი (3)
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ წ ფ ბ ქ პ
1. ინგლისი 3 3 0 0 +70 14 2
2. ავსტრალია 3 2 0 1 +13 10 0
3. უელსი 3 1 0 2 +15 6 2
4. სამოა 3 0 0 3 -98 1 1
B ჯგუფი
იტალია-შოტლანდია 16:17
იტალია: 3ლ - ნეირნი, კროსბი, დოდი. გ - ისტგეიტი.
შოტლანდია: ლ - ზენონი. 3ს,გ - რიზი.
ახ.ზელანდია-ირლანდია 69:3
ახ.ზელანდია: 11ლ - ენარი, კრისტი, ფალკონი, ენროი, მაკეი, ჯორდანი (3), კლარკი (3).
ირლანდია: ს - ფიცჯერალდი.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ახ.ზელანდია 3 3 0 0 +131 15 3
2. შოტლანდია 3 2 0 1 -17 9 1
3. იტალია 3 1 0 2 -42 6 2
4. ირლანდია 3 0 0 3 -71 2 2.
საერთო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია, 2. ინგლისი, 3. სამხრეთი აფრიკა, 4. საფრანგეთი, 5. ავსტრალია, 6. შოტლანდია, 7. უელსი, 8. იტალია, 9. არგენტინა, 10. ირლანდია, 11. სამოა, 12. საქართველო.
პლეი ოფი
13 ივნისი
IX ადგილისთვის
საქართველო-არგენტინა
ირლანდია-სამოა
V ადგილისთვის
ავსტრალია-იტალია
შოტლანდია-უელსი
I ადგილისთვის
ახ.ზელანდია-საფრანგეთი
ინგლისი-სამ.აფრიკა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
არ დაგავიწყდეთ, ესპანეთთან მოგება, საფრანგეთთან ფრე ხორვატიასთან და შოტლანდიასთან მოგებები, უელსთან ფრე.
ეს იგივეა რაგბში ინგლისს, უელლს, ირლანდიას მოუგო. აბა მოგეგოთ მერე ვნახავდით რა დღეში იქნებოდით.
რუმინეთები და რუსეთები რაგბში არიან ბელარუსის და ლატვიის დონეზე დღეს დღეობით. აა უპს დამავიწყდა რომ რუმინეთს ვეღარ ვუგებთ.
თორემ ისე ვგულშემატკივრობ ყველა სპორტს მაგრამ რაგბის მიღწევები გადაფასებულია.