U20. მ/ჩ: საქართველო არგენტინას პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებს

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნები" არგენტინასთან მსოფლიოს რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩის პირველ ტაიმს იგებენ.

ქართველმა მორაგბეებმა დაწინაურება მატჩის მე-4 წუთზევე შეძლეს. ლელოს დამიწება ბექა საღინაძემ შეძლო, გელა აფრასიძემ კი ზუსტად გარდასახა და ანგარიში ჩვენ სასარგებლოდ 7:0 გახდა.

მე-11 წუთზე არგენტინელებმა ტომას ალვორნოს ზუსტი ჯარიმით სხვაობა შეამცირეს - 3:7.

მე-13 წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მძლავი მოლი ააგორეს და არგენტინელთა ლელოს ზონაში შევიდნენ. ლელოს ავტორი გუნდის კაპიტანი ილია სპანდერაშვილი გახდა. აფრასიძემ ზუსტად გარდასახა - 14:3.

სამწუხაროდ, მე-15 წუთზე მოედნიდან 10 წუთით ლაშა ტაბიძე გააძევეს.

მე-17 წუთზე ლელოს
დადება ამჯერად არგენტინელებმაც შეძლეს. ლელოს ავტორი ვაუტისტა დელგი გახდა. გარდასახვა მეტოქემ ააცილა.

21-ე წუთზე ალვორნოსმა ჯარიმა კვლავ ზუსტად შეასრულა - 11:14. 26-ე წუთზე საპასუხო ჯარიმა გელა აფრასიძემ გაიტანა - 17:11.

35-ე წუთზე აფრასიძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა და "უმცროსი ბორჯღალოსნების" უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა - 20:11.

38-ე წუთზე მოპოვებული ჯარიმა აფრასიძემ სამ ქულად აქცია და ანგარიში 23:11 გახდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯერჯერობით ყოჩაღ ჩვენს ბიჭებს და მსაჯს,რომელიც ნამეტანი "ვაჟკაცობს".მეორე ტაიმში თუ "ვაჟკაცობას" მოუმატა,ნამეტანი გაგვიჭირდება.
სოსო
16:27 13-06-2017
0
რაგბიში რომ მიკერძოებული მსაჯობაა მსგავსი სხვა არცერთ სპორტის სახეობაში არ არის
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული