ქართველმა მორაგბეებმა დაწინაურება მატჩის მე-4 წუთზევე შეძლეს. ლელოს დამიწება ბექა საღინაძემ შეძლო, გელა აფრასიძემ კი ზუსტად გარდასახა და ანგარიში ჩვენ სასარგებლოდ 7:0 გახდა.
მე-11 წუთზე არგენტინელებმა ტომას ალვორნოს ზუსტი ჯარიმით სხვაობა შეამცირეს - 3:7.
მე-13 წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მძლავი მოლი ააგორეს და არგენტინელთა ლელოს ზონაში შევიდნენ. ლელოს ავტორი გუნდის კაპიტანი ილია სპანდერაშვილი გახდა. აფრასიძემ ზუსტად გარდასახა - 14:3.
სამწუხაროდ, მე-15 წუთზე მოედნიდან 10 წუთით ლაშა ტაბიძე გააძევეს.
მე-17 წუთზე ლელოს
21-ე წუთზე ალვორნოსმა ჯარიმა კვლავ ზუსტად შეასრულა - 11:14. 26-ე წუთზე საპასუხო ჯარიმა გელა აფრასიძემ გაიტანა - 17:11.
35-ე წუთზე აფრასიძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა და "უმცროსი ბორჯღალოსნების" უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა - 20:11.
38-ე წუთზე მოპოვებული ჯარიმა აფრასიძემ სამ ქულად აქცია და ანგარიში 23:11 გახდა.