U20. მ/ჩ: საქართველომ არგენტინის ნაკრები დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
13 ივნისს საქართველოსა და არგენტინას შორის მსოფლიოს რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩი გაიმართა.

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებული შეხვედრა "უმცროსი ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, ანგარიშით 26:25 დასრულდა.

ქართველმა მორაგბეებმა დაწინაურება მატჩის მე-4 წუთზევე შეძლეს. ლელო ბექა საღინაძემ დადო, გელა აფრასიძემ კი გარდასახა - 7:0.

მე-11 წუთზე არგენტინელებმა ტომას ალვორნოს ჯარიმით სხვაობა შეამცირეს - 3:7.

მე-13 წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მძლავი მოლი ააგორეს და არგენტინელთა ლელოს ზონაში შევიდნენ. ლელოს ავტორი გუნდის კაპიტანი ილია სპანდერაშვილი გახდა. აფრასიძემ გარდასახა - 14:3.

მე-15 წუთზე მოედნიდან
10 წუთით ლაშა ტაბიძე გააძევეს, აქედან 2 წუთში კი ლელოს დადება არგენტინელებმაც შეძლეს. ლელოს ავტორი ვაუტისტა დელგი გახდა. გარდასახვა კი მეტოქემ ააცილა.

21-ე წუთზე ალვორნოსმა ჯარიმა შეასრულა ზუსტად - 14:11.

შესვენებამდე აფრასიძემ სამი ჯარიმა (26-ე, 35-ე და 38-ე წუთებზე) გაიტანა და ანგარიში 23:11 გახდა, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

მეორე ტაიმის დასაწყისში არგენტინამ ლელოს დადება შეძლო, რომლის ავტორი ფაკუნდო ფერარიო გახდა. გარდასახვა ამჯერად ხუან-ვაუტისტა დაირომ გაიტანა - 23:18.

59-ე წუთზე არგენტინელები 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა მოედნიდან ალექსანდრო ლუნა გააძევა.

77-ე წუთზე გელა აფრასიძემ 42 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად დაარტყა და სხვაობა 8 ქულამდე გაზარდა - 26:18.

ტაიმის მიწურულს მეტოქემ ლელო დაგვიდო და გარდასახვაც გაიტანა, თუმცა ეს მათი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 26:25 გაიმარჯვა.

- U20. მ/ჩ: საქართველოს ლელოები არგენტინასთან მატჩში [VIDEO]

მე-9 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები ირლანდიას 18 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდება. ირლანდიამ დღეს სამოა ანგარიშით 52:26 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ამ მოგებით საქართველომ მომდევნო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშის უფლება გაინაღდა.
მკითხველის კომენტარები / 42 /
თუ მასეა ძალიან კარგი, მაგრამ ეროვნულის მაისურზე, რომ ვაზის ლერწი სპონსორის (ნატახტარის) ლოგოზეა თითქმის მიბმული ფაქტია და სჯობია ცალკე იყოს, უფრო ზევით, როგორც ადრე ოყო, არ მეთანხმები?
,,Bs-ს" bs-gan
12:11 14-06-2017
0
რეგიონებში უფრო რანაირად დადის, რუმინეთთან ერთა თასზე 55000 კაცი იყო თბილისში. პრობლემა ისაა რომ ცუდ დროს იყო დანიშნული თამაშები. შუადღეზე ვინ უნდა მივიდეს? ვინც მუშაობს ის ვერ მიდის და ვინც არ მუშაობს ის ბირჟაზე დგას და 20 ლარის გადახდა ეძვირება. შუადღის თამაშებს თავი რომ დავანებოთ, ექვს საათიანზეც ვერ მოასწრებდა ხალხი მისვლას, პიკის საათში სანამ ავჭალაში მიხვალ 40-45 წუთი გინდა სულ მინიმუმ. ზოგადად, თბილისზე უკეთესი დასწრება ვერცერთ ქალაქს ვერ ექნება დარწმუნებული ვარ.
fraternity
12:06 14-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული