Pundit Arena: საქართველომ მოლთა მოლი ააგორა და ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 ივნისს, რაგბის 20-წლამდელთა პლეი ოფის მატჩში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს, 26:25 დაამარცხეს არგენტინის ნაკრები და ელიტაში ადგილი საგაისოდაც დაიბევეს.

U20. საქართველო-არგენტინა 26:25 - ბეჭზე დავდეთ, მოვუგეთ და დავრჩით [VIDEO]

ამ მოგებას უცხოურ მედიაში ტურნირის ერთ-ერთი სიურპრიზი უწოდეს.

Pundit Arena აღფრთოვანებულია ქართველი მორაგბეების თამაშით, განსაკუთრებით კი, მოლში ძლიერი ასპარეზობით.

"ნახეთ, საქართველოს 20-წლამდელთა გუნდის შერკინებამ მოლთა მოლი ააგორა და ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია", - წერს გამოცემა.

"საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. "უმცროს ბორჯღალოსნებს" ჯგუფურ ეტაპზე იმედგაცრუება ელოდათ, მაგრამ პლეი ოფის პირველ მატჩში
ისე ითამაშეს, რომ საამაყოდ აქვთ.

საქართველო არგენტინას კვლავ შეხვდა, ახლა მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში და შურიც იძია 26:37 მარცხისთვის. მასპინძლებმა 26:25 მოიგეს.

მატჩის ერთ-ერთი მთავარი "ჰაილაითი" ქართველთა ეს საოცარი მოლი იყო, რომელმაც გუნდს 7 ქულა მოუტანა.

როგორც ჩანს, ქართული რაგბის მთავარი სიძლიერე კიდევ დიდხანს იქნება შერკინება და არა ბეკების თამაში", - წერს გამოცემა.

საინტერესოა "მსოფლიო რაგბის" კომენტატორის ფრაზებიც - "აფრასიძე, როგორც მწყემსი, ისე ხელმძღვანელობს ქართველთა მოლს"; "ჩვენ იშვიათად ვხედავთ ასეთ სცენებს - როცა არგენტინელები ნებისმიერ დონეზე, ასე იჩაგრებიან შერკინებაში".

მკითხველის კომენტარები / 17 /
ზურა კალათბურთზე მაგარი არც ერთი გუნდური სპორტი არ არის საქართველოში
koba
15 ივნისი 2017 07:55
0
გრცხვენია და გადაიკეთე ეროვნება და გვარი. რა სისულელეებს ჩმახავ?
eri
15 ივნისი 2017 07:41
0
ქართველების სიძლიერე რაგბში მოდის ძველი ქართული ლელოსგან რომელსაც თამაშობდნენ ჩვენი წინაპრები და დღესაც უნდა მოხდეს მისი დამკვიდრება საქართველოს ყველა კუთხეში!!!
datiko48
15 ივნისი 2017 05:45
0
რატომ, ზურა? ძიუდოსა ჭიდაობაშიც ხომ უძლიერესები გვყავს? არაფერს ვამბობ ძალოსნობაზე. კალათბურთელებიც ბოლომდე იბრძვიან ყველა მატჩში. ასე რომ, ბოლომდე ვერ დაგეთანხმები :)
ნათია
15 ივნისი 2017 02:25
0
მოდი და ნუ დაეთანხმები ზურას
viola
15 ივნისი 2017 01:00
0
ერთადერთი სპორტი და საერთოდ ხალხი ვისგამოც არ მრცხვენია ქართველი რომ ვარ. რაგბის გარდა სხვა ყველა სფეროში ქართული სული მკვდარია
ზურა
14 ივნისი 2017 22:57
0
ვულოცავ ბიჭებს და ასე გააგრძელეთ..
პაატა
14 ივნისი 2017 22:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული