Pundit Arena: საქართველომ მოლთა მოლი ააგორა და ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 ივნისს, რაგბის 20-წლამდელთა პლეი ოფის მატჩში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს, 26:25 დაამარცხეს არგენტინის ნაკრები და ელიტაში ადგილი საგაისოდაც დაიბევეს.

U20. საქართველო-არგენტინა 26:25 - ბეჭზე დავდეთ, მოვუგეთ და დავრჩით [VIDEO]

ამ მოგებას უცხოურ მედიაში ტურნირის ერთ-ერთი სიურპრიზი უწოდეს.

Pundit Arena აღფრთოვანებულია ქართველი მორაგბეების თამაშით, განსაკუთრებით კი, მოლში ძლიერი ასპარეზობით.

"ნახეთ, საქართველოს 20-წლამდელთა გუნდის შერკინებამ მოლთა მოლი ააგორა და ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია", - წერს გამოცემა.

"საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. "უმცროს ბორჯღალოსნებს" ჯგუფურ ეტაპზე იმედგაცრუება ელოდათ, მაგრამ პლეი ოფის პირველ მატჩში
ისე ითამაშეს, რომ საამაყოდ აქვთ.

საქართველო არგენტინას კვლავ შეხვდა, ახლა მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში და შურიც იძია 26:37 მარცხისთვის. მასპინძლებმა 26:25 მოიგეს.

მატჩის ერთ-ერთი მთავარი "ჰაილაითი" ქართველთა ეს საოცარი მოლი იყო, რომელმაც გუნდს 7 ქულა მოუტანა.

როგორც ჩანს, ქართული რაგბის მთავარი სიძლიერე კიდევ დიდხანს იქნება შერკინება და არა ბეკების თამაში", - წერს გამოცემა.

საინტერესოა "მსოფლიო რაგბის" კომენტატორის ფრაზებიც - "აფრასიძე, როგორც მწყემსი, ისე ხელმძღვანელობს ქართველთა მოლს"; "ჩვენ იშვიათად ვხედავთ ასეთ სცენებს - როცა არგენტინელები ნებისმიერ დონეზე, ასე იჩაგრებიან შერკინებაში".

მკითხველის კომენტარები / 17 /
ირაკლი მეც ეგ კითხვა გამიჩნდა :)))))) მეტი საქმე არააქ ამ ხალხს რა :))))) ზურა გვიყვარხარ და გვენატრები, ზურა ჰამოდი :))))))
goga
20:53 15-06-2017
0
ყველას "მოვიკითხავ გულითადად" ვისაც ქართველობის რცხვენია!!
0

სიახლეები პოპულარული