U20. მ/ჩ: რაგბი ჩვენი თამაშია, ჩვენ უკვე იქ ვართ!

AutoSharing Option
საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის ჰიმნები დასრულდა. გუნდებმა, როგორც რაგბიში ჩვეულებრივი ამბავია, ომახიანად იმღერეს. მერე, ასევე ტრადიციისამებრ, "ბეიბი ბლექსმა" ჰაკა შეასრულა. საფრანგეთის ნაკრები, ისევე, როგორც სტადიონზე შეკრებილი ქომაგები, ახალზელანდიელებს ერთმწკრივად დალაგებული, გარინდებული უყურებდა და უსმენდა.

ჰაკა დასრულდა. ფრანგები, თითქოს გაქვავდნენო, ადგილიდან არ იძვრიან. გაქვავდნენ ახალზელანდიელებიც. ასე იდგნენ და ერთმანეთს შესცქეროდნენ. ერთმანეთს თვალით ზომავდნენ.

ასე დაახლოებით ორ წუთს გაგრძელდა. დგანან და ერთმანეთს უყურებენ. გაოცებული გულშემატკივრები ერთმანეთს შესცქერიან - რა ხდება?

მსაჯი ჯერ ახალზელანდიელებს მიუახლოვდა, მერე ფრანგებს. არა, არცერთი იძვრის ადგილიდან. მერე არბიტრი
ისევ "ბეიბი ბლექსთან" მივიდა. არავინ იცის, რა უთხრა. ახალზელანაიელები დაიშალნენ, ფრანგებმაც სწორედ ამის მერე დაარღვიეს მწკრივი და ორივე გუნდი სათამაშოდ გაემზადა.

ჰაკაზე, მოწინააღმდეგე გუნდის ერთგვარი "პროტესტის" ათასგვარი ფორმა გვინახავს. ზოგი უსტვენს, ზოგიერთი გუნდი რომაელთა ლეგიონივით სოლისებურად დგება. ინგლისელი ქომაგი, მაგალითად, ჰაკას მსვლელობისას თავიანთი ქვეყნის ჰიმნს მღერის. "პროტესტის" ასეთი ფორმა რაღაც ახალია. დადგნენ ფრანგები და თვალი-თვალში გაუყარეს ჰაკას საბრძოლო შეძახილებით აღგზნებულ ახალზელანდიელებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს ძალიან კარგი სანახაობა იყო - ეფექტური, რაგბული, კაცური. ეს ყველაფერი საქართველოში, თბილისში, "ვაკის სტადიონზე" ხდებოდა. ჩვენთან, აქ, თბილისში მსოფლიოს საუკეთესო 12 ახალგაზრდული ნაკრები ყველაზე უკეთესის გამოვლენისთვის იბრძვის. ის, რაც მსოფლიოს რაგბიში დამკვიდრებულია, ტრადიციაა, ფასეულობაა, ყოველივე ამას ცოცხლად ვხედავთ.

ამის გაგებას, გასიგრძეგანებას რაგბის გურმანობა არ სჭირდება. ეს ძალიან უბრალო, ჩვეულებრივი ამბავია.

თუმცა, როგორც ჩანს, ასეც არაა.

როგორც ჩანს, ისევე, როგორც რაგბის სამყარო, მისი ნამდვილი ქომაგიც (ხაზს ვუსვამთ, ნამდვილი და არა მოდას აყოლილი) გამორჩეული და უფრო სხვანაირია, უფრო რომანტიკოსია, სულ სხვაა.

რაგბის ნამდვილი ქომაგი შემწყნარებელია, იცის, ვისგან რას უნდა გამორჩეს მისი გუნდი. იცის, რა შეუძლია და რა არა. ზუსტად ხვდება პერსპექტივას და მოთმინებით ელოდება უკეთეს მომავალს.

თვით ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოში ტარდება, უკვე მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს ნაკრები რომ პლანეტის საუკეთესოთა შორისაა (და მომავალ წელსაც იქნება), უკვე სასწაულია. ამ სასწაულის ჩამდენმა ხალხმა კიდევ ერთი სასწაული ჩაიდინა და მსოფლიოს ერთ-ერთი გრანდი, არგენტინის ახალგაზრდული ნაკრები დაამარცხა.

- U20. საქართველო-არგენტინა 26:25 - ბეჭზე დავდეთ, მოვუგეთ და დავრჩით [VIDEO]

აქამდე ჩვენი რაგბი დიდი ხნის მანძილზე მძიმედ, შრომით, გაჭირვების მიუხედავად ჯიუტად მიდიოდა. იმიტომ, რომ იცოდა, იქ, ელიტაში სულ სხვაა. იქ პატივისცემა რომ დაიმსახურო, ბევრი ოფლი უნდა ღვარო. ის, რომ მსოფლიოს რაგბის მომავალი ვარსკვლავები დღეს საქართველოში არიან შეკრებილნი, უკვე ამ პატივისცემის გამოხატულებაა, რადგან საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ბობოლათა რიცხვს (ჯერჯერობით) არ განეკუთვნება და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩატარება ანდეს.

არგენტინასთან გამარჯვებით ეს პატივისცემა, დაფასება კიდევ უფრო გაიზარდა. ჩვენ უკვე იქ ვართ. მსოფლიოს სარაგბო ოჯახის სრულფასოვანი წევრები ვართ და ამას გაფრთხილება, მეტი შრომა, მონდომება და მხარდაჭერა სჭირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ძლივს გაწონასწორებული კომენტარები არ მოვისმინე ??? დიდი მადლობა, ასე გავარგრძელოთ მეგობრებო.....
მიშა63
15 ივნისი 2017 23:10
0
გაიხარე, გიორგი, კარგი მაგალითები მოიყვანე. ნამდვილად ვისურვებდი ყველამ შენნაირად იფიქროს. ხანდახან აქ ისეთი კომენტარები იდება, იმდენი აგრესია და უპატივცემულობაა ერთმანეთის მიმართ გამოხატული, რო ნამდვილად არ ეკადრება ქართულ სპორტს და მის ქომაგებს.
giglia
15 ივნისი 2017 19:29
0
კიდევ ერთი დეტალი...

რაგბი უამისოდ არ არსებობს: შეიგიძლია მოწინააღმდეგეების სექტორში მარტო იჯდე და საკუთარ დროშას ამაყად აფრიალებდე

შესაძლო და მოსალოდნელი აგრესიის გარეშე, შედეგის მიუხედავად...

ლინკი:
https://www.google.ge/imgres?imgurl=http%3A%2F%2Fcdn.newsapi.com.au%2Fimage%2Fv1%2Fa99a1d112987427808e17231408ef86b%3Fwidth%3D650&imgrefurl=http%3A%2F%2Fwww.theaustralian.com.au%2Fsport%2Frugby-union%2Frugby-world-cup-dont-cry-for-argentina%2Fnews-story%2Fb0751740f3f6a5a6d7735e39aaf667cb&docid=DqtWnEe2axp1mM&tbnid=tPoxwlhSIvD-mM%3A&vet=10ahUKEwjVnoi2-b_UAhWHL8AKHfcDAyI4ZBAzCCwoKjAq..i&w=650&h=488&bih=411&biw=849&q=argentinian%20rugby%20fans%20on%20rwc%202015&ved=0ahUKEwjVnoi2-b_UAhWHL8AKHfcDAyI4ZBAzCCwoKjAq&iact=mrc&uact=8

ისევე, როგორც ფოტო ამ ლინკზე:
https://www.google.ge/imgres?imgurl=http%3A%2F%2Fl7.alamy.com%2Fzooms%2Fb5749ff5933243fe9bc3a77b7a7aa568%2Fleicester-uk-4th-october-2015-rugby-world-cup-argentina-versus-tonga-f3c9jr.jpg&imgrefurl=http%3A%2F%2Fwww.alamy.com%2Fstock-photo%2Fargentinian-fans-celebrate.html&docid=S1t2RgljdXZACM&tbnid=H7O4ZQSLWcL7nM%3A&vet=10ahUKEwjWkPCh-b_UAhXpIMAKHdyKA6UQMwhVKC0wLQ..i&w=640&h=447&bih=411&biw=849&q=argentinian%20rugby%20fans%20on%20rwc%202015&ved=0ahUKEwjWkPCh-b_UAhXpIMAKHdyKA6UQMwhVKC0wLQ&iact=mrc&uact=8#h=447&vet=10ahUKEwjWkPCh-b_UAhXpIMAKHdyKA6UQMwhVKC0wLQ..i&w=640

ერთიშეხედვით არც არაფერი, მარგამ
სარაგბო მაისურზე ზოლები ჰორიზონტალურია, საფეხბურთოზე კი ვერტიკალური, ეს გულშემატკივრები კი სარაგბო ზეიმზე განცდილ სიხარულს ერთად იზიარებენ, არც ბანაკებად იყოფიან და არც სამტროდ აქვთ საქმე

პ.ს.
მადლობა :)
გიორგი
15 ივნისი 2017 17:39
0
სტატიაც კარგია და გიორგის მოყვანილი მაგალითიც, მადლობა! გამგები ყველაფერს კარგად გაიგებს, ხოლო ვისაც ჯერ კიდევ არ ესმის ვიმედოვნოთ, რომ ახლო მომავალში გაიგებს! რაგბი მარტო სპორტის სახეობა არ არის, აქ ფასეულობათა მთელი კრებულია, რომელიც სრულად ჯდება როგორც იტყვიან ჭეშმარიტ ქართულ ფასეულობებში!!!
პაატა
15 ივნისი 2017 17:05
0
გიორგი
ოლ ბლექსის ლოგოს გარეშე ძლივს გიცანი :) გეთანმხები მეგობარო 1000 %-ით
xvistani
15 ივნისი 2017 16:50
0
რაგბი, ფასეულობები რაზეც რაგბი დგას... ბევრისთვის ყბადაღებული თემაა, ან უბრალოდ ვერ ესმის

ერთ ამბავს მოვყვები ამასთან დაკავშირებით...

დიდი ბრიტანეთის იმპერიულ ზრახვებს შეეწირა ირლანდიის პოლიტიკური ბედი, კუნძული ორად არის გამოყილი: ირლანდიად (დუბლინი) და ჩრდ. ირლანდიად (ბელფასტი), როემლიც დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში შედის...

ირლანდიის გახლეჩვა სეპარატისტულ მოძრაობაზე იდგა, პროვოცირებულ თუ ინგლისისგან ზუგ გამაგრებული ტერორისტული ორგანიზაცია ირა-ს (და არამარტო) სახით, მართალია ირა_ს არაერთი ფლაგმანი და ირლანდიური მოძრაობა უწევდა წინააღმდეგობას, მარგამ ისტორიულად ინგლისის მეტქოე ირლანდია პოლიტიკურად გახლეჩილია, სისხლიც ბლომად ღვარეს, მაგრამ...

მაგრამ ეს ეთნიკურად ერთი, თუმცა პოლიტიკურად დაპირისპირებული და ბარიკედებს მიღმა მდგომი ორი ქვეყანა ერთიანდება ერთში - რასაც რაგბი ჰქვია

დღემდე ირლანდიის სარაგბო ნაკრები აერთიანებს, როგორც ირლანდიელ, ისე ჩრდ. ირლანდიელ მორაგბეებს

ოთხი პროვინციის გერბით დროშაზე (ლეინსტერ, კონახტ, ალსტერ (ჩრდ.ირლ), მანსტერ)
გიორგი
15 ივნისი 2017 16:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული